Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.249
  • comments
    0
  • views
    699.370

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, სოფელში ზვავი დილით განვითარდა, რის შედეგადაც, ერთი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა წაიღო. მერის ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს, ხოლო მისი მეუღლე დაიღუპა. „მთელი ღამის განმავლობაში მაღალი ზონის სოფლებში თოვდა. სამწუხაროდ, ზვავი განვითარდა, რის შედეგადაც ერთი ოჯახი ჩაიყოლა, ოჯახში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მამაკ

პრეზიდენტი - ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია

ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშ

სალომე ზურაბიშვილი - რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! - ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენაა

ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებითვე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება „ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ“. „კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შე

პრეზიდენტი - ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა - დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა საფრთხის ქვეშ დავაყენეთ!

ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა, სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ პოზიციები შესამჩნევად შერბილდა - ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და კანდიდატის სტატუსი მოიპოვა!,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს. მისივე თქმით, დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომ

პრეზიდენტი - მივმართავ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას?

მივმართავ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს. პრეზიდენტის თქმით, ის აღჟერებს საზოგადოების კითხვებს მათ შორი

პრეზიდენტი - ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც გაზარდა დამოკიდებულება რუსულ ფულზე, ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული გემის ბათუმში „პარპაში“, სტალინის ხატი სამებაში

სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება, დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება - მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშსს წარადგენს. მისივე თქმით, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები, მათ შორის საკრუიზო გემის ბათუმში „პარპაში“, „სტა

კახაბერ ქემოკლიძე - ადამიანები დაიღალნენ სააკაშვილისგან, ივანიშვილისგან, მათ უნდათ განვითარება (ვიდეო)

“ადამიანი, როდესაც ერთხელ, ორჯერ გამოვიდა და ახლა მესამედ გამოდის, ექვს კვირაში სამ ძალიან დიდ ტყუილს იძახის, შინაარსობრივად “ოცნების” მხარდამჭერებშიც კი ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ადამიანები დაიღალნენ სააკაშვილისგან, ივანიშვილისგან, მათ უნდათ განვითარება.” კახა ქემოკლიძე, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1057584885510576/

მიშა დაუშვილი - მინისტრობის კანდიდატებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის განცდა, რომ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები (ვიდეო)

"მინისტრობის კანდიდატებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის განცდა, რომ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები."  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1044517843619875/

დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს, გოგონამ კი ნაადრევად იმშობიარა

დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი დაიღუპა, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიე

ანა ბუჩუკური - "ოცნების" ინტერესშია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ამყოფონ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ატარებინებენ პარტიულ თათბირებს (ვიდეო)

"ოცნების" ინტერესშია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ამყოფონ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ატარებინებენ პარტიულ თათბირებს." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1481029702761903/

ბექა ლილუაშვილი - საზოგადოების ინტერესია მათი პრობლემების შემსუბუქება და კეთილდღეობის გაუმჯობესება და არა გახარიას პროგრამიდან გადმოკოპირებული ტექსტების წარდგენა, რომლის შესრულების არანაირი რესურსი აღარ გააჩნია "ოცნებას" (ვიდეო)

"საზოგადოების ინტერესია მათი პრობლემების შემსუბუქება და კეთილდღეობის გაუმჯობესება და არა გახარიას პროგრამიდან გადმოკოპირებული ტექსტების წარდგენა, რომლის შესრულების არანაირი რესურსი აღარ გააჩნია "ოცნებას".  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1412570112690335/

ზაზა თავაძე - როგორც ჩანს, შოთაძეს არ ყოფნის ძალა ივანიშვილის ბრძანების გარეშე დაიწყოს გამოძიება (ვიდეო)

"როგორც ჩანს, შოთაძეს არ ყოფნის ძალა ივანიშვილის ბრძანების გარეშე დაიწყოს გამოძიება."     ზაზა თავაძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/721953583382502/

ნათია მეზვრიშვილი - დადასტურდა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი მთავარი საგამოძიებო უწყება - პროკურატურა, კორუფციისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, "ოცნების" კორუფციაში ჩართული წარმომადგენლების დასაცავად იბრძვის

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი მთავარი საგამოძიებო უწყება - პროკურატურა, კორუფციისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, "ოცნების" კორუფციაში ჩართული წარმომადგენლების დასაცავად იბრძვის, - ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.    მისი თქმით, უკანონო პროცედურებით (რასაც დღეს ჰქონდა ადგილი) კორუფციის ფაქტებზე გამოძიების არდაწყების გამართლების მცდელობა, პროკურატური

"ეკო-მკვლევარი" - 6 თებერვლიდან, ბოტანიკური ბაღის ახალი შემეცნებითი პროექტი

სიახლე სკოლის მოსწავლეებისთვის!  ეროვნული ბოტანიკური ბაღის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობისთვის და მათი ბიომრავალფეროვნების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 6 თებერვლიდან ახალი პროექტი ''ეკო-მკვლევარი'' დაიწყება, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებში, სხვადასხვა სახალისო-სასწავლო კომპონენტების მეშვეობით ბიოლოგიასა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებაში დაეხმარება.    პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს.  

