Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.249
  • comments
    0
  • views
    699.838

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ინიციატივა, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა და არა კოლექტიურმა კობახიძეებმა

"მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ინიციატივა, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა და არა კოლექტიურმა კობახიძეებმა." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/412790611135652/

გაუუქმდა თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის საშვი

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტში შესასვლელი საშვი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გაუუქმდა. „პუბლიკა“ განმარტების მისაღებად პარლამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ახალი წესით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელიც ადრე მუდმივმოქმედი საშვით სარგებლობდა, პარლამენტში დაიშვება სამსახურებრივი მოწმობით და მას აქვს ავტოსადგომით სარგებლობის უფლებაც. წესი, რომელზეც პრესსამსახურმა მიგვითითა, პარლამენ

ინსპექტორი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ვალერიან გოგატიშვილი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს პოლიციის მაიორის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებ

„საქსტატი“ - ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტი) 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 26.4 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნებართვების 73.7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 8.9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შედეგი 3 ქულით გაუარესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით, 3 ქულით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.   ორგანიზაციის ინფორმაციით, „კორუფციის აღქმის ინდექსი“, ტრადიციულად, 180 ქვეყანაში ტარდება. ქ

„საქსტატი“ - 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს - მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე - სომხეთი

2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. „2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ან

პროკურატურა გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებზე - გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით იმ შემთხვევაში შეეცვლებათ, თუკი ბრალს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ

კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით იმ შემთხვევაში შეეცვლებათ, თუკი ბრალს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, ახალი გარემოება, რის გამოც დაკავებულებს პატიმრობა შეეცვლებათ, არ გამოკვეთილა. „ამ ეტაპზე არც ერთი გარემოება არ შეცვ

თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელ თებერვალს აღდგება

წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელი თებერვალს აღდგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. როგორც მერიაში განმარტავენ, დარჩება დამატებითი სამუშაოები, რომლებიც მარტის თვეში დასრულდება. „ერთ მხარეს ასფალტის დაგება დასრულებულია, მეორე მხარეს ამ წუთას იგება. ხვალ დასრულდება ძირითადი ნაწილი, ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ თებერვალს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგეს. ხვალ მოირეცხება [გზის ნაწილი]. სამი ფენა ასფალტი უკვე დაგებულია. დამატებითი სამუ

მიშა დაუშვილი - პრემიერად ნიშნავდე ადამიანს, რომელსაც მოქალაქეების მხარდაჭერა არ გააჩნია, უარყოფითი რეიტინგიც კი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების აზრი საერთოდ არ გაინტერესებს

"შეიძლება, მადლობასაც კი იმსახურებდეს, ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება, ალბათ, საქმე მნიშვნელოვნად გაგვიმარტივა საარჩევნოდ. ცოტა ხანში რომ კობახიძეს დანიშნავენ პრემიერ-მინისტრად, რაღაც კუთხით ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაა. პრემიერად ნიშნავდე ადამიანს, რომელსაც მოქალაქეების მხარდაჭერა არ გააჩნია, უარყოფითი რეიტინგიც კი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების აზრი საერთოდ არ გაინტერესებს."  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/F

სიჭინავა - მადლობა ივანიშვილს, ამაზე უკეთეს პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური ოპონენტები ვერ ინატრებდნენ, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარე იყო, ამ პარტიაშიც კი არ ყავს გულშემატკივრები და ნეგატიური მაჩვენებლით ლიდერობს

"მადლობა ივანიშვილს, ამაზე უკეთეს პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური ოპონენტები ვერ ინატრებდნენ, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარე იყო, ამ პარტიაშიც კი არ ყავს გულშემატკივრები და ნეგატიური მაჩვენებლით ლიდერობს- ნეგატიურ რეიტინგებში პოლიტიკურ ლიდერებს შორის. სამწუხარო ფაქტია, როდესაც პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხდება თანამდებობის პირი, რომელიც ოკუპირებულ ქვეყანაში, საოკუპაციო ხაზთან არ არის ნამყოფი, თანამდებობის პირი, რომელსაც ვერ ვათქმევინეთ რუს

ანა ბუჩუკური - მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასე გვეხმარება. ამ გადაწყვეტილებით სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები მისი ქოლგის ქვეშ ხდებოდა

"მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასე გვეხმარება. ამ გადაწყვეტილებით სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები მისი ქოლგის ქვეშ ხდებოდა."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/929209715392912/

ბერდია სიჭინავა - 30 დეკემბერს ივანიშვილი არწმუნებდა ხალხს, რომ პრემიერი და მთავრობა არ შეიცვლებოდა, თუმცა მორიგი ტყუილი აღმოჩნდა მისი მხრიდან

"30 დეკემბერს ივანიშვილი არწმუნებდა ხალხს, რომ პრემიერი და მთავრობა არ შეიცვლებოდა, თუმცა მორიგი ტყუილი აღმოჩნდა მისი მხრიდან. რეალურად, ფუნქციურად არაფერი შეიცვლება, ყველაზე ნეგატიური რეიტინგის მქონდე ადამიანი, თავად "ოცნების" ამომრჩევლებშიც კი, დაინიშნა პრემიერ მინისტრად."    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1545579542958439/

19 წლის გოგონა, რომელიც კლუბში შეუძლოდ გახდა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

წუ­ხელ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 19 წლის გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და. რო­გორც სან­დო წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ის უგო­ნოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. შსს-მ საქ­მე 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აღ­ძრა, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. გო­გო­ნას ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს.   წყა­რო ambebi.ge -ს უყ­ვე­ბა.

