პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბერდია სიჭინავას განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად გიორგი ამილახვრის დანიშვნა, 7-10 მარტს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, განათლების მინისტრად გიორგი ამილახვრის დანიშვნა ემსახურებოდა ხელისუფლების პირდაპირ გზავნილს, რომ მარტში განვითარებული მოვლენების შედეგად, ხელისუფლებას „გაკვეთილი არ უსწავლია“.
მისივე შეფასებით, განათლების სამინისტროში, მიხეილ
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია“ ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა. ოკუპირებული რესპუბიკის დე ფაქტო უწყების ცნობით „ვიზიტის“ მიზანია შესაბამის სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პირობების შექმნა, სავაჭრო სახლების დაარსება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული კავშირების გამყარება.
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას“.
მანამდე
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ აჰმად ხანისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების ტომოკო აკანეს, როსარიო სალვატორე აიტალასა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესის წინააღმდეგ“, - ნათქვამია რ
მწერალი დავით ტურაშვილი, რომელიც გუშინ, 19 მარტს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გახდა ცუდად, კლინიკიდან გაწერეს. როგორც მისმა შვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი მდგომარეობა ახლა ნორმალურია.
"ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - გვითხრა ანაკო ტურაშვილმა.
ასევე ნახეთ
პაპუაშვილი ტურაშვილზე: სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება
19 მარტს გადაცემა "მე-17 სარ
მარტის აქციების მთავარ სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა, რომელსაც ნანა მალაშხია წყლის ჭავლის წინ აფრიალებს და რომელიც მან წყლის ჭავლთან ბრძოლისას დაკარგა, გამოჩნდა. დროშა, რომელიც ნანას მას შემდეგ გაუვარდა ხელიდან, რაც ჭავლმა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად წააქცია, 28 წლის შოთა კასრაძემ იპოვა.
შოთამ დროშა სწორედ იქ იპოვა, სადაც 7 მარტს, რამდენიმე წუთით ადრე, წყლის ჭავლმა აქციის მონაწილეები დაშალა. თუმცა, მაშინ არ იცოდა, რომ დროშა, რომელსაც დამტვრეული ტარი მოხსნა, გაწურა, დაკეცა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გასული წლიდან მოყოლებული უწყება აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას.
მისივე თქმით, ამ ღონისძიებების ფარგლებში კლინიკებისთვის შესაბამისი სტანდარტები განისაზღვრება.
„კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სტანდარტების განსაზღვრა სხვადასხვა მიმართულებით. წინა შემთხვევაში გ
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. საკითხი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს.
ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე აღარ გაიცემა.
„სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებები არ იგეგმება.
მისი თქმით, აღნიშნული სპეკულაციები მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება.
„ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის სისტემაში ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებისა და კლინიკური სექტორის მოწესრიგების კუთხით რეფორმები. რასაკვირველია, მესმის, რომ დაურეგულირებელი ბაზარი გაცილებით
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე აბრუნებს.
საკითხი უკვე ასახულია მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების და მასში შესაბამისად ცვლილებების შეტანის მიზნით დაბრუნდება.
პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად ნოემბერში განიხილა და
ოცნება ერთ-ერთში რუსული სცენარით, საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ქართულმა ოცნებამ" განათლების მინისტრი შეცვალა, როგორც კი დაინახეს, რომ ახალგაზრდების და სტუდენტების სახით, დარჩენილია თავისუფალი სივრცე , რაზეც ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება.
"განათლების მინისტრი შეცვალეს, როგორც კი ნახეს, რომ დარჩენილია თავისუფალი სივრცე (ახალგაზრდები
ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ეს ჯგუფი ესროდა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილებს" - პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს „სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“.
„ვნახეთ, როგორ "დაიბრენდა" ჯერ დაუწერელი პროექტი რ
ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის თავის რუს კოლეგას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს.
„თემებს, რომლებსაც ეხება [პეკინის სამშვიდობო] გეგმა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეეხებიან უკრაინის საკითხზე აზრთა გაცვლის დროს“, - აღნიშნა პესკოვმა.
სი ძინპინი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდე
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედი დარტყმით დაემუქრა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების თაობაზე გასცა ორდერი უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციასთან დაკავშირებით.
