ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.
„ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ მთავარი აქცენტი ახლა, რა თქმა უნდა, კეთდება იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე, სადაც დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება.
„როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია აღარ განმეორდება