ომბუდსმენის მოადგილედ წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაინიშნა

სახალხო დამცველმა ახალი მოადგილე წარადგინა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ირინე ჩიხლაძე კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას.

„გაუქმდეს მთავრობის განკარგულება" - რესპუბლიკურის ექიმებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, ითხოვენ გაუქმდეს მთავრობის განკარგულება რეორგანიზაციისა და საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ. ექიმები ხელმოწერებს აგროვებენ, მათი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული ბრძანება/განკარგულება რეორგანიზაციის შესახებ არის მასობრივი დათხოვნა ექიმების, რომელიც უნდა გაუქმდეს. „კომპენსაციებს არ განვიხილავთ, რეორგანიზაცია უნდა შეჩერდეს… ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ახალ შენობას და კლინიკის განახლებას, მაგრამ ულტიმატუმის და შა

„იმედი": ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ხდება

სამთავრობო ტელეარხ „იმედის” ცნობით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ხდება, ირაკლი ღარიბაშვილი კი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. „იმედის” განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, 24 იანვარს გაიმართა. პარტიის ყრილობა, სადაც ეს ყოველივე ოფიციალურად გაფორმდება, 1-ლ თებერვალს ჩატარდება. პუბლიკა

ტაილანდში რუსეთიდან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები დააკავეს, მათ დეპორტაცია ემუქრებათ

ტაილანდში დააკავეს რუსეთიდან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები. მათ უკან, რუსეთში დეპორტაცია ემუქრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედიასაშუალება South China Morning Post ავრცელებს. აღნიშნული ბენდის წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ გუშინ ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ისინი საჯაროდ მხარს უჭერენ უკრაინას და ეწინააღმდეგებიან პუტინის ომს უკრაინაში. B-2-ს წევრებმა რუსეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე დატოვეს. როგორც South C

200 ათასზე მეტი ადამიანი სესხს ვერ იხდის - ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა 2 მლრდ ლარს აჭარბებს

საქართველოში მსესხებლების 10,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 042 932 474 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. გასული წელს ვადაგადაცილებულ მ

Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ რეისებს იწყებს - რა ეღირება ფრენა

ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ფრენები 2023 წლის 2-აპრილიდან დაიწყება და კვირაში 3 სიხშირით შესრულდება. ბათუმი-მოსკოვის რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი გზის ბილეთის ფასი 832-975 ლარის ფარგლებში იქნება. შეგახსენებთ, რომ 4-წლიანი პაუზის შემდეგ Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულ

მიხეილ დაუშვილი - ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა

ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. გარდა ამისა, დაუშვილი არასწორს უწოდებს პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობ

ბექა ლილუაშვილი - კობახიძე ქუჩაში გავიდეს და მოსახლეობას აუხსნას, როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები - მერე დაწეროს სტატუსები და ისაუბროს ეკონომიკაზე

თავის საქმეს მიხედოს, კობახიძემ რა იცის ამ ქვეყნის ეკონომიკა? ან საერთოდ, ეკონომიკა რა იცის? პარტიის თავმჯდომარეა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლილუაშვილის თქმით, კობახიძე ჯერ ქუჩაში უნდა გავიდეს და მოსახლეობას აუხსნას, „როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები”. „არ ვიცი, რა შლეიფს იქმნის და უკავშირდება თუ არა ეს გავრცელებულ ჭორებს დისპოზიციის ცვლილებაზე თუ სხვა რამეზე, მაგრამ თავის საქმეს მიხედოს. კაცი პარტიის თა

ბექა ლილუაშვილი - “ოცნება” კლასიკური ნეონაცების პარტია გახდა და საკუთარ ფასეულობებთან დამარცხდა

“ოცნება” კლასიკური ნეონაცების პარტია გახდა და საკუთარ ფასეულობებთან დამარცხდა."      ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/354355304114196/

ბექა ლილუაშვილი - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს. ორი რამეა მხოლოდ საინტერესო: ვინ იქნება „ოცნების" სიის პირველი ნომერი და ვინ იქნება „ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს. ორი რამეა მხოლოდ საინტერესო: ვინ იქნება „ოცნების" სიის პირველი ნომერი და ვინ იქნება „ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი." ბექა ლილუაშვილი, პარტია "სააქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/260859667037339/

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ხვალ სამუშაო შეხვედრა გაიმართება

29 იანვარს, პარლამენტის შენობაში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა 09:00 საათზე დაიწყება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იარაღის შესყიდვაში კორუფცია გამოავლინეს - მოპარული თანხა ამოღებულია და თავდაცვის ბიუჯეტს დაუბრუნდება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის შესყიდვაში კორუფცია გამოავლინეს. უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ნაღმმტყორცნების 100 000 ჭურვის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის აგვისტოში, გადახდა განხორციელდა წინასწარ, მათ შორის გარკვეული თანხები საზღვარგარეთ გადაირიცხა, მაგრამ იარაღის მიწოდება არ განხორციელებულა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფ
×
×
  • შექმენი...