51 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, საქმეში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არცერთი მტკიცებულება არ დევს.
„ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ გამოეყენებინათ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, ბრალდებული დარჩა პატიმრობაში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას,- ამის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-ამდე მოქალაქე გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება ვერ ახერხებდა, სადაც 90-ამდე ადამიანი იმყოფებოდა.
„ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
იპნ
ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად წერილს აქვეყნებენ:
„ბოლო პერიოდში გახშირდა სესხების გამო ოჯახების გამოსახლება უტიფარი და ბრუტალური მეთოდებით. არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება. შექმნილი ვითარება არაკეთილსინდისიერმა გამსე
ევროპული საბჭოს 1-ელი თებერვლის სამიტთან დაკავშირებით დამაიმედებელი მოლოდინები არსებობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ლიეტუველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ ერთობლივად გვაქვს დამაიმედებელი მოლოდინები 1 თებერვალს ევროპული საბჭოს უახლოეს სხდომასთან დაკავშირებით. არის პროგრესი ევროპული მშვიდობის ფონდის გახსნასთან დაკავშირებით, რომელზეც ვითარება დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბლოკილი ევროკავშირი ცალკეული წევრების პოზიციის
გუშინ ღამით ჭიათურის მაღარო ერთსაათიან სოლიდარულ გაფიცვაზე გავიდა
ძალადობრივი გამოსახლების წინააღმდეგ და გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით. მაღაროელების მიმართვას მოძრაობა „ხმა” ავრცელებს.
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია მთელი ცხოვრება უსამართლობის წინაარმდეგ იბრძვიან.
“ებრძვიან ბანკებს ასეთი პროცენტების გამო, ებრძვიან მევახშეებს ასეთი უკანონობის გამო, ითხოვენ მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვებას, უფასო საცხოვრებელს სტუდე
ამ დროისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში კვლავ იმყოფებიან სტუდენტები, „მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრები და დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სხვა მხარდამჭერები, რომლებსაც რექტორისადმი რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.
ერთ-ერთი მოთხოვნა მათთან შეხვედრაა, დანარჩენ მოთხოვნებზე სასაუბროდ, თუმცა სტუდენტების თქმით, ჯაბა სამუშია ოთხ მათგანს შეხვდა და განუცხადა, რომ იგი კანცელარიაში დანარჩენებთან მისვლას და დალაპარაკებას არ აპირებს, რომ მათ უნდა დატოვონ უნივერსიტეტის კანცელარია, ვი
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი უარს ამბობს სამხედრო თვითმფრინავ „ილ-76“-ის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებაზე. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ თვითმფრინავით, რომელიც მისი განცხადებით, უკრაინამ ჩამოაგდო, უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდა.
უკრაინაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ მათი ძალების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებას. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერის, ანდრიი იუსოვის განცხადებით, კონკრეტულად ეს თვითმფრინავი „არაერთხელ გამოუყენებიათ“ რუსული
შარლ მიშელმა გადაიფიქრა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც პოსტის ვადამდე ადრე დატოვება მოუწევდა.
“მე არ მივიღებ მონაწილეობას ევროპის არჩევნებში. ბოლომდე ურყევი მონდომებით შევასრულებ ჩემს პასუხისმგებლობებს, რომლებსაც ამჟამად მაკისრია. მე ყოველთვის ვიქნები მტკიცე მხარდამჭერი დემოკრატიული, ძლიერი, ერთიანი ევროპისა“, – დაწერა მან “ფეისბუქზე”.
შარლ მიშელი აპირებდა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. შესაბამისად, მას დაგეგმილზე
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვიზიტად მყოფ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისა და მასპინძლობის საშუალება არ მიეცა. ფაშინიანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
“საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამის
ჩვენი მხარდაჭერა გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას!
