პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა "ნაც.მოს": თქვენი მმართველობის მოდელია გირგვლიანი, ადამიანის მკვლელობებს თქვენი ვერც ერთი რეფორმა ვერ გაამართლებს.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1089711069013851/
"უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კორუფციულ შემთხვევებზე და ეს გენერალური პროკურატურა თუ სხვა, აუცილებლად გასცემს პასუხს - ვინ იყო, ვინც ხალხის ჯიბეში ყოფდა ხელს, იღებდა ფულს და მიჰქონდა სახლში.”
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3783670515213095/
იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ (სენატმა) მხარი დაუჭირა განკარგულებას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო საშუალებების მიწოდებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ახანგრძლივებს იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც რომმა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში კიევისთვის დახმარების მხრივ აიღო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას
თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
იპნ
საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და მასთან ვიმუშავებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.
ო'ბრაიენის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია.
“საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსე
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ, დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
ბრალდებულების ადვოკატის წინადადება ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იყო. ალტერნატივად კი მან მოსამართლეს შესთავაზა 2000-ლარიანი გირაოს გადახდა ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. სხდომაზე ასევე წარადგინეს იმ პირთა სია, ვინც მ
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ ბიულეტენი მოამზადა.
ბიულეტენში საუბარია საქართველოს საჯარო სკოლების შენობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ და ასევე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღჭურვაზე.
კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლების მხოლოდ 31%-ს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; სკოლების 64%-ს არ
თეთრ სახლს ჯერ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა დაემართა “ილ-76”-ის თვითმფრინავს, რომელიც 24 იანვარს რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
"ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ამ ავიაკატასტროფის შესახებ კომენტარი გავაკეთოთ. უკრაინელები ერთს ამბობენ, რუსები - მეორეს. ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია ფაქტები, რომ ამაზე კომენტარი გავაკეთოთ“, - აღნიშნა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, უკრაინასთან ვლადიმერ პუტინის ომი ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს ყოფს - ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა ურთიერთობები ა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე, 23 იანვარს დაკავებული გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ.
ამავე პროგრამის დოქტორანტის და მოძრაობა “ხმის” აქტივისტი გიორგი ხასაია, სხვა აქტივისტებთან ერთად, 2024 წლის 23 იანვარს, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. 25 იანვარს გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას პროკურატურამ ბრალი ოფიციალ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 14 899 999-ლარიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანია „ერ ტე დესთან“, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა.
„ერ ტე დემ“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერში გამარჯვებულად ის 22 დეკემბერს გამოვლინდა და ხელშეკრულების გაფორმებაზე მოწვევა უკ
კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებულ ხატიაშვილების ოჯახს კერძო გამსესხებელი დარეჯან დვალი (ე.წ. მევახშე) 90 ათასი დოლარის ნაცვლად ბინის დაბრუნებას სთავაზობს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მხარეებმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 24 იანვარს, მოაწერეს და ახლა დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებაა დარჩენილი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სოფიო ლოქაბიძე აცხადებს, რომ მხარეებმა ორივე მათგანისათვის „სასარგებლო გად
მედიაში სამი დღეა გააქტიურდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახების იძულებით გამოსახლების ფაქტები. კეკელიძის ქუჩაზე გამოასახლეს ოჯახი, იგივე პროცესი იგეგმებოდა დადიანის ქუჩაზე, თუმცა გადაიდო. როგორც ცნობილია, აღნიშნული კერძო გამსესხებლების მიმართ შეუსრულებელ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული.
ამ ფაქტების გააქტიურების ფონზე, იურისტები თუ საკითხის სპეციალისტები იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რაც აღნიშნული საკითხის რეგულირების კუთხით არსებობს ქვეყანაში. კერძოდ, ი
რა საფრთხეებს შეიცავს თანხის აღება კერძო გამსესხებლისგან, ბინის უზრუნველყოფით, ამ და სხვა საკითხებზე ადვოკატმა მარიკა არევაძემ „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, როგორც წესი, მსგავსი ხელშეკრულებები ფორმდება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს სესხთან. ასეთ დროს კი, მსესხებელი ყიდის თავის ქონებას გარკვეულ თანხად, თუმცა იტოვებს გამოსყიდვის უფლებას. თუმცა, ვადის დარღვევის შემთხვევისთანავე, ბინა ახალი მყიდველს რჩება
ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო, 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„23 იანვრის სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოჰყვა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული“, - განაცხადა ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტერეხოვმა.
მისი თქმით, „ყველა რუსი მონსტრი, ვინც დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში, ჯოჯოხეთში დაიწვება“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის „ილ-76“-ის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) მიხედვით ჩ
"მათ ერთ ტყუილს სამი მწარე სიმართლით ვუპასუხებთ და ეს ნამდვილად არ იქნება კომფორტული მოსასმენი "ოცნებისთვის".
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3595530660702030/
"ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია ჯობია, რომ ჯერ ჩამოყალიბდეს, საერთოდ რას აპირებს იმიტომ, რომ ჩვენ გარდა ჩამოყალიბებული პოზიცია არავის აქვს. დღეს ჩვენი გუნდის პრინციპული არჩევანია, რომ არ გადაიხედება „ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არჩევნების შემდეგ რაიმე ტიპის კონფიგურაცია, დანარჩენზე ვაძლევთ დროს და შესაძლებლობას ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/36775323587
ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგვაკარგვინა ლიდერის სტატუსი, არა მხოლოდ ასოცირებული „ტრიოს“ ფარგლებში, არამედ რეგიონში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ანგარიშში ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რეგრესზე საუბრობენ.
„სამწუხაროდ, სფერო აღარ დარჩა, სადაც ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უკუსვლაზე არ საუბრობენ. ეს
2024 წლის 1 მარტიდან, საქართველოს ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება. ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ფასის მატების მიზეზად, სააგენტო ასახელებს საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას, როგროც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარბეის კუთხით, შესაბამისად, მათივე თქმით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასთა შემდეგნაირი ცვლილება:
6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან
16Shares
სოხუმში ეროვნული გალერიის ფონდში მომხდარი ხანძრის შედეგების გამო, სოხუმში, “სახელმწიფო მუზეუმის” წინ მდებარე სკვერში მიტინგი გაიმართა, სადაც კულტურის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მხატვარ ალექსანდრ ჩაჩბა-შერვაშიძის საფლავი ყვავილებით შე
„დავთანმხდებით მხოლოდ ალტერნატიულ ფართში ერთად გადასვლას”, – ამბობენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, რომელთა ნაწილიც დღეს საავამდყოფოს ეზოში პროტესტის ნიშნად შეიკრიბა, მათი თქმით, კლინიკის დანგრევა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება იქნება.
ექიმები აცხადებენ, რომ სამინისტროს მხრიდან შეთავაზებული წინადადებები ბუნდოვანია, ექიმებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად მიცემული დრო კი – ცოტა.
რესპუბლიკურის კარდიოლოგი ნინო ოთარაშვილი მიიჩნევს, რომ მათი [ექიმების] მოსყიდვა უნდათ, რად
ინგა მურუსიძე
23.01.24 17:52
•7379
სეზონი, ჯერჯერობით, სრულად ჩავარდნილია, - ამის შესახებ BMG-ის მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა, ეკა გველესიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სეზონის ჩავარდნის მიზეზი ინფრასტრუქტურული პრობლემებია, ისევე როგორც პერიოდული უშუქობა და არასაკმარისი მარკეტინგი.
„ეს სეზონი ჯერჯ
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევას. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.
მათი შეფასებით, აღნიშნული ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
„2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლე
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესში და აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით