"ივანიშვილმა იცის, რომ ამ პატარა,მშიშარა ბიჭებს, ის ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ."
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
GIac-hjA9933bBUIANodRNBmztJlbmdjAAAF.mp4
მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
ბრალდების მხარე, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 2000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა.
სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლე, მან მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამასთან, დაკავებულის თქმით, ის წუხს მომხდარის გამო
“ტენდერში კომპანიები იმის მიხედვით კი არ შეირჩევიან რა კომპეტენცია აქვთ, არამედ იმის მიხედვით ვინ რისი მომტანია პარტიის საარჩევნო ყულაბაში.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით მომზადებული კვლევით, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ.მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.
აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთი
საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფი
გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად 7.6 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „Deutsche Welle“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველი გეგმით, ეს თანხა 4 მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ გერმანია დაფინანსების გაორმაგებას აპირებდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 16 იანვარს სატელეფონო
ამ წუთის მონაცემებით, უკვე 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია - ესენია: კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ოთხ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიები უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და აქტიურად მიმდინარეობს.
„გუშინ გითხარით, რომ მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი, ეს დოკუმენტაცია გადა
ევროკომისია ევროკავშირის შიდა რეფორმების შესახებ თავის იდეებს თებერვალში გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„როგორ იმუშავებს პრაქტიკაში 30-ზე მეტი ქვეყნის კავშირი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ჩვენ, ევროკავშირში შეგვიძლია. ამ პალატამ ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმებისთვის თამამი იდეები უკვე წამოაყენა.
მომავალ თვეში, კომისია ჩვენს იდეებს, ბელგიის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ლიდერების დებატების წინ, ე
ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორისგან შემოთავაზება ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლისთანავე მიიღო.
„დღეს საბოლოო შეხვედრა გაიმართა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორთან, რომელთან ერთადაც შევთანხმდით იმ გეგმებზე, რომელიც გვექნება ამ კომპანიის გარე აქტივობების მიმართულებით. ეს გულისხმობს „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“, რაც თავის მხრივ არის სოფლ
დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება წერეთლის გამზირის საქმეზე, დადგინდეს ვისთან მიდიოდა ხალხის ფული, რაც წერეთლის გამზირის ხარისხიან რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრებმა გამართულ ბრიგინგზე განაცხადეს.
როგორც მათ აღნიშნეს, კორუფცია, მით უფრო სისტემური ხასიათის, საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყანაში ამ ქვეყნის ღალატის ტოლფასია.
"როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ კომპანიებს, რომლებიც
პროფესორი მზექალა შანიძე ენათმეცნიერი და ფილოლოგია. იგი 70 წელზე მეტია ემსახურება ქართულ მეცნიერებას და 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს სტუდენტთა მრავალი თაობა ჰყავს აღზრდილი. იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
ქართული მეცნიერების მემატიანე | მზექალა შანიძე
თბილისის უნივერსიტეტისა და მეცნიერების განვითარების მოწმე და მონაწილე პროფესორი მზექალა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, პენსია მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან გაიზრდება.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ.
განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა სა
"დღეს გამოდიან ნეონაცები და მორალურ ვალდებულებაზე ლაპარაკობენ. მორალური ვალდებულებაა, როდესაც საჯაროდ გამოდიხარ და ვიღაცას ბრალდებას უყენებ, კეთილი უნდა ინებო, დაჯდე ამ ადამიანთან და პირისპირ უთხრა სათქმელი ნებისმიერ ფორმატში. მედიამ აიტაცა დებატები, თორემ, საუბარი იყო დებატებზეც, ტელევიზიებზეც, სასამართლოზეც, სხვა ნებისმიერ ფორმატზე. ასე უბრალოდ ტყუილი ბრალდებების სროლას ვინ „გაუტარებს“? არავინ „გაუტარებს“. ამიტომ ამ შუამავლების საშუალებით კი არა თვითონ გამოვიდეს და თქვას."
"ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ილუზია გეოპოლიტიკური არჩევანის დათმობის სანაცვლოდ - შესაძლოა, ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდებოდეს და ამ კონტექსტში, მძიმე გადაწყვეტილების მიღება გახდეს საჭირო. შეიქმნება ილუზია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა, სანაცვლოდ კი საქართველოს რუსეთი გეოპოლიტიკური არჩევანის დათმობას მოსთხოვს."
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენმა გუნდმა ოფიციალურად მიმართა პროკურატურას კორუფციის საკითხზე, გამოიძიონ "ჯორჯიან მანგანეზის" საკითხი და ნუ შემოდებენ თაროზე, როგორც სხვა შემთვევებში მოხდა."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GA9--Bizuc0CUhwHAAibcarM5nsGbmdjAAAF.mp4
ყველამ თავი დაანებოს ეკლესიას - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა შალვა პაპუაშვილის განცხადების საპაუსოხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ყველანაირი თავდასხმა ეკლესიაზე და ვანდალიზმი მიუღებელი და არასწორია.
სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალი ამჯერად შალვა პაპუაშვილმა გააცოცხლა. ხატი, რომლის გადაწერასაც საპატრიარქოც კი ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციამ ეკლესიაზე შეტევისთვის გამოიყენა.
ტვ პირველი
პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება დანაშაული ჩაიდინოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა, განადგურება და შიში მე-20 საუკუნის ომის მეთოდებია, რომლებსაც პუტინი იყენებს და მათი ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.
„ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი უკვე 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის დაწყებიდან თითქმის 10 წელი გავიდა. პუტინი აგრძელებს იმ გზას, რაც მე-20 საუკუ
ესტონეთში პოლიციამ დააკავა ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი და რუსეთის მოქალაქე ვიაჩისლავ მოროზოვი. მას ბრალად რუსეთის სასარგებლოდ და ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობა ედება.
პოლიციამ ინფორმაცია დღეს, 16 იანვარს გაავრცელა. თუმცა, მოროზოვი 3 იანვარს არის დაკავებული.
ესტონეთის თავდაცვის პოლიციის გენერალურმა დირექტორმა, მარგო ჰალოსონმა თქვა, რომ „აგრესორი ქვეყნის სადაზვერვო ინტერესი ესტონეთის მიმართ კვლავ მაღალია”.
ესტონეთის პროკურატურამ სასამართლოს ვიაჩისლავ მოროზოვისთვის პატიმრობი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და „ნაპოლის” თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ტოპ ათეულშია. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება.
ხვიჩა კვარაცხელია 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე გავიდა. 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი ლიონელ მესი დასახელდა.
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია – „The Best FIFA Football Awards 2023“ ლონდონში გაიმართა.
საუკეთესოთა დაჯილდოებაზე რჩეულებს ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნები, მწვრთ
დაკარგული დათი გავაშელი იპოვეს.
ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.
„ვიპოვეთ ხალხო!!!! კარგად არის!!!! ყველას დიდი მადლობა. აი, სულ ყველას” – წერს დათა გავაშელის მეგობარი, გუგა ხარშილაძე facebook-ზე.
ახალგაზრდა კაცის დაკარგვის შესახებ 15 იანვარს ინფორმაცია მისმა ცოლმა გაავრცელა.
დათი გავაშელს 15 იანვრის 17:00 საათიდან ეძებდნენ. ის ძაღლთან ერთად დიღმის მასივის ტერიტორიაზე კამერებმაც აღბეჭდეს.
პუბლიკა
გლდანში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, #348 ავტობუსში შუა ხნის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 15 იანვარს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, 50-60 წლის კაცი ავტობუსში ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. მოქალაქეები და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა კაცი გარდაიცვალა.
ნეტგაზეთი
პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და პოლიტიკაში მესამედ, “საპატიო თავმჯდომარის” სტატუსით დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ექსპრემიერ გიორგი გახარიასი. ამის მიზეზად ქემოკლიძე ასახელებს იმას, რომ “საქართველოსთვის” გუნდი, რომელიც მეტწილად სწორედ “ქართული ოცნების” ყოფილი წევრებისა და მხარდამჭერებისგან შედგება, კარგად იცნობს მმართველ პარტიას.
“ბატონ ივანიშვილს ნამდვილად ეშინია პარტიის “საქართველოსთვის”, ბატონი გახარია
ვლადიკავკაზის საბაჟოზე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 36 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების შემოტანას ცდილობდა.
ტელეგრამარხ Mash-ის ცნობით, დაკავებულმა საქართველოში ჩამოსვლა და ბიოლოგიური მასალის, კვერცხუჯრედების ჩამოტანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პროცედურა საქართველოში უფრო იაფია, თუმცა თან არ ჰქონდა რუსეთის კანონმდებლობით აუცილებელი ლიცენზია.
დაკავებულს ემუქრება შვიდ წლამდე პატიმრობა და 1 მილიონი რუბლის [დაახლოებით 1
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება 39 საათით შეუწყდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, მიზეზია ასიათასი მოწამის ქუჩაზე, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები. შედეგად, 17 იანვრის 01:00 საათიდან 18 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში ქობულეთის ქუჩას N22-42 (ლუწები), ქობულეთის შესახვევს, შატბერაშვილის, მარაბდის, ნინო ჟვანიას, მცხეთის, შროშის, ტაბიძის, ცხვედაძის და მარუხის გმირების ქუჩებს, რაზმაძის ქუჩას N1-25 (კენტები), N2-20 (ლუწები), მცხეთის
რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ფერმერებმა, რომლებმაც უკრაინასთან საზღვარი დაბლოკეს, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც მომიტინგეების რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, - ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს.
რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ფლორინ ბარბუს თქმით, შეთანხმება ფერმერების 13 მოთხოვნას მოიცავს, მაგრამ დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისის მოძიებაზე დისკუსიები გაგრძელდება.
კერძოდ, მთავრობამ აიღო ვალდებულება 2026 წლამდე სრულად მოახდინოს ყველა სასოფლო-სამ