„ბახმაროს, როგორც ბუნების ძეგლს, განადგურება ემუქრება!“ | საყდრისის კომიტეტის განცხადება

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” განცხადებით ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას „ორბი ჯგუფის” მიერ ბახმაროში დაგეგმილი მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით. მათი თქმით, კურორტზე პროექტის მშენებლობა ავტომატურად გამოიწვევს მისი იერსახის დამახინჯებასა და ამასთანავე, დიდი ზიანის მომტანი იქნება ეკოლოგიისთვის. გარდა ამისა, საყდრისის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოუწოდებს, შეჩერდეს დაგეგმილი მშენებლობა, წინააღმდეგ შემთ

ბრეგაძე: 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები უფასოდ ჩანაცვლდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 2011 წლამდე გაცემულ ლამინირებულ პირადობის მოწმობებს მოქალაქეებს ახალი, ID ბარათებით უფასოდ ჩაუნაცველებენ. ბრეგაძემ აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, სამინისტროს 2024 წლის გეგმებზე საუბრისას გააკეთა. „2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებ

სუს-ი - ჩნდება ვარაუდი, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ განხორციელდებოდა, როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში საქართველოს დაბრალდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თბილისში დატოვებული სამი ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა რუსეთში გასატანად იყო განკუთვნილი, თუ საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად უნდა დარჩენილიყო, გამოძიება გრძელდება. სუს-ის ინფორმაციით, საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იმის ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, იმ მოსაზრების შექმნას ემსახურება, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც საქართველო

ანა ბუჩუკური - მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა

მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა - პრობლემაა, რომ გაურკვეველია, სამი წლის განმავლობაში რას აკეთებდა მთავრობა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მისი გუნდი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კითხვების დასასმელად, ყველა პლატფორმას გამოიყენებს. "სამთავრობო პროგრამა ფაქტობრივად, 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020

პაველ ჰერჩინსკი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, ძალიან სერიოზულად შეხედონ რეფორმებს - პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამ გზით უახლოვდებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება საქართველოს, გასული წლის 12 პრიორიტეტს და ამჟამინდელ 9 ნაბიჯს, პარლამენტის როლი გადამწყვეტია. მოვუ

სუს-ი - ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, „სარფის“ პუნქტით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, „დარიალიდან“ იგეგმებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქრთველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით „სარფის“ საკონტროლო გამშვები პუნქტით შემოიტანეს. როგორც უწყების მიერ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ასაფეთქებელი ნივთიერებები უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვ

რუსული „მი-8“ ვერტმფრენის ნამსხვრევები, რომელიც საწვრთნელი ფრენის დროს გაუჩინარდა, კარელიაში აღმოაჩინეს

კარელიაში, ონეგის ტბის წ####ბში „მი-8“ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „მი-8“ ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპირიდან 11 კილომეტრში აღმოაჩინეს. აღმოჩენის ადგილზე ტბის სიღრმე 40-დან 50 მეტრამდეა. შექმნილია ოპერატიული შტაბი და შემთხვევის გამოსაძიებელი კომისია. სამუშაოებში ჩართულია 140-ზე მეტი ადამიანი და 33 ერთეული ტექნიკა“, - აცხადებენ უწყებაში. „მი-8“-სთან კავშირი ონეგას ტბის წ####ბის თავზე საწვრთ

მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც პური ყველზე იაფი/ძვირია - რომელ ადგილზეა საქართველო

მსოფლიოში პურზე ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით საქართველო 95 ქვეყნიდან მე-20 ადგილზეა. ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის თებერვლის რეიტინგში წერია. Numbeo-მ 95 ქვეყნის რეიტინგი 500-გრამიანი თეთრი პურის ფასების მიხედვით შეადგინა, რომელშიც საქართველო 0,67-დოლარიანი ფასით არის წარმოდგენილი. მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ნახევარკილოგრამიან პურზე ტუნისში დაფიქსირდა, რამაც 0,1

მომსახურებები, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა

2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 0.3%, წლიური ინფლაციის დონე კი ნულოვანი იყო. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა. ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომ

მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი იმპორტს 3-ჯერ აღემატება - სად ვყიდით და ვყიდულობთ საქონელს

საქართველო იმაზე სამჯერ მეტ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვის ყიდის, ვიდრე ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან გავიდა 79,610 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი, იმპორტით კი 25,177 მლნ დოლარის შემოვიდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, წინა, ანუ 2022 წელთან შედარებით გაზრდილია როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. იმპორტის ზრდამ თითქმის 605% შეადგინა, (2022 წელს 3,572 მლნ დოლარი) ექსპორტი (ადგილობრივი) კი მხოლოდ 37,2%-ით გაიზარდა (2022 წელს 57,970 მლნ დოლარი). „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ

5-8 თებერვალს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ

საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას. შესაბამისად, "საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცებ
×
×
  • შექმენი...