რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის გასაჭიანურებლად მზად არ არის, ვინაიდან ის თავს იკავებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისგან. კერძოდ, მასშტაბურ სამხედრო რეფორმებს რუსეთის ხელისუფლება დაგვიანებით ახორციელებს.
ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ.
ისინი განმარტავენ, რომ კრემლი კადრების მობილიზებას და რეორგანიზაციას, რაც მას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე უნდა გაეკეთებინა, დაგვიანებით ახდენს. გარდა ამისა, აყოვნებენ მობილიზაციის მეორე ტალღის გამ