Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.249
  • comments
    0
  • views
    701.063

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - მოძრაობა „ხმა"

გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე მოძრაობა „ხმის” წევრები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს მოძრაობა „ხმა“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მათ ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. შსს

„ოჯახი სოცდაუცველია" - აღსრულების ბიურომ დღეს ჩანიშნული გამოსახლება გადადო

აღსრულების ბიურომ დღეს ჩანიშნული გამოსახლება გადადო, – ამის შესახებ „პუბლიკას” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი თქმით, გამოსახლება გადაიდო, ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ასევე სახლში ცხოვრობს ორი არასრულწლოვანი. ბიურო აცხადებს, რომ მხარეებს მორიგებისთვის დამატებითი დრო მიეცემათ. დღეს, 24 იანვარს ცოტნე დადიანის 259 ნომერში მარიამ კაკიაშვილისა და მისი ორი არასრულწლოვანი შვილის გამოსახლება იყო ჩანიშნული. „გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოს

გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს

გერმანია უკრაინას Sea King Mk 41 ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ბორის პისტორიუსმა პირობა დადო, რომ უკრაინას მრავალფუნქციურ Sea King M k41 ტიპის 6 ვერტმფრენს, ასევე მათი სათადარიგო ნაწილების ნაკრებს გადასცემს. "The Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის და

დმიტრო კულება - უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება

უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მოსკოვზე ან რუსეთის სხვა ნაწილებზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ Taurus-ის რაკეტები გვჭირდება, რათა უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზს მიღმა, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა გავანადგუროთ“, - გა

ირაკლი პეტრიაშვილი - საქართველოში 132 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს - არაფორმალურ სექტორში დასაქმებულია საერთო დასაქმებულთა 32%

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების” თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის შეფასებით, საქართველოში შრომითი ურთიერთობების კუთხით უამრავი პრობლემა არსებობს, მაგრამ 4 მთავარი პრობლემა არის: არაფორმალური დასაქმება, დასაქმებულებში მინიმალური ხელფასის არარსებობა, კოლექტიური სოციალური დიალოგის არარსებობა და სასამართლოს ეფექტიანობა. როგორც პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, თუ ეს პრობლემები დარეგულირდება, სხვებიც აღმოიფხვრება. „პირობითად, 10 ათასი პრობლემა შეგვიძლია ჩამოვთვალ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის

ევროპაში, წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “სასწრაფო” ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, 2023 წლის პირველ 10 თვეში ევროპაში წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირებულა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში. განცხადებაში ისინი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, “სასწრაფოდ” დაიწყონ იმუნიზაციის კამპანიები. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა 2023 წ

გიორგი შარაშიძე აღსრულების ბიუროს მიერ ოჯახის გამოსახლებაზე - შევახსენებთ „ოცნებას“, თქვენსა და „ნაცებს“ შორის არა თუ რაიმე სხვაობა აღარ არის, არამედ თქვენ ერთმანეთზე უარესები ხართ

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „საქართველოსთვის” წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის “არანაირი სხვაობა აღარ არის”. როგორც მან საკრებულოში პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “დღევანდელი "ოცნება" სხვა არაფერია, თუ არა გაურკვეველი, "ნეონაცური" წარმონაქმნი”. „მინდა გამოვეხმაუროთ, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს და შევახსენოთ „ოცნებას“, თქვენსა და „ნაცებს“

გიორგი შარაშიძე - რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „განაცებული ოცნების“ რეალური სახე - სიმართლის მოსმენის გამო სახედაკარგული „ოცნების“ უმრავლესობა

რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „განაცებული ოცნების“ რეალური სახე - სიმართლის მოსმენის გამო სახედაკარგული „ოცნების“ უმრავლესობა, რომელიც სრულიად უწყინარ სიტუაციაში, როცა საკრებულოს ტრიბუნიდან მოვუწოდეთ, ბოდიში მაინც მოეხადათ თბილისელებისთვის იმ დისკომფორტისთვის, რაც წერეთლის გამზირის სამუშაოების გამო ბოლო ათი თვეა ექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს, შეტევაზე გადმოვიდა და ნაცებისთვის დამახასიათებელი რადიკალური ფორმებით დაგვესხა თავს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის სა

