Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.593
  • comments
    0
  • views
    307.209

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კობახიძე: თუ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუკი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიწყალებს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ის ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფს. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციამ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რომლის განაჩენიც სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ძა

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა

ოჩამჩირის რაიონში “Ачгуара“ -ს (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე 1 ნოემბერს მომხდარი ავარიის გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა. ამის შესახებ, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური იტყობინება. „ჩერნომორენერგოს ცნობით“, შემთხვევის ადგილი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ თანახმად, კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ 10.00-დან 15.00 საათამდე აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება

ფოტიგა: საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების გაუარესება მიუღებელია

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებაზე სასამართლოს განაჩენს ტვიტერზე გამოეხმაურა. იგი აცხადებს, რომ მიუღებელია საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. "ვუერთდები ნიკა გვარამიას ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთებას. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია", - დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერის გვერდზე.   სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ დღ

ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარტია “საქართველოსთვის” წევრები და დეპუტატები, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ.     პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, მათ შორის ის საკითხები, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მათი ასახვა საკანონმდებლო ცვ

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ლაშა ალადოშვილმა, დააყენა ინიციატივა "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუშინ ჩატარებულ სხდომაზე, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ლაშა ალადოშვილმა, დააყენა ინიციატივა  "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესში.   "სახალხო ბიუჯეტირების" საშუალებით , მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვასა და შედგენის პროცესში, ასევე განახორციელონ კონკრეტული ინიციატივები და საჭიროებები.   აღნიშნული საკითხი პარტია "ს

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. პოლიტიკურად მიკერძოებულია და კონკრეტული ინტერესი აქვს

ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. პოლიტიკურად მიკერძოებულია და კონკრეტული ინტერესი აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძემ უპასუხა კითხვას: „ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა შეწყდეს, მათ შორის მედიამენეჯერების წინააღმდეგ. რა პასუხი გექნებათ ამაზე“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნ

აშშ-ის საელჩოს განცხადება - შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე

გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს:  იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა, - ვკითხულობთ აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ გა

თბილისის მერის თქმით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ახალი წლიდან დაიწყება

თბილისის მერი, კახა კალაძე კომპანიებს მოუწოდებს მიიღონ მონაწილეობა უწყების მიერ გამოცხადებულ ბაზრის კვლევის პროცესში, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ეხება. მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ რეაბილიტაცია მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. „ცხადია, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთი მსხვილი პროექტები ერთდროულად დავიწყოთ. ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ქუჩის თუ გამზირის ერთდროულად ჩაკეტვა გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. შესაბამისად, გვიწევს ამ პროექტების ეტაპობრივად განხორც

ბრიტანელი იურისტები უკრაინელების სახელით სასამართლოში უჩივიან პრიგოჟინს და "ვაგნერს"

ბრიტანული იურიდიული ფირმა McCue Jury&Partners ომით დაზარალებული უკრაინელების სახელით ლონდონის სასამართლოს მიმართავს რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის და მის მიერ დაარსებული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ პრიგოჟინს უკვე ეცნობა. ბრიტანელი იურისტების შეფასებით, აშკარაა პრიგოჟინის, „ვაგნერის“ და პუტინის სამხედრო მანქანის შეთქმულება უკრაინელი ხალხის დატერორების მიზნით. მოსარჩელეთა მოთხოვნაა პროგოჟინისა და „ვაგნერისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრება და ზარალის ა

ვიდრე ხელისუფლება დუშეთში მთაბარობას ზეიმობს, ხევსურეთის სოფლებიდან შველას იხვეწებიან

ვიდრე დუშეთში ახალმოგონილ მთაბარობას ზეიმობენ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასობით ლარს ხარჯავენ ქეიფისა და დროსტარებისთვის, არხოტის ხეობას, საქართველო-რუსეთის საზღვრისპირა ზოლს, იქ შემორჩენილი თუ ახალდაბრუნებული ადამიანები ტოვებენ. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, წელს ამღა აღარ გათიბულა - სანდუაც მიდის! „ახიელიდან ომარი და გიორგი ნაროზაულები წავიდნენ. ეს ძალიან მძიმეა არხოტისთვის! სამი ადამიანიღა ვრჩებით - მე ჭიმღას და შიო და გურამი ახიელს! ასიათას ჰექტარ მიწაზე და იცით, ეს სად ხდება?

სვანეთის უკანასკნელი ბერჩლიანი

ძველ მაჩუბთან, უშბას რომ უყურებს და სულ ცოტა ორას წელს ითვლის, ყოველდღე მიდის. დანგრევის პირას მყოფ სახლს შემოუვლის, აჭედილ კარში შეიჭყიტება, იტირებს და უკან ბრუნდება, ნათესავთან, სადაც დროებით ცხოვრობს. 83 წლისაა. უკანასკნელი ბერჩლიანია. მასთან ერთად გვარიც კვდება. „მამას გვარის გამგრძელებელი რომ არ ჰყავდა, ქალი ორჯერ მოვუყვანეთ, მაგრამ ბედმა არ არგუნა. მამა კარგი მყავდა, მართლა კარგი, ძალიან მიყვარდა. მიწა ბევრი გვქონდა. ყველას ჩუქნიდა. მე ვეუბნებოდი, ყველას კარგი სახლი აქვს, მამა, მ

რუსეთის „ეფესბემ“ ხევსურეთისა და თუშეთის მოსაზღვრე ადგილები სასაზღვრო ზონიდან ამოიღო

რუსეთის უშიშროების სამსახურმა სასაზღვრო ზონიდან ამოიღო რუსეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ითუმ-კალის და შაროის მაღალმთიანი რაიონების რამდენიმე სოფელი და ნასოფლარი, მათ შორის, ცოი-პედე, რომელიც „მკვდართა ქალაქის“ სახელით არის ცნობილი. ამ ტერიტორიაზე ფეხით და სატრანსპორტო საშუალებით შესვლა კონტროლის გავლისა და „ეფესბეს“ ნებართვის გარეშე გახდა შესაძლებელი. „ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის საზღვრების შესახებ“ FSB-ს განკარგულების მიხედვით, რომელიც ძა

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის საგანგაშო მონაცემები ქვემო ქართლში

სკოლამდელი აღზრდა და განათლება არის საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის - საქართველოს კანონმდებლობით განათლების მიღების უფლება სიტყვასიტყვით ასეა გარანტირებული. მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება ბავშვებისთვის - კანონი კი ადგენს, მაგრამ მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კრიტიკულად მძიმე და უთანასწორო ვითარებაა. წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელ განათლებაზე სულ მცირე 979 ბავშვს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ლევან ნაროუშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცახდა, აღნიშნულ პოსტზე მას გიორგი აბუთიძე შეცვლის. „მუნიციპალიტეტში გვაქვს საკადრო ცვლილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ნაროუშვილს თბილისის მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი მუშაობისთვის. ლევან ნაროუშვილი ბოლოს ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს. მან მიიღო გადაწყვეტილე

პირველად საქართველოს ისტორიაში Fia Motorsport Games 2022-ზე ქართველებმა უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს

პირველად საქართველოს ისტორიაში მარიამ დავითიძემ, ნიკა კობოსნიძემ, არჩილ ციმაკურიძემ და მარი წიკლაურმა Fia Motorsport Games 2022-ზე, ერთ-ერთ დისციპლინაში - 4-საათიან კარტინგ ენდურანსის რბოლაში უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს.    მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო რბოლა ვერ გაიარეს სრულად და სტარტი მე-9 პოზიციიდან აიღეს,  თითქმის შეუძლებელი წარმატების მიღწევა შეძლეს და რბოლა მე-4 ადგილზე დაასრულეს.    ბრინჯაოს მედლამდე მათ სულ რაღაც 6 წამი დააკლდათ.   ფედერაციის ყველ

თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს საბიუჯეტო სახსრებით შეისყიდის

თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ შეისყიდის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი ავტობუსების შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება. „სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ჩვენი დაპირებაა დამატებითი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები, როგორც ევროპის

იაგო ხვიჩია - ბევრს მოაქვს თავი ლიბერალად და შეიძლება, მათი მხილება ვიღაცის მიზანი იყოს, მაგრამ ვერ ვხვდები, ამას „ქართული ოცნებიდან“ ვინმე რატომ ვერ გააკეთებდა, ცალკე პარტიის შექმნა რა საჭირო იყო

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ვერ ხვდება, ლიბერალების სამხილებლად ცალკე პარტიის შექმნა რა საჭირო იყო და ამას „ქართული ოცნებიდან“ რატომ ვერავინ გააკეთებდა. იაგო ხვიჩია გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას, რომ „ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მათი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება. „ბევრ ადამიანს მოაქვს თავი ლიბერალად და შეიძლება, მათი მხილება ვიღაცის მიზანი იყოს, მაგრამ ვერ ვხვდები, ამას „ქართუ

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. „მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკ

ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

"მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო. რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბ

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სამხრეთ კორეის ქალაქ სოკჩოსთან ახლოს ზღვაში, 57 კილომეტრის სიღრმეში ჩავარდა. ხოლო კიდევ ერთი რაკეტა კუნძულ ულინდონიდან 160 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. სამხრეთ კორეაში ბირთვული განგაში გამოცხადდა, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა თავშესაფრებში გადასულიყვნენ. ჩრდილოეთ კორეის მხრიდა

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს - ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება

ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „ხალხის ძალის“ წევრები აცხადებენ, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მოძრაობის სამომავლო საქმიან

მტირალას ეროვნულ პარკში ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მტირალას ეროვნულ პარკში წარმატებული სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე ფორსირებისთვის სპეციალური აღჭურვილობა უმოკლეს დროში დაამონტაჟეს და ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს შვი

შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილი ავადმყოფობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება - კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია და მაღალი სიცხე აქვს

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ვარაუდით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული, ისევ გადაიდება. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, რადგან კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტია და მაღალი სიცხე აქვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი პროცესი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს

ბორის ჯონსონი პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე - არა მგონია, ასე მოიქცეს, გიჟი იქნებოდა

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. „არა მგონია, ასე მოიქცეს, გიჟი იქნებოდა“, - აღნიშნა ჯონსონმა. მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენება ნიშნავს, რომ პუტინი "მყისიერად შეიტანს განაცხადს ცივილიზებული ქვეყნების კლუბიდან რუსეთის გასვლის შესახებ". „ეს იქნება სრული კატასტროფა რუსეთისთვის, რომელიც აღმოჩნდება კრიოგენურ ეკონომიკურ ყინვაში“, - აღნიშნა ჯონსონმა.  

9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა - 5704 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, ხოლო დაშავდა 5 746 ადამიანი. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალ
×
×
  • შექმენი...