Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. 1,3 მილიონი დასაქმებული? ვის მოტყუებას ცდილობს "ოცნება" ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 406093597_1435798480337483_114564888489873337_n.mp4
  3. ერთი რამ დავიმახსოვროთ ყველამ - ივანიშვილს თუ დასჭირდება პროდასავლელიც იქნება, პრორუსიც და ყველანაირად შეიცვლის პოზიციას თავის ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ „პროთავისი“ კაცია,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილმა Politico-ს სტატიაზე გამოხმაურებისას აღნიშნა, რომ ივანიშვილის ოლიგარქობა ახალი არაა და იქამდე ეს ევროპარლამენტმაც თქვა. „ერთი რამე დავიმახსოვროთ ყველამ, პირველ რიგში მოქალაქეებმა, ივანიშვილს თუ დასჭირდება პროდასავლელიც იქნება, პრორუსიც, პროევროპელიც და ყველანაირად შეიცვლის პოზიციას თავის ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ "პროთავისი" კაცია. შესაბამისად, დღეს შეიძლება პროევროპელობა სჭირდებოდეს და ხედავთ, სტატუსზე რეკომენდაციის მიღების შემდეგ უცებ შეცვალა რიტორიკა ხელისუფლებამ, ვითომ მე მივიღე რუსული კანონი და მერე უკან წავიღე, თითქოს მე ვაგინე და ვლანძღე დასავლეთი და მე შევქმენი „ხალხის ძალა“. სტატია შეიძლება შეკვეთილის იყოს, მაგრამ ფაქტს სწორს აღწერს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და შეკვეთილია თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?! ივანიშვილი რომ ოლიგარქია და გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ამაში აღმოჩენა არაფერია”, - განაცხადა ლილუაშვილმა. კითხვაზე - გახარიას მთავრობაში ყოფნისას თუ ახდენდა ივანიშვილი გავლენას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ლილუაშვილი პასუხობს, რომ „მაშინ ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარე იყო და ფორმალურად პასუხისმგებელიც იყო პოლიტიკურ პროცესებზე. " „როცა გახარია გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, ივანიშვილი თვე-ნახევრის გადამდგარი იყო და კარგად მოისმინეთ მაშინ გახარიას წასვლის მიზეზები, მათ შორის, ის, რომ ივანიშვილი არაფორმალურად ჩაერთო პროცესებში, გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“, - განაცხადა ლილუაშვილმა. იპნ
  4. “ყველგან ვიქნებით, სადაც იქნება საქართველოს მოქალაქის ინტერესი ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გრძელვადიანი მშვიდობა, ეკონომიკური სარგებელი, განვითარება.” ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 406694773_1493543164833655_2880090966433427026_n.mp4
  5. “ოცნება” რატომ არის იცით ყველაზე საშიში ხელისუფლება? რადგან სახე არ გააჩნია, რადგან იდეოლოგია არ აქვთ. “ოცნებას” შეუძლია იყოს პროპუსიც და პროდასავლელიც, ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებს არის ხელისუფლებაში დარჩენა და ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის კი გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს.” ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 10000000_894812042167007_8869642652415316301_n.mp4
  6. ბექა ლილუაშვილის კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს. “საერთაშორისო განათლების თვალსაზრისით რა ნაბიჯები იდგმევა? მნიშვნელოვანია სამინისტროს ჰქონდეს ცხადი ხედვა ხელშეწყობის მექანიზმების გაფართოვებისა და ხელმისაწვდომობის ზრდასთან მიმართებით. იქნებ კონკრეტულად გვითხრათ რა გეგმებია? მეორე საკითხი, სკოლის მოსწავლეების ნაწილში იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამოტივაციო შემეცნებითი ხასიათის გადაცემა ეტალონი, გოჩა ტყეშელაშვილი იყო წამყვანი. ეს გადაცემა გაქრა, მიილია სატელევიზიო სივრციდან. იქნებ განათლების სამინისტრომ ამ საგანმანათლებლო და სამოტივაციო პროგრამის მხარდაჭერას გაუწიოს კოორდინაცია, იქნებ როგორმე მოახვედროს და დააბრუნოს სატელევიზიო სივრცეში.” ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 406071991_826368219287287_6377497866785073068_n.mp4
  7. შალვა კერესელიძის კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს. “სკოლების რეაბილიტაციის პროგრამისთვის, რომელიც საქართველოს მასშტაბით არის დაწყებული, რა კრიტერიუმებით არჩევთ სარეაბილიტაციო სკოლებს? გაქვთ თუ არა გეგმა-გრაფიკი წლების მიხედვით რაიონულ ჭრილში, სოფლების ჭრილში როდის და რომელი სკოლა უნდა გაკეთდეს? იქნებ გვითხრათ, როდის რეაბილიტირდება სოფელ ნიჩბისის სკოლა, რომელიც მრავალი წელია იგეგმება? არის თუ არა გეგმაში თიანეთში, სოფელ ბოჭორმაში დამწვარი სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც მესამე წელია დამწვარია? დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ დავათში სკოლის მშენებლობა, რომელიც 2021 წლიდან გეგმაშია და ჯერაც არ დაწყებულა ? ასევე გვაინტერესებს შატილის სკოლა-პანსიონის ბედი.” შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 406068280_885308173030927_3625233199079110902_n.mp4
  8. ახლა ყველაზე მთავარი არის ინკლუზიურობა. სხვა დანარჩენს არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, არც იმას, რას იტყვის კობახიძე, რომელიც ხვალ შეიძლება აღარც იყოს, რომელიც უტიფრად იტყუება, როცა ამბობს, რომ არანაირ პროცესებში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ამ ტყუილების თქმას ალბათ მათი დაქირავებული პიარტექნოლოგები ურჩევენ. ჩვენ პროცესებში არათუ ჩართულები ვიყავით, ინიციატივებითაც გამოვდიოდით. აქამდე თუ ვამბობდით, რომ ამ ქვეყანას სტატუსი უკვე აქვს, რაც ძალიან მალე დადასტურდება კიდევაც, ახლა ვამბობთ, რომ არჩევნების შემდეგ ეს ქვეყანა სწრაფად ჩაერთვება გაფართოების მოლაპარაკების პროცესში. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 406065514_732702945377064_1797938478244115280_n.mp4
  9. ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა განთავსდა. ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მადლობა გადაუხადა ვატიკანის მხარეს და პაპ ფრანცისკეს საჩუქრად მრევლის მიერ შეწირული, 1683 წელს ფლორენციაში დასტამბული კათოლიკური მესის კრებული გადასცა. ფრესკაზე, რომელიც ძვირფასი თვლებით არის მორთული, არქიტექტორები ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მოზაიკურ პანოზე ივერიის ღვთისმშობლის გამოსახვის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა, რომელსაც თავად პატრიარქი ხელმძღვანელობს. ფრესკის ავტორია ცნობილი ქართველი ფერმწერი, მოზაიკოსი ამირან ბაკურაძე. ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელარიაში გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვას მიეძღვნა. ავტორი - ანა ბროლაძე
  10. Yesterday
  11. რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყვარელში, „ევროკლუბში“ ხელმოწერების კამპანიის - ,,ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სამოქალაქო ჩართულობის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ საფუძველზე. „იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი მიღწეული იყოს, საჭიროა ყველას ჩართულობა. რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს. ეს იწყება ყოველ ქალაქში, სოფელში, თემში, საიდანაც წამოწყებული ყველა ინიციატივა არის ძლიერი. საქართველოს ისტორია მე ძალიან კარგად ვიცი. ხშირად კითხვას ვსვამთ, როგორ გადავრჩით და როგორ მოვედით დღემდე? - იმიტომ გადავრჩით, რომ ყველა ადგილს ჰქონდა თავისი ძალა, თავისი იდენტობა, თავისი თავდაჯერებულობა... თურმე ყვარელში ბიბლიოთეკაც არ არის, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ის, რომ დღეს აქ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა სხვადასხვა მიზეზის გამო, ესეც გამაოგნებელია მაშინ, როცა ასეთი საზოგადოება ჩამოვიდა თბილისიდან და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. თქვენი წამოწყება არის პირველ რიგში ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობა, რომლის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ საფუძველზე. რაც შეგვიძლია თქვენს გვერდით ვიდგებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. იპნ
  12. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკს“, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზია გაუუქმა. აღნიშნულ საკითხზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაზე შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია (№000019) გაუქმდა. კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები; დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პროექტის მხარდაჭერა, თუმცა, შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
  13. “პოლიტიკურ ველს , რომ შეხედოთ “ნაც.მოძრაობაზე” უკეთესი პარტნიორი დღეს “ოცნებას” არ ჰყავს, ერთმანეთს აძლიერებენ. რომ დააკვირდეთ, “ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ “ნაც.მოძრაობა” თუ არ გაძლიერდეს, სიცოცხლე მაინც შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კი “ნაც.მოძრაობაც” ყველაფერს აკეთებს “ოცნების” დასახმარებლად და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის, საკრებულოებში მათი ერთობლივი მუშაობის სახით.” მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 406046850_896613035169667_4570705007118251685_n.mp4
  14. “ხელისუფლებამ სამ წლიანი პაუზის შემდეგ, სამწუხაროდ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კამარა ჰესის პროექტის მშენებლობა ისევ განაახლა. საინტერესოა, რატომ გადაწყდა ამ პროექტის განხორციელება, რომელიც სამი წლის წინ პირადად ჩემი ინიციატივით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შევაჩერეთ. ისევ დღის წესრიგში დგება არასასარგებლო პროექტების განხორციელება, მიუხედავად იმ პირობისა, რომ ხევის მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია. მსგავს ხეობებში მხოლოდ შესაძლებელია მცირე სიმძლავრის, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ჰესების მიმართულებით ფიქრი, რომელიც არ აზიანებს არსებულს ეკოსისტემას, აკმაყოფილებს დაცული ტერიტორიების უმკაცრეს მოთხოვნებს, გათვალისწინებულია ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები და დამატებით გააჩნია ტურიზმის თუ აგრო ტურიზმის პოტენციალიც. თუ ჰესების მშენებლობა გსურთ, ჯობია იფიქროთ იმ ტერიტორიებზე სადაც ამის საჭიროება დგას.” შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 406039402_1752210988537412_4677439386262809600_n.mp4
  15. “დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი და მთავარი მოთხოვნა უკვე ეხება არა კანდიდატის სტატუსს, არამედ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ერთი მხრივ ხელისუფლებიდან რასაც ვისმენთ არის, არა საქმეზე საუბარი, არა მოქალაქეების საჭიროებებზე, არა ევროინტეგრაციის პროცესზე მუშაობა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაცია ბევრი მიმართულებით. მეორე მხრივ ვხედავთ, ოპოზიციას, რომელიც ასევე საუბრობს ყველაფერზე გარდა საქმისა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, შეიქმნას სამუშაო ფორმატები და ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალ წელს, ამ დროს ჩვენი ქვეყანა უკვე გადასული იყოს მოლაპარაკების ეტაპზე.” მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 406029888_1028788391669348_4510695943004186233_n.mp4
  16. “ჩვენ მივმართეთ ბატონ პაპუაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო სამუშაო ფორმატები და მიგვეღო ყველას მონაწილეობა. ხელისუფლებას მოვუწოდებ დროულად შექმნან სამუშაო ფორმატები, ხოლო ოპოზიციას ვურჩევ აღარ გაიმეორონ გასული წლის შეცდომა და შეუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს, რომელიც შეიქმნება 9 დათქმის შესრულების კონტექსტში.” მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 406062613_858116122518628_8018741105722182662_n.mp4
  17. ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა. ეს მონუმენტური ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული და ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია. საქართველოს სახელმწიფო გერბს თუ შევხედავთ, იქ წერია, რომ „ძალა ერთობაშია“. ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა ევროინტეგრაციის დროს. თუ გადავხედავთ ჩემი ქვეყნის მაგალითს, თუ გადავხედავთ წარსულში ევროკავშირში გაწევრიანებული სხვა ქვეყნების მაგალითს, ეს ყოველთვის ასე იყო. ცხადია, ხელისუფლება უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა დაუკავშირდეს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მოუსმინოს. ამავე დროს, ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ და ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი შეიტანონ. როგორც უკვე ვთქვი და გავიმეორებ, გაერთიანებულ ქართველებს ნამდვილად დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანია. „როგორც თქვენ ნახეთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დადებითი რეკომენდაციის გაცემის დროს ცხრა ნაბიჯი დაადგინა. იმედია, 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსთან ერთად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები აღნიშნულ ცხრა ნაბიჯს დაადასტურებენ. ძალიან მიხარია, რომ მთავრობას ცხრა ნაბიჯის შესრულების შესახებ უკვე შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა. ყველა ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მათგანი წინა 12 პრიორიტეტის