ათწლეულების განმავლობაში ამ სფეროში გატარებული მრავალი რეფორმის და მისთვის უზომოდ დიდი ფინანსური რესურსის დახარჯვის მიუხედავად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ჯაჭვში, განათლების სისტემა კვლავ ერთ-ერთ სუსტ რგოლად რჩება. პრობლემები, რაც ამ სისტემაში არსებობს, არ არის ახალი და სამწუხაროდ, ვერც ერთმა მინისტრმა, ვინც სხვადასხვა დროს უწყებას უხელმძღვანელა, მათი აღმოფხვრა ვერ შეძლო. ზოგის მმართველობის პერიოდში პირიქით, ხარვეზები უფრო გაღრმავდა, ზოგმა იდეის დონეზე წამოჭრა ძირეული