წინა კვირას სოციალური ქსელების მეშვეობით დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი. საუბარია, ქუჩის ძაღლების დახოცვის ფაქტზე. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხდებდნენ, მათი ქალაქის ცენტრში სამი მიუსაფარი ძაღლი ერთდროულად ერთნაირი სიკვდილით, მოწამვლის სიმპტომებით მოკვდა. მათგან ერთ-ერთმა, რამდენიმე დღით ადრე, ბავშვს უკბინა, ამის შემდეგ კი ძაღლის მოკვლით ბავშვის დედა იმუქრებოდა. მუქარის დამადასტურებელი საბუთი საზოგადოებას მათ ეგრეთწოდებული სქრინების სახით წარმოუდგინეს და