მსგავსია. არის ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია, სხვები ახალია, როგორიცაა დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა, საქართველოს ევროკავშირთან მორგება, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. ყველა ეს ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, რომ მათ განხორციელებაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კომენტარი დეოლიგარქიზაციის შესახებაც გააკეთა და განაცხადა, რომ იგი კონკრეტულ პიროვნებებს არ ეხება. „ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია დემოკრატიის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ნიშნავს და იმას, რომ მდიდარმა ბიზნესმენებმა პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზედმეტი გავლენა არ იქონიონ. ასე რომ, ჩვენი გადმოსახედიდან, ევროპული თვალსაზრისით, ეს არ ეხება სახელებს, არამედ, ეს არის სისტემა და გარემო, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის არის ხელსაყრელი“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. იპნ
  18. ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს, ან ამას გააკეთებენ და ქვეყანას დააბრუნებენ დემოკრატიული მმართველობის ჩარჩოში, რაც ნიშნავს სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარების შედეგად შენარჩუნებულ ძალაუფლებას, ან მათ მოუწევთ ამ საზოგადოების უზარმაზარი მობილიზების საფუძველზე და შედეგად ამ ძალაუფლების დათმობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, ახლა ქართული საზოგადოება „ქართული ოცნების“ „ფერისცვალებას“ აკვირდება, თუმცა, ლილუაშვილის შეფასებით, ეს არის პოლიტიკური ილუზია, რადგან მმართველი ძალა, არასდროს შეასრულებს რეკომენდაციას შინაარსობრივად და საკუთარ თავს „პოლიტიკურ ჰარაკირს“ არ გაუკეთებს. „მე მგონი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ამჩნევენ „ოცნებისა“ და მათი წარმომადგენლების „ფერისცვალებას“. თითქოს ყველაზე პროევროპულები გახდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები იმ ფონზე, როდესაც გვახსოვს მათი განცხადებები, მათი ნაბიჯები, თითქოს ვინმემ დააძალა და შეცდომით შეავსებინა კანდიდატის სტატუსზე განაცხადი, შემდეგ გვახსოვს მათი პოზიცია საერთაშორისო სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით, შემდეგ გვახსოვს რუსული კანონი, ხალხის ძალის გამოყოფა საპარლამენტო წიაღიდან. ისინი ქმნიან ილუზიას ქართული საზოგადოებისთვის. მათ სცადეს შეექმნა საზოგადოებაში აღქმები და განცდები, რომ ამ ქვეყანას აქვს რამე სხვა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და განვითარების შესაძლებლობა, გარდა დასავლეთისა. ვერ მოახერხეს, საზოგადოება არის ძალიან პროდასავლური, საზოგადოება ბევრად უფრო პროდასავლურია, ვიდრე ხელისუფლება. არჩევნები მოდის, ამხელა შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა და ახლა იმ დიდი მიღწევის პოლიტიკური დივიდენდები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებმა ხალხს მიანიჭა, მთლიანად წამოიღონ და აჩვენონ წინასაარჩევნოდ ხალხს, რომ ისინი მართლაც პროდასავლურები არიან და ასრულებენ რეკომენდაციებს. როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლება, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ამ რეკომენდაციებს მართლა შინაარსობრივად შეასრულებს და თვითონ პოლიტიკურ ჰარაკირს გაიკეთებს და გამოიცლის იმ ბერკეტებს, რა ბერკეტებითაც ძალაუფლებას ინარჩუნებს? ხომ ბუნებრივია, რომ ეს არ არის თავსებადი რეალობასთან!“, - განაცხადა ლილუაშვილმა. მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ იმისთვის ჩაერთვება რეკომენდაციების შესრულების პროცესში, რომ „ქართულ ოცნებას“ ილუზიის შექმნის შესაძლებლობა არ მისცეს. „ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს არ დგამდა რეკომენდაციებთან დაკავშირებით - 3 პოლიტიკურად ყველაზე ნაკლებად წონადი რეკომენდაცია შეასრულეს, 9 - არ შეუსრულებია. ახლაც იმავე პროცესის განმეორებას აპირებს ხელისუფლება ილუზიის შექმნის გზით და ჩვენ მათივე მოედანზე ამ ილუზიის შექმნის შესაძლებლობას არ მივცემთ. მე იმედი მაქვს, რომ როგორც ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რადიკალურ ქმედებებს ახორციელებდა, ასევე ხელისუფლება რომელიც ასევე რადიკალურ ქმედებებს ახორციელებდა, მოეგება გონს!“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
  19. „კანონის უზენაესობის ცენტრმა“ საქართველოში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოამზადა, რომელიც დღეს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნეს. როგორც ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, კვლევა ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არაერთი გამოწვევაა. მისივე განმარტებით, გამოვლინდა, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ყველაზე მეტი გამოწვევა სკოლებშია. როგორც ლონდა თოლორაია აღნიშნავს, სამწუხაროდ, მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების უმეტესობას არ აქვთ სათანადო ცოდნა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების შესახებ, რაც ამ სფეროში ბავშვების მონაცემების უკანონო გამოყენების, გასაჯაროებისა ან/და სხვა ფორმით უკანონო დამუშავების მიზეზი ხდება. „არასრულწლოვნები არიან ბევრად უფრო მოწყვლადები, მათ აქვთ ნაკლები ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ, ისინი განსაკუთრებით სენსიტიურები არიან, როდესაც მათი ცხოვრების პირადი დეტალები, პერსონალური მონაცემები ინტერნეტ სივრცეში ან არაუფლებამოსილი მესამე პირების ხელში საჯარო ხდება. ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს სფერო გამოვიკვლიეთ. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გარკვეული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფო უწყებისა და კერძო დაწესებულებების მხრიდან, თუმცა ეს ნაბიჯები არ არის საკმარისი, არ არის სისტემური, სრულფასოვანი და შედეგად ვიღებთ იმას, რომ სამწუხაროდ, არცერთ სფეროში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტი არ არის იმ სიმაღლეზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს. ყველაზე პრობლემურ სფეროდ გამოიკვეთა სკოლა, სადაც ბავშვების ყველაზე მეტი მონაცემი მუშავდება, ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. სამწუხაროდ, მასწავლებლებს, არც ბავშვებს და არც მშობლებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, არ იციან ვის უნდა მიმართონ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, როდესაც ისინი ინფორმაციის უკანონოდ დამუშავების მსხვერპლი ხდებიან. შედეგად ჩვენ ვიღებთ იმას, რომ მათი მონაცემები მუშავდება არასწორად, ვრცელდება საჯარო და ინტერნეტ სივრცეში. სამწუხაროდ, გვაქვს მაგალითები, როდესაც არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება, ასევე არასრულწლოვნებს აშანტაჟებენ ფოტოებითა და ვიდეოებით, რაც მძიმედ აისახება არასრულწლოვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და მათ შემდგომ ცხოვრებაზე“, - განაცხადა თოლორაიამ. ის რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის უწყებებს, რომ გააძლიერონ ამ მიმართულებით კოორდინაცია. „ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ არასრულწლოვნებმა, მშობლებმა, იმ პირებმა, რომლებსაც შეხება აქვთ არასრულწლოვნებთან, უფრო მეტი იცოდნენ ამ უფლებების შესახებ", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. იპნ
  20. ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში - ონლაინ არჩევნებს მხარს ვუჭერთ იმ დაშვებით, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული, არსებობს სხვა გზებიც, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. ამასთან, დაუშვილი მიიჩნევს, რომ ონლაინ არჩევნების გარდა, ემიგრანტების მონაწილეობის უზრუნველყოფა დამატებით საარჩევნო უბნების გახსნითაც იქნება შესაძლებელი. „ელექტრონულ ონლაინ არჩევნებს აქვს თავის რისკები. ამ ტიპის არჩევნების ჩატარებას ჩვენც ვუჭერთ მხარს, რომ ემიგრანტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, ერთადერთი მნიშვნელოვანი პირობა არის მანდ, რომ ტექნიკური უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე უნდა იქნას დაცული და არ არსებობდეს იმის რისკები, რომ რუსეთს შეეძლოს ჰაკერული თუ სხვა მექანიზმებით ამ არჩევნებზე გავლენის მოხდენა. ჩვენ ამ საკითხს დიდი ხნის განმავლობაში ვაყენებდით და დღესაც ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სწორი მიდგომა, ოღონდ იმ დაშვებით, რომ ეს არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს და ამომრჩევლის ხმები იქნას დაცული. არსებობს სხვა გზებიც, რაც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ესაა დამატებით უბნების გახსნა, ათობით ან ასობით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, ქალაქებში, სადაც ჩვენი ემიგრანტების მაღალი კონცენტრაციაა. რა თქმა უნდა, სრულად მხარს ვუჭერთ იმ საკითხს, რომ ემიგრანტებს ჰქონდეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და გადაწყვიტონ, როგორი ხელისუფლება სურთ ჰყავდეთ“, - განაცხადა დაუშვილმა. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“. იპნ
  21. ერთადერთი, რაც ჩვენ გვაინტერესებს “ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში არის ის, რომ თავისი მოქმედებებით, როგორც წესი “ოცნებას” აძლიერებენ და “ოცნების” ბიზნეს და პოლიტიკური პარტნიორები არიან, ეს არის მთავარი და ამას ნუ აკეთებენ, ჩვენი მოწოდება იქნება ეს. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 406050157_1360668267972065_3684850636729504686_n.mp4
  22. Last week
  23. “საზოგადოებამ უნდა დაინახოს რა პროცესებს ავითარებს “ოცნება” მიზანმიმართულად. გამოდიან ერთ დღეს და არეკლამებენ “ნაც.მოძრაობას”, მეორე დღეს ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია, მოქალქეობა დათმო სხვა ქვეყანაში პოლიტიკური კარიერისთვის, ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო პროცესის საფარქვეშ პოლიტიკურ პროცესებს, საარჩევნო კამპანიას ამართინებს. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება “ოცნების” მხრიდან უფლებამოსილების მინიჭების გარეშე და როგორი ტანდემია “ოცნება” და “ნაც.მოძრაობა” ამის მკაფიო ილუსტრაციაა ეს შემთხვევა.“ ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 10000000_695376585893757_1809718100413581485_n.mp4
  24. “იმ ქმედებებისთვის, რაც “ოცნებამ” უკვე გააკეთა და წლები დააკარგვინა ქვეყანას და იმაში, რაც განზრახვული აქვს, რომ არალეგიტიმურად შეინარჩუნოს ძალაუფლება, მან პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. საქართველოს მოქალაქეების საქმეს ვერავინ გააკეთებს, ჩვენ გარდა სხვა “ოცნებას” და “ნაც.მოძრაობას” ვერ გაისტუმრებს. რომელი პოლიტიკური ღირსების მატარებელია “ოცნება”, რომ ლეგიტიმური გზით დათმოს ხელისუფლება.” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 406057827_1053807202501725_4871247682404145228_n.mp4
  25. “ხაზგასმით ვამბობთ, ნებისმიერ ძალადობრივ გამოვლინებას ვგმობთ, ნებისმიერი მხარის მხრიდან. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც არა მხოლოდ კოლეგიალურ მუშაობას აფერხებს, არამედ საზოგადოების გაკრვეული ნაწილისთვის შესაძლოა იყოს წამახალისებელი, განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის ნაწილში. რაც შეეხება ოჩამჩირესთან დაკავშირებულ რეზოლუციას, იქნებ გვითხრათ რა ეტაპზეა რეზოლუცია და იქნებ მოგვცეთ ოპოზიციასაც საპარლამენტო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 404622934_880357943543796_1341852510267797603_n.mp4
  26. პროკურატურამ ცოლისა და 2 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე კაცს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქ.ვ.-მ ცოლს, ლ.წ.-ს ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა. ამას გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ და დაზარალებულს დაეხმარნენ, რის გამოც, პროკურატურის ცნობით, ბრალდებული მათ მოკვლის მიზნით, მანქანით, დიდი სიჩქარით დაეჯახა. ბრალდებულის ცოლმა გადახტომა და გაქცევა მოახერხა, ხოლო გ.მ.-მ და ს.ბ.-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს. ამის შემდეგ ბრალდებული ცოლს გამოეკიდა და ძირს დაგდებულს ბასრი საგანი რამდენჯერმე მოუქნია, თუმცა ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა, რის გამოც ქ.ვ.-მ განზრახვა ვერ აღასრულა. სამართალდამცველებმა კაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება) და 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. publika
  27. გამოცემა „ბათუმელები“ წერს, რომ ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. ამის შესახებ გამოცემას ბავშვის დედამ მიაწოდა ინფორმაცია. შემთხვევა შაბათს, 25 ნოემბერს მოხდა. გამოცემას ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა, ლევან ლაზარიაშვილმა უთხრა, რომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. publika
  28. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან. ფოთში სტიქიამ უკვე მოიტანა უარყოფითი შედეგები – ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანებულია მანქანები, დაზარალებულები დახმარებას მოითხოვენ. მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიებისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. publika
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...