Jump to content
Planeta.Ge

Blogs

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა მათი ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. „სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენა

კამალა ჰარისი მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ დახმარებას გამოაცხადებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დღეს, უკრაინის მშვიდობის სამიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ფარგლებში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ინფორაციით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ომის დროს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ელექტროენერგიის გამომუშავების გაფართოებას, წაახალისებს კერძო სექტორის ინვესტიციებს და დაიცავს ენერგეტიკუ

გარემოს ეროვნული სააგენტო - 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4- ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. (საფრთხის დონე საშუალო). იპნ

სალომე ზურაბიშვილი - გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! - დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას ეხმაურება. „გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

ნია ჯიქია სწავლას, სრული დაფინანსებით, კორნელის უნივერსიტეტში (Cornell University) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს

კომაროვის სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებული ნია ჯიქია სწავლას, სრული დაფინანსებით, კორნელის უნივერსიტეტში (Cornell University) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს. კორნელის უნივერსიტეტი ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ითაკაში მდებარეობს და აშშ-ის პრესტიჟული Ivy League-ის 8 უნივერსიტეტს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. QS Top Universities-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ის მსოფლიოს მასშტაბით მე-13 ადგილს იკავებს. Cornell University-ში სწავლის გადასახადი 384 000$-ია. ნიას გამორჩეული მი

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო - საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, რეაბილიტაციის არეალში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას კი სპეციალური საშვები გადაეცემა

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. „აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ. ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მისახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები

გიორგი გახარია - ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის - როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილებას ულოცავს. გახარიას თქმით, როგორც კი არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებენ. „ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის

ნათია შელეგია - "ნაციონალური მოძრაობის" და "ოცნების" გარიგება რუსთავში (ვიდეო)

"ნაციონალური მოძრაობის" და "ოცნების" გარიგება რუსთავში  ნათია შელეგია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" რუსთავის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1006530057718449

სალომე ზურაბიშვილი შშმ პირებს - რუსული კანონის გამო თქვენი უფლებები შეიზღუდა - ორგანიზაციებს გაუგებარ გამჭვირვალეობას სთხოვენ

თქვენი [შეზღუდული შესაძლებლობის პირთა] უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებულ იქნა „რუსული კანონი“, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ სტანდარტების შემოსატანად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეტი ინკლუზიურობა და სხვადასხვა სერვისებზე მეტი წვდომა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი პირდაპირ მიმართულია იმის

CSF: ვანო ჩხიკვაძისთვის აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფის დახვედრა ხელისუფლების მიერ კოორდინირებულია

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძისთვის აეროპორტში სპეციალურად მობილიზებული ჯგუფის დახვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდის შეფასებით, ეს ინციდენტი იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და კოორდინირებული. ,,დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ” , – ნათქვამია განცხადებაში.  ,,ჩვენი კოლეგა ვანო ჩხიკვაძე პროფესიული საქმითა თ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს კიდევ 10 ქვეყანასთან ამზადებს

უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან შეთანხმების გაფორმებით, რომლებსაც ხელი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ახლა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული

სააპელაციომ იოსებ ბაბაევის საქმეზე მოსამართლე დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა

გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა გორის რაიონული სასამართლოს განჩინება შეცვლა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ალექსი მერებაშვილის თქმით, მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა კანონიერად ცნო იოსებ ბაბაევის მანქანიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება და ის დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია, ხოლო დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია იოსებ ბაბაევის

გერმანიამ უკრაინას დახმარების პაკეტი გადასცა, მათ შორის HIMARS-ები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ტანკები

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია HIMARS-ის სარაკეტო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ტანკებზე და ა.შ. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ მიიღო: 20 ერთეული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard 1 A5 ტიპის 10 ტანკი, IRIS-T SLS ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა, HIMARS-ის

რუსეთის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, - ინფორმაციას რუსული მედია უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეფ-ეს-ბე“-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული დაჯგუფება „ქართული ეროვნული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ამ გადაწყვეტილების და "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის საფუძველზე, ფორმირება შეტანილი იქ

დიმიტრი მედვედევი - ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა რუსეთის საზღვრებს - შეხედეთ საქართველოს, სადაც დამტკიცდა კანონი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს არ მოეწონათ და რა? - აი, რა - სანქციები!

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, კონტროლის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს. „უნდა ვაღიაროთ: ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო რუსეთის მეზობლებზე კონტროლის მოპოვება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციების“ გაღვივება, როდესაც თბილისსა და კიევში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატის, მ.სააკაშვილისა და ყო

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმე ეხება პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ადმინი

გიორგი გახარიას შეხვედრა სამგორში, ლორფთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებთან (ფოტოები)

შეხვედრა სამგორში, ლორფთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებთან ბმული https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/990502279199859

ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე რეალურად ზრუნავდეს, დაკავებულია ფართო მასებში პროპაგანდის წარმოებით და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ახორციელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე რეალურად ზრუნავდეს, დაკავებულია ფართო მასებში პროპაგანდის წარმოებით და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ახორციელებს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/458381073504306/

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლება, ამ ქვეყნის მომავლის ხარჯზე ცდილობს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს - კორუფციით და სახელმწიფო ძალაუფლების გახანგრძლივებით

დღეს, ხელისუფლება ძალადობის წყაროდ გადაიქცა, რომელიც სისტემურად არ იძიებს ძალადობის შემთხვევებს. ხელისუფლება, ამ ქვეყნის მომავლის ხარჯზე ცდილობს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს - კორუფციით და სახელმწიფო ძალაუფლების გახანგრძლივებით. ბექა ლილუაშვილო, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1469981510305256/

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ დამოუკიდებლად (ვიდეო)

ჩვენ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ დამოუკიდებლად. ერთნაირი წარსულის, დნმ-ისა და დანაშაულებების მქონე, ახლა თითქოს გახლეჩილმა პარტიებმა, ჯერ თავად გადაწყვიტონ და დააფიქსირონ აზრი გაერთიანებაზე.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/992397738940908/

1-ელი ივლისიდან, სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება. როგორც მინისტრმა პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მასწავლებლის პროფესიის დაფასება სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებ

პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა - ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება – მათი თქმით, სწორე
×
×
  • შექმენი...