ნათია მეზვრიშვილი - აქ იმისთვის მოვედი, რომ მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა, მესამე სხდომაა, არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან - „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები და მავნებლები არიან

დღეს აქ მოვედი, რადგან მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა და მესამე სხდომაა, სადაც არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან - „ოცნების“ სასარგებლო იდიოტები და მავნებლები არიან, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა დატოვა. რაც შეეხება ელექტრონულ სისტემას, როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, არჩევნები არა არჩევნების დღეს, არამედ მანამდე ყალბდებ

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, შსს-მ 20 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მი

ადვოკატის განცხადებით, 23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს

23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და მტკიცებულებებზე საუბრობს, ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზეა წარდგენილი. კობაიძის თქმით, მძ

ბერდია სიჭინავა - დღეს კორუფცია პოლიტიკად არის ქცეული, კონკრეტული ადამიანები კორუფციისთვის იბრძვიან - ეს სამწუხარო მოცემულობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ

დღეს კორუფცია პოლიტიკად არის ქცეული, ჩვენ კორუფციას ვებრძოდით და ეს ადამიანები კორუფციისთვის იბრძვიან, სამწუხარო მოცემულობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ეკონომიკური ზრდაა, თუმცა ამის შედეგად მხოლოდ 25 ოჯახი მდიდრდება. ბერდია სიჭინავა მიიჩნევს, რომ ამ ფონზე გენერალური პროკურატურა არის ერთადერთი უწყება, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს როგორც გამოძიების, ასევე სის

გახარიას გუნდი ივანიშვილს: ახლა მაინც შეაქმნევინეთ "ოცნებას" ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში!

ახლა მაინც შეაქმნევინეთ ოცნებას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში!, -  ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის პირველივე დღიდან მათ თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის საკითხი დააყენეს, მაგრამ უკვე ორ წელზე მეტია, ოცნების უმრავლესობა უგულებელყოფს აღნიშნულ ინიციატივას და განაგრძობს მოპარულ

დანიელ ჰაგარი - ღაზის სექტორში აფეთქების შედეგად 21 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის 21 ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისი თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელელი ჯარისკაცები საზღვრიდან, დაახლოებით, 600 მეტრში მოქმედებდნენ და სტრუქტურებს და „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებდნენ. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტერორისტებმა სარაკეტო ყუმბარა ისროლეს ტანკს, რომელიც იცავდა ძალებს და პარალელურად აფეთქება მოხდა ორ ორსართულიან კორპუსში. ამ

წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითსა და 1-ელი კლასის რიგითს წოდებრივი სარგო მოემატათ. შესაბამისი ცვლილება თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელსაც მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აწერს ხელს. მინისტრის ბრძანების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება. წვევამდელები გაზრდილ ხელფასს, მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ. ipn

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი - ისტორია

საქართველოში, უცხო ქვეყნებიდან მცენარეების შემოტანა, გამრავლება და გადარჩევა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო ძველთაგანვე ხდებოდა. ჯერ კიდევ ბერძნულ მითებშია ნახსენები კოლხი მედეას და მისი მამიდის კირკეს განთქმული სამკურნალო მცენარეული ბაღის შესახებ. ქართულ ენაშიც ბაღს რამდენიმე სინონიმი გააჩნია და აღნიშნავს მის დეკორატიულ-სამკურნალო დანიშნულებას - „ადგილი მწვანილოვანი“, „წალკოტი“, „სამოთხე“, „ბაღნარი“ და სხვა. XVII-XVIII საუკუნეებში ვახუშტი ბატონიშვილის (1735), პიშ

ბრეგაძე: პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც ნაქირავები ბინიდან მდგმურის გასახლებას გაამარტივებს

რატი ბრეგაძის თქმით, პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება კანონპროექტი, რომელიც ბინიდან მდგმურის გამოსახლებას გაამარტივებს. 22 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბრეგაძემ თქვა, რომ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლლის შემდეგ კი მოქალაქეებს „გაუმარტივდებათ ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც უკავშირდება ქირასა და იჯარას”. რაც შეეხება გამოსახლებას – დღეის მდგომარეობით მაშინ, როცა მდგმური არ იხდის ქირის საფასუ

