ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „Vinexpo New York“-ის მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
ამასთან ერთად, „Vinexpo New York“-ში