Jump to content
Planeta.Ge

სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი ჩაქუჩით მოკლა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცოლს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...