ჯოზეფ ბორელი - მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის დრო, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა, მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში კიევს ეწვევა. „მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავის დასაცავად სჭირდებ

თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშვებული ქალი კლინიკაში გადაიყვანა. მედიის ცნობით, ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. იპნ

დონალდ ტუსკი - ვინც თავისუფალ სამყაროში თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს, უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს

დღესდღეობით, ყველა ვინც თავისუფალ სამყაროში თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს ან უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს , - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის იბრძვის. „ეს ლოზუნგი არ არის. ეს ცარიელი სიტყვები არ არის იმის შესახებ, რომ აქ თავისუფალი სამყაროს ბედი წ

მიხეილ დაუშვილი - კორუფცია და კორუფციასთან ბრძოლა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ყოველთვის ვილაპარაკებთ და უკომპრომისოები ვიქნებით (ვიდეო)

"კორუფცია და კორუფციასთან ბრძოლა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ყოველთვის ვილაპარაკებთ და უკომპრომისოები ვიქნებით."  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1459175771662307/

“ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო” – გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე მისი პარტია არავისთან ალიანსს არ გეგმავს და მონაწილეობას მარტო მიიღებს. “არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ და არანაირი გაერთიანება არავისთან 2024 წლის არჩევნებისთვის არ იქნება. დაივიწყეთ ეს. ამათ ალაპარაკებთ შიში და მერე ცდილობენ ხან იქ მიგვაწებონ, ხან ამას მიგვაწებონ, იქ რაღაც ზღაპრები მოყვნენ. არანაირი გაერთიანებები არ იქნება. ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარ

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წყალტუბოს სანატორიუმები იყიდეს?

"წყალ­ტუ­ბოს ახა­ლი სი­ცო­ცხლე" პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ხელ­მწი­ფომ 6 ყო­ფი­ლი სა­ნა­ტო­რი­უ­მი უკვე გა­ყი­და. გა­ყი­დუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ჯა­მურ­მა ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 31 257 300 ლარი შე­ად­გი­ნა. ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გას­ხვი­სე­ბულ სა­ნა­ტო­რი­უ­მებს შო­რი­საა - "წყალ­ტუ­ბო“, "მე­დეა“, "თბი­ლი­სი“, "ივე­რია“, "სამ­გუ­რა­ლი“ და "უშიშ­რო­ე­ბა. სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბის ნა­წი­ლი უცხო­ელ­მა ინ­ვეს­ტო­რებ­მა, ნა­წი

ბექა ლილუაშვილი - თუ ივანიშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დამბალანსებლის მითის გამყარება უნდა? - აქ არის გახარია, რომელმაც პოლიტიკური დებატები შესთავაზა, დაუჯდეს და ელაპარაკოს (ვიდეო)

კორუფციაზე საუბარი სურს ივანიშვილს? - მოიყვანოს გენერალური პროკურორი და წარადგინოს ანგარიში;  ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს? - შეიტანოს კონსტიტუციაში ცვლილება და ხალხმა აირჩიოს პირდაპირი წესით პრეზიდენტი;  პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დამბალანსებლის მითის გამყარება უნდა? - აქ არის გახარია, რომელმაც პოლიტიკური დებატები შესთავაზა, დაუჯდეს და ელაპარაკოს;   არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, ივანიშვილს არ ეყო პოლიტიკური გამბედაობა გამოსულიყო და ეპ

ბექა ლილუაშვილი - ივანიშვილი ბიზნესიდანაც ისე წავიდა, როგორც ქართული პოლიტიკიდან ? დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი (ვიდეო)

"ივანიშვილი ბიზნესიდანაც ისე წავიდა, როგორც ქართული პოლიტიკიდან ? დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი. სად არის საუბარი ლაგუნა ვერესთან, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებით? როგორც ჩანს, ამაზე იმიტომ არ საუბრობს, რომ თავისივე ბიზნესინტერესებთან არის დაკავშირებული."      ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3608842902777510/ 
×
×
  • შექმენი...