შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 49 მესაზღვრეს პატრულირებისა და ბადრაგირების უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები სასაზღვრო პოლიციის № 6 სამმართველოს (ბარისახოს) ტერიტორიაზე განხორციელდა.
„სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს. წვრთნების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ქვეითად პატრულირების დროს ორი ან მეტი პირის შემადგ