Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.249
  • comments
    0
  • views
    702.025

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

YouTube-მა ნიკიტა მიხალკოვის არხი დაბლოკა

მსოფლიოს უმსხვილესმა ვიდეოჰოსტინგ სერვისმა, YouTube-მა წაშალა რუსი კინორეჟისორისა და კონსპიროლოგის, ნიკიტა მიხალკოვის არხი „ბესოგონTV“, რომელზეც  თავისი გადაცემის, „ბესოგონის“ გამოშვევებს ტვირთავდა, იტყობინება „მედუზა“. მიხალკოვის YouTube-არხი, რომელსაც 1,6 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ახლა ჰოსტინგზე არ იძებნება. თუმცა რუსეთში მყოფ მომხმარებლებს არხზე შესვლისას ხვდებათ წარწერა, რომ იგი დისკრიმინაციული გამონათქვამების წესის მრავალჯერადად დარღვევის გამოა დაბლოკილი. თავად მიხალკოვმა განაცხად

გერმანიის მინისტრი: პუტინი 5-8 წელში, შესაძლოა, ნატოსაც დაესხას თავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი რამდენიმე წელში, შესაძლოა, ნატოს ქვეყნებსაც დაესხას თავს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა. ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის თავდასხმა ნატოს ქვეყნებზე ამ მომენტისთვის  მოსალოდნელი არაა, თუმცა, მისი თქმით, ექსპერტები ელიან, რომ ეს შესაძლოა, 5- 8 წლის შემდეგ მოხდეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კრემლიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბოლო დ

“ბევრი ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს” – ომბუდსმენი სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის აზრით, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმა “ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს”. მისი შეფასებით, საბჭოთა დიქტატორის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში გამოსახვის ამ ფორმით გაპროტესტება საშიშია. ასე უპასუხა იოსელიანმა “იმედის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იზიარებს თუ არა ხელისუფლების პოზიციას, რომ ბოლო პერიოდში “არნახული შეტევა მიმდინარეობს” საპატრიარქოზე. სახალხო დამცველმა მხოლოდ პროტესტს გამოხატვი

ბაკურიანში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა წარმატებული სტარტაპერი გიორგი ტუხაშვილია

გუ­შინ ბა­კუ­რი­ან­ში, ერთ-ერთ სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 36 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც სხვა მო­თხი­ლა­მუ­რეს და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ბა­კუ­რი­ან­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ცნო­ბით, მას ქვე­და კი­დუ­რე­ბი აქვს მო­ტე­ხი­ლი. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ტუ­ხაშ­ვ

რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს

რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთის დუმის სპიკერზე, ვიაჩესლავ ვოლოდინზე დაყრდნობით ავრცელებს. „ყველა, ვინც რუსეთის განადგურებას ცდილობს, ვინც მას ღალატობს, დამსახურებულად უნდა დაისაჯოს და ქვეყანას მიყენებული ზიანი საკუთარი ქონების ფასად აუნაზღაუროს“, - წერს ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე. რუსეთის დუმის სპიკერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზარალებული 14 წლის მოზარდის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. არასრულწლოვანის ნათესავები ამბობენ, რომ ფერმაში 45 წლამდე კაცს ბავშვი ჩააბარეს. რადგან ისინი ქელეხის სუფრას ამზადებდნენ, მან კი მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გაიქცა. ამბის გამჟღავნების შემდეგ კი, დაზარალებული მოზარდის ბიძამ ის დაჭრა. „ჩემი შვილი გარდაიცვალა 10 დღის წინ, მისი შვილები და ქმარი აქ დარჩნენ ჩვენს ოჯახში. ჩვენ ვუვ

არსებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 14 წლის არასრულწლოვანი ბიძამ გააუპატიურა

არსებული ინფორმაციით, კახეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს. ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ ფერმაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა. რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, გოგოს ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს. მხარეები საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. ისინი საქონლის ფერმაში მწყემსად მუშაობდნენ. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მო

