აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. ისინი საპროტესტო აქციას დღესაც განაგრძობენ.
მშობლების მთავარ მოთხოვნად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა რჩება, რათა მათი შვილების მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატის შეძენა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდეს.
მშობლებს ადგილზე მოტანილი აქვს ბანერები წარწერებით: „არა უშავს დე! სამაგიეროდ „imagine dragon“-ის კონცერტზე წაგიყვან!“, „პური და სანახაობა>ბავშვების ჯანმრთელო