უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში უკრაინის ჯარების პოზიციებს ეწვია,- ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ზაპოროჟიეს ოლქი. რობოტინო. 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა. დამცველებს ველაპარაკე, მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მეომრების მხარდაჭერა და დაჯილდოება. მათ მხრებზე დგას რთული, გადამწყვეტი მისია - უკუაგდონ მტერი და დაიცვან უკრაინა. ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, მადლობა ყველას!“
რუსეთის ორენბურგის ოლქის მკვიდრი გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრაგედია 3 თებერვალს, შუადღისას, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
„28 წლის მამაკაცი საბაგიროთი სეირნობდა. რაღაც მომენტში საბაგირო გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის სა
“შეჩერდეს გამოსახლებები” - ამ ლოზუნგით თბილისში მარში გაიმართა.
მარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან დაიწყო.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “არა მევახშეებს! ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ”, “ხმაური ჩაახშობს სუყველა მევახშეს”, “არ გამოვასახლებინოთ”, “ბანკირები გვწოვენ სისხლს, როგორც ვამპირები”, “ჩვენ მთავრობამ გვითხრა გუშინ - ვართ მევახშის სამსახურში”, “სტუდენტები გამოსახლების წინააღმდეგ”.
მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ გამოსახლებებზე
საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით პირველად ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მ
მომავალ კვირას - 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს.
პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, პროცედურა ფრაქციათა თავმჯდომარეებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სიტყვით გამოსვლასაც ითვალისწინებს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვითაც. პროცედურის დასრულების შემდეგ პ
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გეორგი ზინოვიევი მოსკოვის მხრიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიმართ გაჟღერებული კრიტიკის გამო უწყებაში დაიბარა.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ჩანგ ბიუნ-ვონმა განაცხადა, რომ იუნ სუკ იოლის განცხადებებზე მოსკოვის კრიტიკა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს.
„მინისტრის მოადგილის, ჩანგ ბიუნ-ვონის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა უგულებელყო სიმა
ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-ამდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 200-ამდე ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ხანძრები გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხოლოდ 3 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრის 143 კერა დაფიქსირდა, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 21 ათასი ჰექტარია. მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია თითქმის ათასი შენობა,
ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს.
„პუბლიკამ“ მოიპოვა სია, თუ ვინ იქნებიან კინობაზრობაზე კინოცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები.
EFM-ის ვებგვერდის მიხედვით, სადაც ორგანიზაციებისა და მათი ოფიციალური წარმომადგენლების სიებია თავმოყრილი, კინოცენტრის დელეგაციაშია სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამ
„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ – 5 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ.
ორგანიზატორები მოუწოდებენ დეპუტატებს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს.
პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 8 თებერვალს განიხილავენ. მინისტრთა საკომიტეტო მოსმენა 5 თევერვლიდან დაიწყება. თეა წულუკიანის საკომიტეტო მოსმენა 5 თებერვალს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
პუბლიკა
რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ნაცვლად ახალი, მულტიპროფილური კლინიკა აშენდება — ეს განზრახვა მთავრობამ 22 იანვარს გაასაჯაროვა. ოფიციალურ საბაბად სამინისტრომ შენობის ავარიულობა და მისი რეაბილიტაციის არამომგებიანობა დაასახელა. თუმცა აქამდე გაკეთებულ ოფიციალურ დასკვნებში არსად წერია, რომ შენობა ავარიულობის გამო არის დასანგრევი, დოკუმენტებში არც შენობის რეაბილიტაციის არარენტაბელობაა დასაბუთებული.
რესპუბლიკურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ინფორმაცია კლინიკის მოსალოდნელი დემონტაჟის შესა
ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პროკურატურაში განმარტეს, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.
კერძოდ, ტრანსნაციონალური
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 6 თებერვლამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. ხოლო რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალთმიან რეგიონებს, აქ სი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
რუსეთში „ტუ-95”-ის პილოტი ჩაცხრილეს, რომელიც უკრაინას თავს ესხმოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ ქალაქ ენგელსში “ტუ-95” სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაური, მაიორი ოლეგ სტეგაჩოვი ჩაცხრილეს.