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს კიევში იწვევს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიევში იწვევს. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანულ ბრიტანულ ტელეარხ Channel 4 News-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის ლიდერმა ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს, ძალიან სახიფათო უწოდა. „გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეძლებთ ომის შეჩერებას 24 საათში, ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება, რათა ჩამოხვიდეთ. ძალ

მიშა დაუშვილი - „ნაცმოძრაობაც“ და „ოცნებაც“ გამოვიყენეთ, რათა ისეთი მმართველობა ჩამოგვეყალიბებინა, როდესაც არც „ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად, თავის ჭკუაზე ემართათ ესა თუ ის მუნიციპალიტეტი

"2021 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ისეთი სიტუაცია დალაგდა, რომ ცალკე აღებული არავის შეეძლო უმრავლესობა დაეკომპლექტებინა რამდენიმე საკრებულოში, „ნაცმოძრაობაც“ და „ოცნებაც“ გამოვიყენეთ, რათა ისეთი მმართველობა ჩამოგვეყალიბებინა, როდესაც არც „ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად, თავის ჭკუაზე ემართათ ესა თუ ის მუნიციპალიტეტი“  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

მედია - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მსჯელობა დაიწყო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მსჯელობა დაიწყო, რომლის დამტკიცებასაც 24 თებერვლამდე გეგმავს. Reuters-ის ცნობით, პოტენციური ზომები შეიძლება მოიცავდეს ახალ ჩამონათვალს, მეტ სავაჭრო შეზღუდვებს და ასევე ითვალისწინებდეს იმას, რომ მოსკოვს როგორც მესამე ქვეყნების, ისე ევროკავშირში განთავსებული კომპანიების მეშვეობით სანქციების თავიდან აცილების შესაძლებლობა წაართვას. იპნ

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდება. ამ დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლ

სერგეი ლავროვი - აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და მათ სამ უახლოეს მეზობელს - რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის თანამშრომლობის მექანიზმი პერსპექტიულია, რადგან გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული არ არის

აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და მათ სამ უახლოეს მეზობელს - რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის თანამშრომლობის მექანიზმი პერსპექტიულია, რადგან გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული არ არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ჩვენ შევთავაზეთ უფრო აქტიურად განვითარებულიყო თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს და მათ სამ უახლოეს მეზობელს - რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის. შედგა რამდენიმე შ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა ტერორის დაბლოკვაა

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის ტერორის დაბლოკვას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსე

ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზაზე ხანძარია - რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევმა დრონით თავდასხმა განახორციელა

რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონის განადგურებისას ნავთობბაზის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე ბოგომაზი იუწყება. „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს. სამიზნის განადგურებისას კლინცოვის ნავთობბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, - აცხადებს გუბერნატორი. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ა

მიხეილ დაუშვილი - საკრებულოებში „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოვიყენეთ

ისეთი ნაგვები არიან [„ნაციონალური მოძრაობა“], ურჩევნიათ თავიანთი თავი დააზარალონ, ოღონდ არ დაუშვან, რომ ვინმე სხვა გაძლიერდეს, ამის გამო გვაბრალებენ, გახარიასთან კოალიცია გვაქვსო - საკრებულოებში „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოვიყენეთ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გახარიას პარტიაში დაინახა მთავარი საფრთხე, რომ „მეორე ადგილიდან ჩაჩოჩდეს

ბერდია სიჭინავა - დღეს "ოცნება" გადაქცეულია ნეონაცურ პარტიად, რომელსაც წარმოადგენენ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ამიტომ ივანიშვილი და "ოცნება" 2012 წლის იდეალბთან და ხალხთან არიან დამარცხებულები

"დღეს "ოცნება" გადაქცეულია ნეონაცურ პარტიად, რომელსაც წარმოადგენენ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ამიტომ ივანიშვილი და "ოცნება" 2012 წლის იდეალბთან და ხალხთან არიან დამარცხებულები."  ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. წყარო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1087511769066451/

