Jump to content
Planeta.Ge

„ნიუ იორკ თაიმსი“ - გერმანიაში უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყეს


გერმანიაში უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყეს. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ პენტაგონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წვრთნებში სულ 400 უკრაინელი ჯარისკაცი და 31 ტანკი მონაწილეობს. სწავლება ითვალისწინებს ტანკის ტარების სწავლას, მანევრირებას და ტექნიკურ მომსახურებას.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, სწავლება 10-დან 12 კვირამდე გაგრძელდება, ხოლო „აბრამსის“ ტანკები უკრაინის საბრძოლო ველებზე შეიძლება შემოდგომისთვის გამოჩნდეს.

აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, M1A1 „აბრამსის“ ტიპის ტანკების კიდევ ერთი პარტია უკრაინას შემოდგომისთვის მიეწოდება.

1ტვ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...