ამ ორი ახალგაზრდა ადამიანის პატიმრობაში დატოვება არის იმ უსამართლობის თვალსაჩინო მაგალითი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
თანაგრძნობა და მხნეობა გვინდა ვუსურვოთ ჩვენს პოლიციას, რომელსაც შინაგანი მოტივაცია აქვს ხალხს ემსახუროს და დაიცვას ადამიანები, დასაჯოს კრიმინალები და არა მოქალაქეები, რომელთაც მათგან მხარდაჭერა და მათი სამსახური სჭირდებათ.
#პარტიასაქართველოსთვის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს”. – ამბობენ უწყებაში.
მათივე ცნობით, მიმდი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სისტემატიზებულად აგროვებს ინფორმაციას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი.
ორგანიზაციის განცხადებით, მათი მიზანია, შეიქმნას მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, თვალყური ადევნონ დარღვევებს და დაინახონ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი.
TI წერს, რომ ამ სიის მიზნებისათვის მაღალი რანგის თანამდებობის პირად მიიჩნევა ფუ
"რაც არ უნდა პროპაგანტისტული განცხადებები და რეიტინგები წარმოადგინოს “ოცნებამ”, ხალხი მაინც ხედავს, რომ ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული და ეს ივანიშვილმა თავისი გამოსვლისას სიტყვიერადაც დაადასტურა."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1285433005723004/
თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაუდასტურეს.
აღსრულების ბიუროს ცნობით, მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო, რათა რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ. შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესი რამდენიმე თვით გადაიდო, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, გადადება ხდება არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა.
ადგილზე აქტივისტები და ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებიც გამოსახ
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი გაზრდილია, ის აავადებს მოზრდილებს, თუმცა უმეტესად, ცერცვაძის განცადებით, ბავშვებს. მისი განმარტებით, ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რომელიც ბავშვებში ბრონქიოლიტებს იწვევს, „ზოგჯერ მძიმე მდგომარეობით”, – თქვა მან.
ცერცვაძის თქმით, აუცილებელია გრიპის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტში კანცელარიის ოთახში პროტესტის ნიშნად შევიდნენ და ადმინისტრაციისგან კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას მოითხოვენ. ისინი ჯაბა სამუშიასთან შეხვედრასაც ითხოვენ.
„პუბლიკა“ ესაუბრა სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელს. მისი თქმით, ისინი მოთხოვნების შესრულებამდე არ დატოვებენ სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახს და ასევე მიმართავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მოწოდებით, საჯაროდ მხარი დ
ორგანიზაციი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლეილა ფოლადიშვილმა სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა.
PHR წერს, რომ საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა.
შემთხვევა 2017 წელს მოხდა.
„2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის ბავშვმა ღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა – სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზ
პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევაა.
საიტზე შესვლისას დაგხვდებათ თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: „დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს“.
Cozy Bear რუსული ჰაკერული ჯგუფია. აშშ-ის დეკლარირებით, ის დაკავშირებულია რუსეთის ერთზე მეტ ჯაშუშურ სააგენტოსთან.
ასევე, არ მუშაობს კრიტიკული ტელეკომპანია „ფორმულას“ ვებგვერდი.
გუშინ, 25 იანვარს ტელეკომპანია „მთავარმა“ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა იყო მათ ვებგვერდზეც.
პუბლიკა
შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე“.
„ევროკავშირის წევრობის მოპოვება ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ არ არის აუცილებელი ხანგრძლივი პროცესი, როდესაც საქმე ვადებს ეხება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განახორციე
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, 2 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი წარედგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვანით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანა
"ხალხი, რომელიც "ოცნების" უკან დგას და ხალხი, რომელიც "ნაც.მოს" უკან დგას ერთად არიან საქმეში, ფულს ერთად ინაწილებენ, მათ აწყობთ პოლარიზებული გარემო და ერთმანეთთან ფსევდო მტრობა, ამიტომაც არიან ტყუილებში ჩაკარგული მავნებელი პოლიტიკური ძალები."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7321450014560483/