ზელენსკი დავოსის ფორუმზე: გააძლიერეთ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენ გავაძლიერებთ თქვენს უსაფრთხოებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, გააძლიერონ უკრაინის ეკონომიკა, სანაცვლოდ კი უკრაინა დასავლეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს. მისივე თქმით, „თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ უკრაინას ეხება, ძალიან ცდება”. უკრაინის პრეზიდენტმა ომის გაყინვის საფრთხეზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი „მტაცებელია, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული საკვებით”. მისი თქმით, 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ა

გახარია: ამ პატარა ბიჭებს ივანიშვილი ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ, მოყოლილი აქვთ, გადაწყვეტილება როგორ მიიღება

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს პარტიის დამფუძნებელი და ახლა უკვე საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ“. გახარიას თქმით, მათ „დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება“. გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ სთავაზობს დებატებს და პირისპირ საუბარს. მისი თქმით, ის მზადაა პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჟურნალისტთან და გადაცემაში ივანი

„პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, ბოროტებას უნდა დავუპირისპირდეთ“ – კემერონი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ კემერონი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ევროპაში 1930-იან წლების, ნაცისტური გერმანიის აგრესიის დაწყების პერიოდის მსგავსია. კემერონის თქმით, უკრაინა მისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, ხოლო მოსკოვის აგრესია თაობის გამოწვევაა. „ესაა გამოწვევა ჩვენი თაობისთვის. მსგავსია ვითარებისა, რომელშიც 1930-იან წლებში საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იყვნენ. პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, უნდა დავუპირისპირდეთ იმ

პროკურორის განცხადებით, 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, გაქცეული შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა

პროკურორ ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, ეგანა მაგარამოვამ გაქცეული შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა. "დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარისთვის და სასამართლოსთვის ცნობილი გახდა ფაქტი, რომ ბრალდებული ეგანა მაგარამოვა ჩასული იყო ბადიაურში და სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა. ვინაიდან დღეს დაკითხული მოწმეები იმ სახლში არ იმყოფ

Forbes - საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს

საქართველო მნიშვნელოვნად ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს, - ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა 13 000 კომპანია დაარეგისტრირეს. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა წელიწადში 6 100 კომპანია შექმნეს, მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ, თითოეულ ამ ქვეყანაში რუსებმა, 2023 წლის განმავლობაში, 3,400 კომპანია დაარეგისტრირეს. „საქართველოში კომპანიების ასეთი მასიურ

მედია - ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს

ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, დაკავებულები იანის სკაფტუროსის, ვასილი რუბეტისის და დიონისეს მუზაკიტისის მკვლელობების უკან დგანან. იანის სკაფტუროსი 2022 წლის აპრილში მოკლეს, ხოლო დანარჩენი ორი პირი გასული წლის ივნისში. სულ, ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. მათგან ორი დაკავებული ქართველია, ორი საზღვარგარეთ

ანა ბუჩუკური - "ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ბარიერის დაწევის გადაწყვეტილებას, თუკი ეს მის ინტერესში შევა (ვიდეო)

"ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ბარიერის დაწევის გადაწყვეტილებას, თუკი ეს მის ინტერესში შევა." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GGYa-RgHkjeQZJsCAPrfSG0ShHgkbmdjAAAF (1).mp4

გიორგი შარაშიძე - კალაძე, იმის მაგივრად, ბოდიში მოეხადა თბილისელებისთვის, როგორც სჩვევია, საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცა, მაგრამ მინდა ვუთხრა მას, რომ სიმართლეს ვეღარ დაემალება (ვიდეო)

"კალაძე, იმის მაგივრად, ბოდიში მოეხადა თბილისელებისთვის, როგორც სჩვევია, საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცა, მაგრამ მინდა ვუთხრა მას, რომ სიმართლეს ვეღარ დაემალება."  გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. GGOJCRlmsXahZpwLABpPgLeAF3gqbmdjAAAF.mp4

ანა ბუჩუკური -  „ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება - პოლიტიკოსს, რომელსაც არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ან მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი (ვიდეო)

„ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება - პოლიტიკოსს, რომელსაც არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ან მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GGYa-RgHkjeQZJsCAPrfSG0ShHgkbmdjAAAF.mp4
×
×
  • შექმენი...