Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.677
  • comments
    0
  • views
    810.921

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - ხავიერ კოლომინასთან შეხვედრაზე განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ 12 რეკომენდაციაზე, „ქართული ოცნების“ შეცვლილ რიტორიკაზე, რომელმაც სერიოზული საფრთხე გააჩინა

ყურადღება 12 რეკომენდაციაზე გავამახვილეთ, ასევე, „ქართული ოცნების“ შეცვლილ რიტორიკაზე, რომელმაც სერიოზული საფრთხე გააჩინა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ლილუაშვილი განმარტავს, უცხოელ პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა კარგად ესმით. „ბუნებრივია, კარგად უნდა გვესმოდეს ორი ასპექტი: ერთი - თავდაცვისუნარიანობა, მეორე - დემ

ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი - უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან

უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, რომელიც საქართველოში ვიზიტად იმყოფება, მედიასთან განაცხადა. მან ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის კონტექსტში და განაცხადა, რომ რეაქციები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ნახეს, შეშფოთების საგანია, რაც ქმნის „გარკვეულ სივრცეს“, რომ რუს

უკრაინის ეკლესია ამიერიდან შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია [არ ექვემდებარება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას] ახალ კალენდარზე გადადის, განაცხადა კიევისა და მთელი უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ. უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ეკლესიის ხელმძღვანელობამ დღეს, 24 მაისს, ოფიციალურად მიიღო. შესაბამისად, ეკლესია დღესასწაულებს ახალი თარიღით აღნიშნავს – მაგალითად, შობა 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღინიშნება. აქამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის კალენდარს იყენებდა, რომელიც გრიგორიანულს 13 დღით უსწრ

კახაბერ ქემოკლიძე - ქართული ოცნება და ეჭვი გვაქვს მათთან პირდაპირ უკვე შეზრდილი რუსეთის სპეც-სამსახურები, ქართულ საზოგადოებაზე ახალ ფსიქოლოგიურ ოპერაციას ახორციელებენ აქტიური საინფორმაციო ოპერაციის/ღონისძიების ფორმით

ქართული ოცნება და ეჭვი გვაქვს მათთან პირდაპირ უკვე შეზრდილი რუსეთის სპეც-სამსახურები, ქართულ საზოგადოებაზე ახალ ფსიქოლოგიურ ოპერაციას ახორციელებენ აქტიური საინფორმაციო ოპერაციის/ღონისძიების ფორმით, - ამის შესახებ აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რუსების მიერ ამ საკმაოდ “ჭკვიანურად” დაგეგმილ ფსიქო-საინფორმაციო ოპერაციას ქართულმა საზოგადოებამ ადეკვატურად უპასუხოს.  "მათ მიერ შემუშავებულია და როგორც ჩანს პროპაგანდი

დათა თავაძის დადგმული „კავკასიური ცარცის წრე” ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ჯილდოს ნომინანტია

დათა თავაძის მიერ ლატვიაში, თეატრში „Dailes”, დადგმული „კავკასიური ცარცის წრე” მოხვდა ყოველწლიური, ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ჯილდოს 5 ნომინანტს შორის. სპექტაკლის სცენოგრაფია ეკუთვნის ქეთი ნადიბაიძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება — ნიკა ფასურს. სპექტაკლის პრემიერა შედგა 2023 წლის 24 მარტს. ფოტო გარეკანზე: Dailes teātris ნეტგაზეთი

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც წვევამდელებს საზღვარგარეთის პასპორტების გადაცემას ავალდებულებს

რუსეთის დუმამ „რუსეთის ფედერაციიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. ქვეყნის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც წვევამდელები საზღვარგარეთის პასპორტებს პოლიციის მიგრაციის დეპარტამენტს გადასცემენ. ცვლილებების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში გაგზავნილმა მოქალაქეებმა პასპორტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს უნდა ჩააბარონ. კანონი გავრცელდება

Freedom House-ის ანგარიშით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებლი კიდევ გაუარესდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა. 2023 წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს შედეგი ერთი ქულით გაუარესდა და 34 ქულა შეადგინა. ქვეყნის ინდექსი მედიის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე შემცირდა: ანგარიშის მიხედვით, მედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი არის კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენცია საქართველოში, რომელიც აფერხებს მმართველი ორგანოების ანგარიშვალდებულებას და გაშუქების შესაძლებლობ

გაეცანით, სად რა ხდება: 26 მაისის აღსანიშნად საქართველოს 16 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ამ დღისთვის 16 ქალაქში ღონისძიებებს მართავს.   დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყება დილის 11:00 საათზე - საქართველოს 10 რეგიონში და თბილისშიც წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. თბილისის პროგრამა მარნეულის პროგრამა მესტიის პროგრამა მცხეთის პროგრამა ოზურგეთის პროგრამა რუსთავის პროგრამა

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი მარცვლეულის გადასაზიდ შავი ზღვის პორტს არ აძლევს მუშაობის საშუალებას

უკრაინის პივდენის (სამხრეთის) პორტმა შეწყვიტა მუშაობა, რადგან რუსეთი ხომალდებს არ აძლევს იქ შესვლის საშუალებას, რითაც, ფაქტობრივად, ამ პორტს თიშავს ხელშეკრულებიდან, რომელიც მიმართულია შავი ზღვის გავლით მარცვლეულის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე, განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა 23 მაისს. შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი. შემდეგ, წინა კვირაში, შეთანხმება კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა. ხელშეკრულების მიზანია, ომის პირობებში უსაფრთხოდ განხორციელდე

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა რუსეთში მობილიზაციას გაქცეულ 55 მოქალაქეს

