Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.479
  • comments
    0
  • views
    295.729

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დრანდის ციხიდან გაქცეული პატიმარი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ციხიდან გაქცეული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ძებნილი 18 სექტემბერს, დილის 7 საათზე, სოფელ კამანის მახლობლად დააკავეს. სოფელ იაშთუხის მკვიდრი, 35 წლის გურგენ კირაკოსიანი დრანდის ციხიდან 13 აგვისტოს გაიქცა. ის ,,მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების" ბრალდებით იყო დაკავებული. ამჟამად კირაკოსიანი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
×
×
  • შექმენი...