პაციენტმა უნდა იმკურნალოს უსაფრთხო გარემოში, ხარისხიან პირობებში, რისკები, რაც უკავშირდება სარემონტო პირობებში მიმდინარე კლინიკურ პროცესებს, არ არის მისაღები - გარდამავალ ეტაპზე დეტალურ გეგმას გავაცნობთ თანამშრომლებს, ვფიქრობთ, ყველასთვის მისაღები იქნება ის სამომავლო პერსპექტივა, რაც „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, მზად არიან „რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომლებს გაესაუბრონ და გასცენ პასუხი შეკითხ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი სხვა გამოწვევებთან ერთად ე.წ. „რუსულ კანონსაც“ ეხება.
მდინარაძის განმარტებით, პარტიულ კონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისას ხდება ყურადღების იმაზე გამახვილება, თუ როგორ იმუშავა „ფეიკ“ კამპანიამ აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის წინააღმდეგ.
„რუსულ კანონსაც ეხება, მიმდინარე თემებსაც ეხება, ოღონდ პროცენტულად რომ წარმოიდგინოთ, 2-3% შეიძლება ვილაპარაკეთ ამ „რუსულ კანონზე“, იქიდან გამომდინარე, რო
ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეებზე მუშაობს შესაბამისი დეპარტამენტი.
„რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და შევიწროების საქმეებს, ამაზე ინტენსიურად მუშაობს სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტი. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ამაზე განცხადება და შესაბამის პერიოდში მოგაწვდით, რა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ მუზეუმთა ჯგუფს (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი) ახალი მუზეუმი შეემატა, რომელიც საფრანგეთში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული ლევილის მამულის ბაზაზე ჩამოყალიბდა და მას ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ეწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
მოცემული ცვლილების შესახებ საქართველოს კულტ
შვეიცარიაში გაასამართლეს ოთხი ბანკირი, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს ბანკში მილიონობით დოლარის განთავსებაში დაეხმარნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მსჯავრდებულები „გაზპრომბანკის“ ციურიხის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელები არიან, მათ შვიდი თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ვლადიმირ პუტინის მეგობრის, ცნობილი მევიოლინის, სერგეი როლდუგინისთვის ანგარიშების გახსნისას არასაკმარისი შემოწმებების ჩატარებაში. სერგეი როლდუგინი ცნობილია მეტს
საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა.
აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ირაკლი ცირეკიძემ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს - ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარ
რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე, - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
კითხვაზე რა მოლოდინი აქვთ პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტისგან და ელიან თუ არა, რომ ის კვლავ გააკეთებს განცხადებას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასთან დაკავშირებით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ნაცვლად წინასწარ ვერ ისაუბრებს.
ამას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართავს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, 31 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე მიწვეული არიან: - მთავრობის წევრები, დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ასევე, სასულიერო პი
სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე თანამდებობებს ტოვებენ. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მათ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრეს.
გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ის 31 მარტიდან აღარ იქნება ომბუდსმენის მოადგილე და მან ამის შესახებ ლევან იოსელიანი არჩევის დღიდან ჩააყენა საქმის კურსში.
„მეგობრებო ხვალ ჩემი ბოლო დღე იქნება სახალხო დამცველის აპარატში. არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩანს, რომ დაკავებულ პირს, რომელიც პოლიციის მტკიცებით სამართალდამცველების მისამართით ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა, „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“, „გზას აცდენილია“ და ის დაკავშირებული იყო გიორგი ვაშაძესთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან.
„მნიშვნელოვანია, რომ სადაც არის სავარაუდო დანაშაული ჩადენილი, იქ ადამიანებმა პასუხი აგონ. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ჩვენ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს შესაძლოა, 27 აპრილს ეწვიოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ან პირადად დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს, ან ონლაინრეჟიმში ჩაერთვება აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში, რომელიც „როსატომის“ მხარდაჭერით აშენდა.
ავტორი - სალომე თორაძე
გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხ მიმართულებაზე რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს ხუთი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა, ასევე 34-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური სისტემებიდან.
უკრაინული მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზეა მობილიზებული. დაიბომბა სუმის ოლქი
მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია.
ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ მოიპოვა ქართველმა ქალმა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება!
არაბიძემ, 11-იდან 8,5 ქულა დააგროვა, მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მარცხის გარეშე განვლო ჩემპიონატი და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონობა!
აღსანიშნავია, რომ მერი მსოფლიოს 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია, საჭადრაკო ოლიმპიადის და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი!
ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს ჭადრაკის ფე
საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის გვირგვინოსან პრინცესა ვიქტორიას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა შვედეთის პრინცესას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.