გერმანიის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა თავშესაფრის მინიჭების თხოვნა რუსეთის 55 მოქალაქისგან, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაექცნენ. უარი ეთქვა 88 მსგავს განაცხადს, კიდევ 1500-ზე მეტი განაცხადი განხილვის პროცესშია - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება Redaktions Netzwerk Deutschland-ი. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2023 წლის აპრილის ბოლომდე თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით გერმანიას მიმართა რუსეთის 2485-მა მოქალაქემ, რომლებიც მობილიზაციის საფრთხეს გაექც

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უშედეგოდ ცდილობს არმიაში დისციპლინის გაუმჯობესებას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, რუსულ არმიაში დისციპლინის მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ბრიტანეთის დაზვერვა მისთვის სანდო, დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების კვლევის საფუძველზე წერს, რომ 2023 წლის ხუთ თვეში რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა განიხილეს სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე, რაც 2022 წლის მთლიან მონაცემებზე მეტია. ამასთან, დამნაშავედ აღიარებულთა უმრავლესობას პირობითი სასჯელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინაში სა

ბერდია სიჭინავა - ეს მშვიდობის პოლიტიკა კი არა, ეშმაკთან კონტრაქტია, რუსეთი ოცნების ხელისუფლებას სულს წაართმევს

ეს მშვიდობის პოლიტიკა კი არა, ეშმაკთან კონტრაქტია, რუსეთი ოცნების ხელისუფლებას სულს წაართმევს, -  ბერდია სიჭინავა - პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი გადაცემაში "რეაქცია". 349021695_990981662265471_1034419452118372918_n.mp4

ევგენი პრიგოჟინი - უკრაინელების არმია დღეს ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინელებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავთ. „შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს „ვაგნერი“ არის საუკეთესო არმია მსოფლიოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად სწორი ვიყო, უნდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს რუსული არმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში“, - აღნიშნა პრიგოჟინმა

კირილ ბუდანოვი - კონტრშეტევა მალე დაიწყება

კონტრშეტევა მალე დაიწყება, იარაღის საჭირო მინიმუმი გვაქვს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა იაპონურ ტელეარხ NHK-სთან ინტერვიუში განაცხადა. “ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, დროის დაკარგვა აღარ შეიძლება. შეიარაღების საჭირო მინიმუმი უკვე გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს [კონტრშეტევა] მალე დაიწყება”, - განაცხადა ბუდანოვმა. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ტერიტორიის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინას გადაეცა TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ორი ტანკი, Vector -ის ტიპის სადაზვერვო დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სასაზღვრო ავტომობილები და Zetros-ის სატვირთო მანქანები. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 14 მაისს უკრაინისთვის სამხედრო დახმარ

სლოვენიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

სლოვენიის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი წავიდა. სლოვენიის პარლამენტის მიერ ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და სლოვენიელ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა. „ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ მოწოდებული სახელმწიფოების საერთაშორისო კოალიცია აგრძელებს გაძლიერებას. ერთად სიმართლისთვის და შ

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ფიცის დადების ცერემონიასთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, რომლის თემაც იქნება „ეს დღე ჩვენია“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ. ამასთან, მათივე ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქ

პრიგოჟინი: უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციის მიზანს საპირისპირო შედეგი მოჰყვა

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის“ დაწყებულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ მოიტანა სულ სხვა შედეგი, ვიდრე ეს მოსკოვს ეგონა. ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ უკრაინის "დენაციფიკაციამ" ის გამოიწვია, რომ უკრაინა მთელმა მსოფლიომ გაიცნო, "დემილიტარიზაციის" შედეგი კი ის არის, რომ დღეს უკრაინას ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს. პრიგოჟინმა ვ

კახეთში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის ცხედარი იპოვეს

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქალის ცხედარი იპოვეს. დაღუპული უზბეკეთის მოქალაქეა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით განზრახ მვკლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ნეტგაზეთი

იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობის ნუსხას აქონდროპლაზია დაემატა

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა და იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობის ნუსხას აქონდროპლაზია დაემატა. ცვლილება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა. როგორც მოგვიანებით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედამ, მაკუნა გოჩიაშვილმა დააზუსტა – „პრემიერმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომ აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალო

ფოთის პორტში სამართალდამცველები მუშაობენ - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ნავმისადგომზე სატვირთოში დიდი ოდენობით „ჰეროინია“ აღმოჩენილი

არსებული ინფორმაციით, ფოთის პორტში, ერთ-ერთ ნავმისადგომზე, ერთ-ერთ სატვირთოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინია“ აღმოჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაწყებულია გამოძიება, ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 4 მსჯავრდებული ქალია. ipn

ოლაფ შოლცი - ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მწარე პერიოდი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავის იმპერიალისტურ სიგიჟეში, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება

ომის შემდეგ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის 160-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მწარე პერიოდი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავის იმპერიალისტურ სიგიჟეში, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრის რანგში გაწევრიანებით დამთავრდება”, - განაცხადა შოლცმა. მან აღნიშნა, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია მკაფიოდ უნდა დადგეს უკრაინის მხარე

მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, სპეციალური კომისიის მიერ სტატუსი აღარ მიენიჭებათ

განათლების სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევდა. სამინისტრო ავრცელებს მინისტრის, გიორგი ამილახვრის კომენტარს, რომელშიც ნათქვამია, რომ მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება. პუბლიკა

პოლკ „აზოვის“ მებრძოლს სეპარატისტული დონბასის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უვადო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკ „აზოვის“ სამხედრო მოსამსახურეს, ალექსეი კირკალოვს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, კირკალოვი შეიარაღებული კონფლიქტის დროს აკრძალული მეთოდების გამოყენებასა და მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. კირკალოვი ბრალდებას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გამოძიების ვერსიით, 2022 წლის 15 აპრილს კირკალოვმა, რომლის მეტსახელი იყო „ფრიცი“, ქალაქ მარიუპოლში მ
×
×
  • შექმენი...