ამის თაობაზე მედვედევმა ტელეგრამში საკუთარ არხში დაწერა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას მან უწოდა „საერთაშორისო სამართლის სისტემის საბოლოო დანგრევა“.
„სავსებით შესაძლებელია წარ
2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის და მისი მეუღლის წლიურმა ხარჯებმა მილიონამდე ლარი შეადგინა. დეპუტატის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გასულ წელს მიწის ნაკვეთია თბილისში, სოფელ შინდისში. ამ ქონებაში პარლამენტარს 798 000 ლარი გადაუხდია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 2314 კვ. მეტრია.
გიორგი ამილახვრის ნაკვეთს ერთ მხარეს ორი ფეშენებული სახლი, მეორე მხარეს კი, კერძო საკუთრებაში არსებული ნ
ეტლით ფარიკაობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა საერთაშორისო არენაზე მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია - იტალიის ქალაქ პიზაში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს დაეუფლნენ.
საქართველოს ნაკრებმა ფინალის გზაზე უნგრეთი და ტაილანდი დაამარცხა, საჩემპიონო შეხვედრაში კი პოლონეთის უძლიერეს გუნდს სძლია, ანგარიშით 45:30.
საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია და ყველა შეჯიბრებაში ერთ-ერთი ფავორიტის რანგში იღებს მონაწილეობას
ევროკავშირი მიესალმება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გაცემის თაობაზე, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„როგორც ხაზგასმით აღინიშნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა 2022 წლის 15 დეკემბერს, ე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა მწერალ დავით ტურაშვილის წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ ჰკითხეს. შალვა პაპუაშვილმა უარყო, რომ ამ კაპანიასთან ხელისუფლებას და მმართველ პარტიას რამე კავშირი აქვს.
მწერალი დათო ტურაშვილი რუსული კანონპროექტების კრიტიკის გამო მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ტელეკომპანია „ფორემულას“ გადაცემაში „მე-17 სართული“ გამოეხმაურა. დათო ტურაშვილი ემოციური გამოსვლის შმედეგ ტელეკომპანიაშ შეუძლოდ გახდ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც პროპაგანდისტული არხის POSTV-ის მიერ მოქალაქეების მიმართ წამოწყებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას ეხმაურება.
ქარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ.
პროპაგანდისტული არხი POSTV, რომლის მფლობელიც უმრავლესობის დეპუტატი და პრორუსული „
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ ეჭვს არ ტოვებს, რომ ამ აგრესიის დასრულება რუსეთისთვის იქნება მისი პასუხისმგებლობის მთელი სპექტრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული კვირა აღინიშნა რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულების მორიგი სერიით, რომელიც დაკავშირებულია მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებთან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელების წინააღმდეგ ტერორ
უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე ძალიან მკაფიო იყო ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის წინსვლისთვის სწორი გზა, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს.
„ჩემს საჯარო განცხადებაში აღვნიშნე, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს მრავალი საქმიანობა საქართველოში რისკის ქვეშ დადგებოდა. დღეს აქ, საკონტაქტო საელჩოში ჩვენთან ერთად არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთა
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში. ეს პირდაპირ არის რადიკალიზმის წახალისება და რადიკალიზმი თუკი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა დამატებით ენერგიას აძლევს რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს.
„ვწუხვარ, ე
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკვე დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა.
ავტორი - თეონა მანა
ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე მასზე და დათო ტურაშვილზე, ბოლო პერიოდში აგორებულ შავ პიარზე კიდევ ერთხელ წერს.
"დღეს უკანასკნელად დავწერ და დაგემშვიდობებით. არავის განვსჯი, ყველას აქვს საკუთარი ლოგიკური არგუმენტი და ფიქრი და ეს ხალხიც გათათხეს და მიწასთან გაასწორეს, 'იუნესკოს საქმე" ადამიანის თითქმის დამართებულ ინფარქტს გაუთანაბრეს, ადამიანისვე დახვრეტის ბრალდებით რომ შეემთხვა, ორგანიზებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად, პირველადი კვლევის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.
„მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდი, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში შენდება. ხიდის ერთ-ერთი ბურჯი 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც
გიორგი მარგველაშვილის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი და თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, გაეკეთებინა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, მარგველაშვილი გაუგებარი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდის.
„რასაც ვხედავ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები სულ უფრო და უფრო არასერიოზული ხდება. ამ ადამიანს თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზ