Jump to content
Planeta.Ge

ეუთო/ოდირის დირექტორი - საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება


საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება. ამის შესახებ ეუთო/ოდირის დირექტორმა მატეო მეკაჩიმ თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა. მის განცხადებას ეუთოს პრესსამსახური ავრცელებს.

“სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და შეკრების თავისუფლება ბევრი სხვა ადამიანის უფლების ფუნდამენტია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, მათ შორის არჩევნების დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის, ნებისმიერი ახალი მოთხოვნა გამართლებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან. ფართო კანონპროექტი, რომელიც ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც ფინანსურ დახმარებას იღებს საზღვარგარეთიდან, უცხოური ძალების ინტერესების წარმომადგენლად მონიშვნა ძირს უთხრის შეკრების თავისუფლების უფლებას”,- განაცხადა მეკაჩიმ.

აღინიშნება, რომ თბილისში ვიზიტის დროს მატეო მეკაჩიმ შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, ისევე როგორც უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...