Jump to content
Planeta.Ge

ევროპარლამენტარი - ვენეციის კომისია ასკვნის, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია


ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს.

მისი თქმით, „იგი რუსული კანონია!“

„ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია და დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. იგი რუსული კანონია!“, - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.

ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...