პრინცესა ვიქტორია საქართველოს დღეს, 29 მარტს ეწვია.
ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში.
„შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთ
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდიასიჭინავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას "რა ხდება ქალაქ რუსთავში და რას აკეთებს რუსთავის მერია?" ავრცელებს:
338875831_793312465695059_7718520248122699248_n.mp4
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სანამ ქვეყანა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის წამალს შემოიტანს, სამინისტროს ამ თემაზე მეტი დრო და მეტი კონსულტაცია სჭირდება.
საუბარია პრეპარატზე, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მარეგულირებლებმა აღიარეს. პრეპარატი იშვიათი გენეტიკური დაავადების – აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ გამოიყენება.
„იმედთან“ ინტერვიუში გაბუნია ამბობს, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია იშვიათი დაავადებები და ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი
ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის ჩამოვა საქართველოში აქონდროპლაზიის პრეპარატი.
საერთაშორისოდ აღიარებული წამალი საქართველოში არც შემოაქვთ და არც აფინანსებენ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე წელიწადზე მეტია მშობლები არაერთი წერილით, განცხადებითა და აქციით ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვენ.
აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც საქართველოში, არაოფიციალური ინფორმაციით, 17-მდე ბავშვს აქვს. ზოგადად კი, დაახლოებით 25 ათას შემთხვევიდან 1-ში ვლინდება. გენის მუტაციის გამო აქონდროპლაზიის
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, თუკი POSTV-ის ჟურნალისტის ნათია ბერიძის მიმართ ცრუ დასმენის ბრალდებით დაიწყება გამოძიება, შეიძლება გამოძიება სხვა მედიაორგანიზაციების მიერ მომზადებული ნებისმიერი სიუჟეტის მიმართაც დაიწყონ.
„POSTV-ის ჟურნალისტს აბრალებდნენ ცრუ დასმენას… ეს რომ ასე იყოს, ჟურნალისტს თუ დააბრალებთ ამ შემთხვევაში ცრუ დასმენას, ნებისმიერი თქვენი სიუჟეტი დაისჯება ცრუ დასმენის შესაბამისი მუხლით. აი წარმოიდგინეთ, მაგალითად, ნებისმიერი დაბრალება
რუსეთში კაცს, რომლის 12 წლის შვილმაც სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილების მიზეზად თავად ალექსეი მოსკალიოვის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ სოციალურ მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები დაასახელა.
მოსკალიოვს ბრალად „რუსეთის არმიის დისკრედიტაცია“ წაუყენეს და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსული არმიის დისკრედიტაციის მუხლით საქმე მოსკალიოვის წინააღმდეგ გასულ წელს აღძრეს. 30 დეკემბერს სამართალდამცველებმა მი
გერმანია უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, გერმანიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა გაუთვალისწინებელი საბიუჯეტო ხარჯები დააკმაყოფილა, რისი მოთხოვნაც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან არსებობდა.
დამატებითი დაფინანსება მოიცავს 3.2 მილიარდ ევროს, რომელიც უკრაინას 2023 წელს უნდა გადაეცეს და საკრედიტო ტრანშებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რომლებიც ჯამში დაახ
პარტია ,,საქართველოსთვის’’ პარლამენტის წევრებმა ბექა ლილუაშვილმა და მიხეილ დაუშვილმა შეხვედრა გაიმართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, რომელთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, შეფასდეს 12 რეკომნდაციის შესრულების პროცესი.
"მთავარი გზავნილები შეხვედრიდან:
1. პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს ყველა ოპო. პარტიამ და არ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი პროცესს, მიუხედავად იმისა, რამდენად მაღალია ალბათობა მათი კრიტიკულლი შეფასებების გათვალიწინების - ჩვენ ვხედავ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5712 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7851 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7828 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედ
უკრაინის წინააღმდეგ ომი ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ ,,დემოკრატიის სამიტზე“ გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ომი უკრაინაში არის შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ.
„არცერთ ჩვენგანს არ ესმოდა, რომ მსოფლიო დადგებოდა უფრო პირდაპირი, სასტიკი და ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე უკ
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გენშტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მისი თქმით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული და სამხედროები შესაბამის მომენტს ელოდებიან.
მინისტრი ვარაუდობს, რომ კონტრშეტევა აპრილი-მაისში დაიწყება. ამის შესახებ რეზნიკოვმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტმა რეზნიკოვს ჰკითხა, როდის ნახავენ „ლეოპარდის“ ტიპის გერმანულ ტანკებს ფრონტზე.
„თქვენ ნახავთ მათ კონტრშეტევაში, ჩვენი გენერა