მოგეხსენებათ, გაზრდილი მოთხოვნის გამო, თბილისის საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში, ბავშვების დარეგისტრირება ყოველწლიურად უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. არსებული სასწავლო დაწესებულებები, მოსწავლეთა სიმრავლეს ვეღარ აუდის, ამიტომ დედაქალაქის თითქმის ყველა საჯარო სკოლა ორცვლიან სწავლებაზე, ზოგი კი -სამცვლიანზეც არის გადასული. მიუხედავად ამისა, კლასებში მოსწავლეთა მიღების პრობლემა ყოველწლიურად იზრდება. ამას ემატება ავარიული სკოლების რემონტისა და მათი რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ხშირად, სხავადსხვა მ