Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის დრონები გაუშვეს - უკრაინელებმა 54-დან 52 დრონი ჩამოაგდეს


დღეს გამთენიისას, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე ირანული წარმოების Shahed-136/131-ის დრონებით იერიში მიიტანა.

მედიის ცნობით, თავდასხმა რუსეთის ბრიანსკისა და კრასნოდარის რეგიონებიდან განხორციელდა.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსმა სამხედროებმა 54 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რაც რეკორდული რაოდენობაა.

უკრაინული მხარის ცნობითვე, რუსებმა შეტევა განახორციელეს ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში, განსაკუთრებით კიევის რეგიონში, არსებულ სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინულმა ძალებმა 52 Shahed-136/131-ის დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...