სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, დღეს, 4 აპრილს გამოაცხადებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩატარდება.
გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმაც, თუმცა ის საბოლოო სიტყვას დღევანდელ სხდომაზე წარმოთქვამს.
გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, გოგაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა