Jump to content
Planeta.Ge

სერჰი ჩერევატი - პრიგოჟინის განცხადება „ვაგნერელების“ ბახმუტიდან გაყვანის შესახებ მათ ლატენტურ კაპიტულაციას ნიშნავს


ბახმუტის მიმართულებით შეიმჩნევა მტრის აქტივობის დინამიკის დაქვეითება, ხოლო „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება ბახმუტიდან დაქირავებული ჯარისკაცების გაყვანის შესახებ, „ლატენტურ კაპიტულაციას“ ნიშნავს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

„პრიგოჟინის ეს განცხადებები, მისი ჯგუფის ლატენტური კაპიტულაციაა", - აღნიშნა ჩერევატიმ.

მისივე თქმით, პრიგოჟინი ცდილობს გადაარჩინოს „ვაგნერის“ ნარჩენები, რადგან ესმის, რომ ბახმუტის მიმართულებით რამდენიმე კვირიანმა ბრძოლამ შეიძლება მისი ორგანიზაციის არსებობა შეწყვიტოს.

„ძალიან სასაცილოდ ჟღერდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის „მსოფლიოს ნომერ პირველი არმიაა“. სირიაში, როდესაც „ვაგნერელებს“ დაუპირისპირდნენ არა დაუცველი სირიელები, არამედ აშშ-ის შეიარაღებული ძალები, მათი დიდი ნაწილი ერთ საათში განადგურდა. 2 თვეზე მეტი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ თუ დანაკარგების ასეთი დინამიკა გაგრძელდებოდა, მტერი ვერ გამონახავდა პერსონალის შევსების წყაროს და დამარცხდებოდა, რაც ახლა ხდება“, - აღნიშნა ჩერევატიმ.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...