Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.636
  • comments
    0
  • views
    412.455

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთის მონაკვეთზე გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

რიკოთზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის მშენებარე მონაკვეთთან ჩამოსული წყალი და ტალახი უკვე გაწმენდილია. მათივე თქმით, ამ დროისთვის მოძრაობა რიკოთზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. იპნ

პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ცერემონია, სტადიონის ნაცვლად, მდინარე სენაზე იმართება. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ქართველი სპორტსმენები, ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე არიან. ოლიმპიადაში 206 ქვეყნის სახელით 10 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მიიღებს. ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს  ძიუდოისტთა შერე

ბექა ლილუაშვილი - „ლელოს“ წარმატებებს ვუსურვებთ, მორჩა!

საჭიროზე მეტი ვისაუბრეთ „ლელოზე“, საჭიროზე მეტიც მოვუთმინეთ, ახლა რასაც აკეთებენ, მივესალმებით, წარმატებებს ვუსურვებთ, მორჩა, ჩვენ მათზე მეტ დროს არ და ვერ დავხარჯავთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა თქვა, ის დიდი ინტერესით მოისმენდა მამუკა ხაზარაძისგან, თუ რა პოზიცია აქვს „ლელოს“ ლიდერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე. აღნიშნულ საკითხზე ლილუაშვილმა ხაზარაძის საპას

ბერდია სიჭინავა - ხელისუფლებაში “ოცნების” დარჩენა არის გარდაუვალი მარცხი ჩვენი ქვეყნისთის... (ვიდეო)

ხელისუფლებაში “ოცნების” დარჩენა არის გარდაუვალი მარცხი ჩვენი ქვეყნისთის, იმიტომ, რომ “ოცნება” აღარ არის ევროპა, “ოცნებას” არ შეუძლია ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, “იცნება” არის წარსული, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხელს არ ჩამოართმევენ.  ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/858046642323072/

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება. ავსტრიაში, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. როგორც „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქეთევან ციხელაშვილს როტაციის ვადა ამოეწურა. ჯერ-ჯერობით უ

კალაძემ ტვ „პირველის“ წინააღმდეგ იძულებითი აღსრულება მოითხოვა

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და მოითხოვა, ტვ „პირველმა“ და მისმა ყოფილმა ტელეწამყვანმა მაია მამულაშვილმა აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო სასამართლომ 2022 წელს მამულაშვილსა და ტელეარხს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მაია მამულაშვილი ამ დროისათვის აღნიშნულ ტელეკომპანიაში არ მუშაობს. „დღეს ჩვენ დავიწყეთ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ხვალ ან ზეგ მეორე მ

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ხიდი ჩავარდა

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ხიდის დაზიანების გამო, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხიდის ჩავარდნა.

შალვა პაპუაშვილი - ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში - არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“ - თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია და ვერ ხედავთ

ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში - არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“. თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია მიმობნეული და ამ ქვებს ვერ ხედავთ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა „გლობალური ომის პარტიაზე“ დაუსვა. მისი თქმით, ყველა, ვინც საქართველოს მოუწოდებდა გაეგზავნა მოხალისეები უკრაინაში, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის და დაეწესებინა სანქციები რუ

ბექა ლილუაშვილი - “ოცნებას” უნდა, ემიგრანტებს საარჩევნო ხმებიც წაართვას - ხდება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების აღრიცხვიდან მოხსნა, რაც  ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა (ვიდეო)

"როგორც ჩანს, დამფრთახლი ხელისუფლება პირდაპირ გადავიდა კანონის უხეშ დარღვევაზე, მათ შორის ქართველი ამიგრანტებისთვის საარჩევნოდ ბარიერების შექმნაზე. გვაქვს ინფორმაცია ქართველი ემიგრაციისგან, რომ ხდება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების აღრიცხვიდან მოხსნა, რაც  ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/953037673501716  

თქვენ მშიშარა, კორუმპირებულო ადამიანებო, გამოაქვეყნეთ... - გოგიჩაიშვილი "ოცნებას"

