Jump to content
Planeta.Ge

შაჰინი: ჩემი კანონპროექტი დააწესებს ჯარიმებს პირებზე, ვინც პასუხისმგებელია ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე


სენატორი ჯინ შაჰინი წერს, რომ მისი კანონპროექტი [„ქართველი ხალხის აქტი”] კიდევ ერთხელ დაადასტურებს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ.

„ძალიან შემაშფოთებელია საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება. ჩემი კანონპროექტი [„ქართველი ხალხის აქტი”] დააწესებს ჯარიმებს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე და გადააფასებს აშშ-ის დახმარებას, ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ”, – წერს სენატორი შაჰინი X-ზე.

წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ შესაძლო ინიციირების პარალელურად, საქართველოსთან დაკავშირებული მსგავსი პროექტის ინიციატივის წარდგენა იგეგმება აშშ-ის სენატშიც. „ქართველი ხალხის აქტის“ ინიციატორები, რომელიც, ერთი მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის მხარდაჭერას მოიცავს, სენატორები – ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან.

კანონპროექტი შექმნის ჩარჩოს, რათა პასუხი აგონ იმ პირებმა, რომებიც პასუხისმგებელია კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის“ დაწინაურებასა, ან მისი მიღების ხელშეწყობაზე.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, „რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს“.

 

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...