საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, შესაძლოა, შენელდეს, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.
დღეს გამოქვეყნებული აზიის განვითარების ბანკის 2023 წლის პროგნოზი, რომელიც ბანკის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 4.5%-ით ვარაუდობს. ბანკის პროგნოზით, მშპ 5%-მდე გაიზრდება 2024 წელს მომსა