უახლოეს დღეებში ნახავთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ საჭიროა მოქმედებები - მხოლოდ პარლამენტში საკითხის დაყენება საკმარისი არ არის, 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით პროტესტის კერები უნდა გავაჩინოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, მისთვის ცნობილია სხვა პარტიებში განწყობების თაობაზე, რომ გარკვეული მოქმედებებია საჭირო.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა, რომ მხოლოდ საპროცედურო ბრძოლებით ჩვენ ფონს ვერ გავალთ