გაცხადების თანახმად, 1983 წელს დაბადებული პილოტი “ენგელსის” ავიაბაზაზე გადიოდა სამხედრო სამსახურსა და უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებსა და მკვლელობებში.
აღნიშნულ
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროცესი ცოტა ხნის წინ პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა.
ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატ
ევროკავშირი საზღვაო მისიას შექმნის წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მიერ ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შემდგომი ესკალაცია აირიდონ თავიდან.
ბორელის თქმით, აშშ-ის პას
"გაგახსენებთ, "ოცნება" ხალხმა აიძულა, რომ წევრობაზე განაცხადი შეეტანა და კობახიძეს უკან მოუწია თავისივე სიტყვების წაღება. ერთია "ოცნებას" რა უნდა, მაგალითად ცდილობს ვენეციის კომისიის დისკრედიტაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე ზეწოლის ბერკეტები არ არსებობს."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/381693284482509/
“ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდმა ნაწილმა არა ერთხელ გამოუცხადა ნდობა, იყო ის, რომ მასში ხედავდნენ იმ ადამიანს, რომელიც დაიცავდა ქვეყანას და მოქალაქეებს მიშა სააკაშვილისგან, მისი რეჟიმისგან, ყველა იმ უბედურებისგან, რაც ჩვენს ათასობით, ათიათასობით, თუ ასიათასობით მოქალაქეს ძალიან კარგად ახსოვს და დღეს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ნდობა მიიღო და სანაცვლოდ აღმოჩნდა, რომ თავზე დაასვეს ჯერ ღარიბაშვილი, ახლა კობახიძე და კიდევ ბევრი სხვა
“ბიძინა ივანიშვილი იძულებული იყო დაბრუნებულიყო და რაღაცა ცვლილება მოეხდინა, მაგრამ ეს ცვლილება არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური სახის, რადგან რეალური ცვლილების რესურსი ივანიშვილს სამწუხაროდ აღარ აქვს დარჩენილი.”
გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4398443227047899/
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 207 ადამიანი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“ჩვენები სახლში არიან - 207 ბიჭი.
ყველას დავიბრუნებთ. ტყვეობაში მყოფი ყოველი კაცი და ქალი გვახსოვს. მებრძოლები და სამოქალაქო პირები. ყველა უნდა დავაბრუნოთ. მათზე ვმუშაობთ. ახლა უკრაინის გუნდის მორიგი კარგი სამუშაოა. ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიუკი, კლიმენკო ყოჩაღები არიან!” , - წერს ზელენსკი.
იპნ
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, Globalnews.ge-სთან ინტერვიუში, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში, ოფიციალურად, მესამედ ჩართვის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ "მისი სურვილი არჩევნების მოპარვაა, თუმცა ისე, რომ ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს".
"ბიძინა ივანიშვილის ყრილობაზე გამოსვლა, ძირითადად, იმაზე იყო აგებული, რისი მოსმენაც ხალხს უნდოდა და მოლოდინი ჰქონდა. ამიტომაც ისაუბრა კორუფციაზე, დანარჩენი კი, ჩემს წყევლას
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, რამდენიმე კვირაში, კორუფციული სქემებისა და პოლიტიკური დაფინანსების მექანიზმებზე, საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას აანონსებს. მისი განცხადებით, "საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული მაგალითებით დაიწყება იმის ახსნა, თუ რა კონკრეტული ინტერესები იმალება პარტიების უკან".
"ეტაპობრივად, როგორც კი წინასაარჩევნო პროცესი დაიწყება და ჩვენთვის ეს სულ რამდენიმე კვირაში მოხდება, საქართველოს მოქალაქეებს, თანმიმდევრულად ავუხსნით საარჩევნო
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და ამჟამად, საპატიო თავმჯდომარის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "პასუხი საბოლოო პასუხი დებატების შეთავაზებაზე, ბიძინა ივანიშვილისგან ჯერ არ მიუღია და ელოდება".
"ბიძინა ივანიშვილთან შეკითხვა მექნებოდა, შემდეგ ჯერზე როდის წავა. ეს სერიოზული შეკითხვაა. ძალიან კარგად მახსოვს, მისი ბოლო წასვლა, რაც დაპირება კი არ იყო, არამედ, აბსოლუტურად გააზრებული განცხადება როგორც ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო ს