Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.330
  • comments
    0
  • views
    704.749

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გერმანიაში გაიფიცნენ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები

გერმანიაში, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, 24 საათით გაიფიცნენ სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები. გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ მოძრაობენ მატარებლები. ავიარეისები არ სრულდება ჰამბურგის, ჰანოვერის, დორტმუნდის, დრეზდენის, დიუსელდორფის, მიუნხენის, ფრანკფურტის და შტუტგარტის აეროპორტებიდან. გერმანიის შვიდ რეგიონში ნაწილობრივ შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაც. პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გაფიცვის მონაწილეები მოითხოვენ ხელფასის სულ მცირე 500 ევროთი გ

თბილისის რომელ უბანში რა ღირს საცხოვრებელი უძრავი ქონება

2023 წლის თებერვალში საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-იანი ზრდის ნიშნულზეა. აღნიშნულს მოწმობს “ქოლიერსის“ ვებ-გვერდზე Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა, შედეგად კი, თუ აქამდე პლატფორმაზე თბილისის ბაზრის ზოგადი მონაცემების ნახვა იყო შესაძლებელი, ახლა უკვე კონკრეტული უბნების მიხედვით არის მონაცემები ჩაშლილი, იქნება ეს უძრავი ქონების ფასები, ტრანზაქციები, ბაზრის ზომა თუ ა.შ. Recov.

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული ოთხ კუბურ მეტრამდე ცაცხვის სახეობის სამასალე მერქანი. „ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში. ეროვნული სატყეო სააგენტო კანონდარღვევებ

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კოკურენციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საკითხი ეხება ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. „მოკვლევას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინ

ლევან ხაბეიშვილი - ყოფილი თავმჯდომარე ორი მეტრა იყო, მე მეტრ-ნახევარი ვარ, დიდი ცვლილებაა

ყოფილი თავმჯდომარე ორი მეტრა იყო, მე მეტრ-ნახევარი ვარ, დიდი ცვლილებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით ხაბეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა შეიცვალა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდით?“ ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, რა დროსაც ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე, ევროპულ მომავალზე და მოქალაქებს 9 აპრილს აქციაზე გასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.   ავტორი

ბელარუსში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებაზე კიევი UN-ის უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც რუსეთი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 26 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ინფორმაციას “უკრაინსკა პრავდა” ავრცელებს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის განზრახვა ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსების თაობაზე პუტინის რეჟიმის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია, ძირს უთხრის ბირთვულ

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთში მოგერიებულია 60-ზე მეტი შეტევა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 23 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა და 38 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კ

ისრაელის პრეზიდენტი მთავრობას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ მთავრობამ საკანონმდებლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს. “მთელი ერი ღრმად შეშფოთებულია. უსაფრთხოება, ეკონომიკა, საზოგადოება, ყველაფერს საფრთხე ემუქრება. ისრაელის ხალხთა ერთიანობისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც გეკისრებათ, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი. ახლა არ არის პოლიტიკის დრო, ახლა არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის დრო”, - აღნიშნულია ისააკ ჰერცოგის განცხადებაში. ამასთან, ისრაელის მედიის ცნობით, პრე

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის წელს შეჩერება ცივილიზებული სამყაროს ამოცანაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომის წელს დასრულება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა. მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც ინფორმაციული გავლენა აქვს. "ეს ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებს. ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია აგრესიის შესახებ სიმართლის გავრცელება. ვისაც შეუძლია შეახსენოს მსოფლიოს უკრაინელების შესახებ, იმის შესახებ, რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, ჩვენი ხა

ბერდია სიჭინავა - რა პრობლემები აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურს დღეს (ვიდეო)

რა პრობლემები აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურს დღეს?! სამხედრო სავალდებულო სამსახურის სახით, სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების მიმართ უთანასწორო მოპყრობა ხორციელდება. დღის ამბები.  337750006_1529447620915825_2881853715609279340_n.mp4

ნათია მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" - მანიაკების დამცველ პარტიად გადაიქეცით და მთელი სახელმწიფო აპარატი მანიაკების დაცვის სამსახურში ჩააყენეთ

ქართული ოცნება / Georgian Dream ტერორი რამე სხვა თუ გგონიათ, ცდებით, გადალახეთ უკვე ეგ ზღვარი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მთელი სახელმწიფო აპარატი "მანიაკების" დაცვის სამსახურში ჩააყენა. "მანიაკების დამცველ პარტიად გადაიქეცით და მთელი სახელმწიფო აპარატი მანიაკების დაცვის სამსახურში ჩააყენეთ. მე მაინტერესებს ამ დროს სად არის მთავარი უფლებადამცველი?", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

გიორგი გახარია - მთელმა მსოფლიომ იცის ჩვენი პარტიის წევრის, ახალგაზრდა პოლიტიკოსისა და ნიჭიერი პოეტის კოკა კობალაძის შესახებ, მომავლისთვის მებრძოლი ქართველი,ქართველ ახალგაზრდებს შორის

მთელმა მსოფლიომ იცის ჩვენი პარტიის წევრის, ახალგაზრდა პოლიტიკოსისა და ნიჭიერი პოეტის კოკა კობალაძის შესახებ. მომავლისთვის მებრძოლი ქართველი,ქართველ ახალგაზრდებს შორის! , - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია. 

