თბილისში, 2015 წლის შემდეგ პირველად, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის ჩატარება ზაფხულშია დაგეგმილი და მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ. მათივე განმარტებით, პროცესში მოხალისეებსაც შეეძლებათ ჩართვა.
ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლების მონაცემები თბილისის რაიონების მიხედვით დაითვლება, რის საფუძველზეც შემუშავდება რო