თქვენ მშიშარა, კორუმპირებულო ადამიანებო, გამოაქვეყნეთ, რას გვემუქრებით.... - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის, ლიდერის, მამუკა მდინარაძის განხადებას. გოგიჩაიშვილის თქმით, ასეთი განცხადებებით, "ოცნება" საარჩევნო კამპანიის ტყუილზე აგებას ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ ისევ გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან კონკრეტული ძალები, რომლებს

ვიკა ფილფანი - გმირობის ხარჯზე არ უნდა უწევდეთ ადამიანებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების ჩატარება (ვიდეო)

სისტემური პრობლემა გვაქვს სამძებრო-სამაშველო მიმართულებით, როცა ადამიანი იკარგება, ყოველ წუთს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბოლო წლებში ვიხილეთ არაერთი ტრაგიკული შემთხვევა და მთელი ქვეყანა შევთანხმდით, რომ გვჭირდებოდა ნორმალური სამაშველო თვითმფრინავები და ვერტმფრენები. გმირობის ხარჯზე არ უნდა უწევდეთ ადამიანებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების ჩატარება.  ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/458019920409954

პირველი არხიდან „აკუსტიკის“ წამყვანები გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანები, მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი, გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მუსიკოსი და ტელეწამყვანი მებო ნუცუბიძე ავრცელებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ გუშინ, მოულოდნელი ზარით აცნობა და განუცხადეს, რომ „აკუსტიკას“ მომავალი სეზონიდან ახალი წამყვანები ეყოლება: „9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა

„შეგვხვდა დათვი, შემდეგ წამოვყევით ტყით და ვიარეთ 5 დღე" - გოგიტა ფარჯიანი

გოგიტა ფარჯიანი, რომელსაც სვანეთის ტყეში 6 დღე ეძებდნენ, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქედზე დათვი შეხვდათ, ტყით გადასვლა გადაწყვიტეს და 5 დღე ფეხით მოდიოდნენ. მისი თქმით, ახლობლებთან დაკავშირება ვერ შეძლეს, რადგან ტელეფონები გაეთიშათ. ამის შესახებ კომენტარი მან „მთავარ არხთან” გააკეთა. სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. ორივე ცოცხალია. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაიკარგნენ – ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ. მათ 6 დღე ეძებდნენ. ს

„ორივე ცოცხალია" — სვანეთის ტყეში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს

სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. ორივე ცოცხალია. ინფორმაცია ერთ-ერთის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაიკარგნენ – ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ. მათ 6 დღე ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათი დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივლისს მიიღეს. დღეს, 26 ივლისს მათ ძებნაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. გუშინ, 25 ივლისს, ადგილობრივებმა სამძებრო სამუშაოებში ვერ

ნათია მეზვრიშვილი -  ჩვენი პრაგმატული ინტერესია, პარლამენტში მოხვდნენ ისეთი პარტიები, რომლებიც არც “ოცნებასთან” და არც “ნაც.მოძრაობასთან” იქნებიან რაიმე ფორმით აფილირებულები (ვიდეო)

ჩვენი პრაგმატული ინტერესია, პარლამენტში მოხვდნენ ისეთი პარტიები, რომლებიც არც “ოცნებასთან” და არც “ნაც.მოძრაობასთან” იქნებიან რაიმე ფორმით აფილირებულები. სანდო საერთაშორისო კვლევებს თუ შევხედავთ ჩვენ ბარიერის გადალახვის და პარლამენტში მოხვედრის პრობლემა არ გვაქვს, თუნდაც ბარიერი გაზარდონ.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1601502390410219/

ნათია მეზვრიშვილი - ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას “ოცნება” აპირებს უკიდურესი კორუფციის პირობებში, სისტემური ძალადობით და ზონდერების გამოყენებით (ვიდეო)

ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას “ოცნება” აპირებს უკიდურესი კორუფციის პირობებში, სისტემური ძალადობით და ზონდერების გამოყენებით.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/480989664556137/

სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას რუსეთ-საქართველოს ლეგენდების მატჩში – დემეტრაძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგენდების რეტრო მატჩში მონაწილეობაას სიამოვნებით მიიღებს. ამის შესახებ მან რუსულ სპორტულ გამოცემასთან „სპორტ ექსპრესთან“ ისაუბრა. „პოლიტიკა ასე თუ ისე ახდენს გავლენას თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე.  თუ ჩვენ ჩავატარებთ რეტრო მატჩს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, მაშინ შესაძლებელია საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი წინააღმდეგი იქნება, ზოგიც მომხრე.

ომბუდსმენი შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას მოუწოდებს აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია გაფიცულებთან

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვას, რომელიც 12 ივლისიდან მიმდინარეობს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ გაფიცულ თანამშრომლებს შრომით ურთიერთობასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის უფლება შეუჩერდათ. ამავე დროს, გაფიცულთა შორის არიან ორსულები, ონკოპაციენტები და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომელთათვისაც დაზღვევის სერვისით სარგებლობას განსაკუთრებუ

სვანეთში ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს

მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების თანახმად, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა კი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუ

ლევან გოგიჩაიშვილი -  26 ოქტობერს საარჩევნო ბიულეტინში იქნება ორი “ნაც.მოძრაობა”, ბიძინას “ნაცები” და სააკაშვილის “ნაცები” (ვიდეო)

26 ოქტობერს საარჩევნო ბიულეტინში იქნება ორი “ნაც.მოძრაობა”, ბიძინას “ნაცები” და სააკაშვილის “ნაცები”, ივანიშვილის ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე არის ყოფილი “ნაც.მოძრაობის” ინფრასტრუქტურა, ამიტომ საზოგადოებას უნდა დავანახოთ რა არის სწორი არჩევანი და სწორი არჩევანი არის “საქართველოსთვის”.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/400229185877129/

მთავრობა „წარმატებული ქართველების დაფასებისთვის“ 250 000 ლარს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის 18 ივლისის განკარგულებით, მთავრობა სარეზერვო ფონდიდან „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის“ გასამართი ღონისძიებისთვის 250 000 ლარს დახარჯავს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ამისათვის ფინანსები მთავრობის ადმინისტრაციას სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტრომ გამოუყო: აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასარკვევად „ნეტგაზეთი“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას. დამატებითი დეტალების გარკვევის

სელინ დიონი პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმღერებს

ცნობილი კანადელი მომღერალი სელინ დიონი, რომელსაც 2022 წელს დაუდგინდა უიშვიათესი დაავადება, ე.წ. ძლიერი პიროვნების სინდრომი (Stiff Person Syndrom), 23 ივლისს პარიზში ჩავიდა, რათა ოლიმპიური თამაშების გახსნაში მიიღოს მონაწილობა. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო, რადგან თავად მომღერლის თანხმობით გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს ექიმების გარემოცვაში მყოფი, რა უდიდეს ტკივილსა და ტანჯვას განიცდის. ოლიმპიურმა კომიტეტმა გაითვალისწინა ექიმების დასკვნა და თავად მომღერლის

ანაკლიის პორტის მშენებელი პარტნიორი ხვალ გამოვლინდება - ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი უწყება ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად აქტიურად მუშაობს. როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებარე კომპანიის შერჩევა, რომ მაქსიმალურად გამოცდილი იყოს საზღვაო მშენებლობის კუთხით. მისივე განმარტებით, ეს პროცესი ხვალ დასრულდება და უკვე მშენებელი პარტნიორი გამოვლინდება.   „პროცესი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „ეხო კავკაზას“ ცნობით, კანონპროექტის გაწვევა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა, თავად ინიციატორმა ე.წ. დეპუტატებმა მოითხოვეს. კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ მოაწერა. ე.წ. პარლამენტის პრესსამსახური
×
×
  • შექმენი...