მეუფე იაკობი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება - ახალგაზრდებმა დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ და გამოვიდნენ, მაგრამ აწი დაფიქრდნენ

ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ ჯვარი გვწერია, რომ ან ევროპაზე, ან ამერიკაზე, ან ნებისმიერ ქვეყანაზე ვფიქრობდეთ, რომ მტერია,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. ის, გამოეხმაურა თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, ახალგაზრდები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ვინმეს რუსეთისკენ, რომ წაეყვანა ქვეყანა, უბრალო გამოსვლით უკან არ დააბრუნებდნენ. მან ასევე ისაუბრა კანდიდატის სტატუ

ნატო რუსეთს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო აკრიტიკებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში გააფრთხილა ბელარუსი, არ განათავსოს რუსული ბირთვული იარაღი მის ტერიტორიაზე, რადგან ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი სანქციები. „ტვიტერზე“ ბორელმა დაწერა, რომ ეს არის „უპასუხისმგებლო ესკალაცია” და „საფრთხე“ ევროპის უსაფრთხეობისთვის. „ბელარუსის მასპინძლობა რუსული ბირთვული იარაღისთვის ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ე

ნატო რუსეთს „საშიში და უპასუხისმგებლო“ ბირთვული რიტორიკის გამო აკრიტიკებს

ნატომ რუსეთი მისი "საშიში და უპასუხისმგებლო" ბირთვული რიტორიკის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. “ნატო ფხიზლადაა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ნატოს მოკავშირეები მოქმედებენ საერთაშორისო ვალდებულებების სრული პატივისცემით. რუსეთი გამუდმებით არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს, ბოლოს კი შეაჩერა მონაწილეობა ახალ START -ის ხელშეკრულებაში”, - განაცხადა ნატოს სპიკერმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკ

ზაალიშვილმა თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო - საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო. ცოტა ხნით ადრე ტურნირზე ოქროს მედლების მფლობელები ილია სულამანიძე (100კგ) და ლაშა ბექაური (90კგ) გახდნენ. ლუკა მაისურაძემ (90კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნ

შემოსავლების სამსახური - ინფორმაცია, რომ „საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ“, არის სრული სიცრუე - საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს

ფინანსთა სამინისტრო სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მიერ, 25 მარტს მომზადებულ სიუჟეტს და განმარტავს შემდეგს: სიუჟეტში ჟურნალისტის

დონალდ ტრამპი - მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია თქმა: თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ის რომ თეთრ სახლში ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტეხასში, მხარდამჭერთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. „მე მათ Javelin-ის ასობით რაკეტა მივეცი“, - აღნიშნა ტრამპმა. მისი მტკიცებით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის ამჟამინდელი

საქართველოში ხახვის მთავარი იმპორტიორი რუსეთია - კიდევ სად იყიდა ქვეყანამ ყველაზე გაძვირებული პროდუქტი

საქართველოში, 2023 წლის თებერვალში წლიურად საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ხახვი გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ფასები აღნიშნულ პროდუქტზე 118,4%-ით გაიზარდა. ფასების ზრდასთან ერთად, მოიმატა იმპორტმაც. 2023 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 474 ტონა ხახვი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 1.6 მლნ აშშ დოლარის 4 754 ტონა ხახვი. „ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველომ ხახ

რუსებმა ავდიივკაში მაღალსართულიან შენობები დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსები აგრძელებენ ავდიივკას დაბომბვას. მათ სარაკეტო იერიში მიიტანეს ორ მაღალსართულიან შენობაზე“, - წერს ერმაკი „ტელეგრამზე“. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინტერპრესნიუსი

ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინისთვის 12 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს

ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის, სლავიანკა პეტროვსკაის განცხადებით, მაკედონიის მთავრობა უკრაინას Mi-24 ტიპის 12 ერთეული ვერტმფრენის გადაცემას შესთავაზებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა დაასრულა ანალიზი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას Mi-24 ვერტმფრენების უკრაინისთვის მიწოდება. მინისტრის თქმით, ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებას წარადგენენ. ს

მიხაილო პოდოლიაკი - პუტინი ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე განცხადების გაკეთებით აღიარებს, რომ წაგების ეშინია

პუტინი ძალიან პროგნოზირებადია. ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადების გაკეთებით ის აღიარებს, რომ წაგების ეშინია და რაც შეიძლება გააკეთოს არის ტაქტიკით შეშინება , - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, პუტინის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს დანაშაულში მონაწილეობას. „მეორე. ის კიდევ ერთხელ აცხადებს დანაშაულში მონაწილეობას. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევა“, - წერს პოდოლიაკი

ბექა ლილუაშვილი - ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები, უპერსპექტივობის გამო კვლავ გარბიან ქვეყნიდან. ეს იმ "თავმომწონე" ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ევროპულ კაბინეტებში "განცვიფრებას" რომ იწვევს ჩვენ პარტნიორებში

ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები, უპერსპექტივობის გამო კვლავ გარბიან ქვეყნიდან. ეს იმ "თავმომწონე" ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ევროპულ კაბინეტებში "განცვიფრებას" რომ იწვევს ჩვენ პარტნიორებში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.  მისი თქმით, თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 64 პროცენტით გაიზარდა.    "დიახ განცვიფრდებიან, როცა ქვეყნის პრემიერ-მინი

ოლექსი დანილოვი - კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდნეტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. „პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბელარუსულ საზოგადოებაში რუსეთისა და პუტინის ნეგატიურად აღქმას მაქსიმალურად აძლიერებს. კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყ

მედია - გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს, რომლებიც, სავარაუდოდ, გერმანელი ინფორმატორების გადაბირებას ახორციელებდნენ. ინფორმაციას მედია საშუალებები გამოცემა Focus-ზე დაყრდნობით ავრცელებენ. „საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში აკრედიტებული 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს“, - წერს გამოცემა. Focus-ის წყაროს ცნობით, ეს დიპლომატები დაკავებულები იყვნენ გერმანიაში პოლიტიკის, ეკონომიკისა და მეცნიერების სფეროში და შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციის წყაროების მოძიებით. ი
×
×
  • შექმენი...