Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.592
  • comments
    0
  • views
    307.083

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსეთში ტიტულის ჩამორთმევას აპირებენ იმ ვარსკვლავებისთვის, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ

რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო განიხილავს ტიტულის ჩამორთმევას იმ ვარსკვლავებისთვის, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, ვარსკვლავთა შორის არიან ალა პუგაჩოვა, მაქსიმ გალკინი, ანდრეი მაკარევიჩი და სხვები. მოგეხსენებათ, ახლა ეს საკითხი კანონპროექტის ეტაპზეა. თუმცა, თუ ეს კანონი გახდება, ისინი, ვინც საჯაროდ არ დაუჭირა მხარი „სვო“-ს (ასე ჰქვია ომს რუსეთში) „სახალხო“ და „დამსახურებულთა“ რიგებიდან ამოირიცხება. ასევე დაზუსტებულია, რომ

ამერიკელი ქალი ირწმუნება, რომ წითელი ლაქის წასმის შემდეგ, მას პაემნებზე უფრო ხშირად პატიჟებენ

ამერიკელი ქალი ირწმუნება, რომ წითელი ლაქის წასმის შემდეგ, მას პაემნებზე უფრო ხშირად პატიჟებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.  „წითელი ფერის ლაქის თეორია - რეალურია. მას შემდეგ რაც წითელი ლაქის წასმა დავიწყე, უამრავი მამაკაცი მპატიჟებს პაემანზე", -  ამბობს მელის მარტინო.  ნუნუკა სუხიაშვილი

აშშ-ში კაცი, რომელმაც ციხეში 38 წელზე მეტი გაატარა, უდანაშაულო აღმოჩნდა

აშშ-ში კაცი, რომელმაც მკვლელობისთვის ციხეში თითქმის ოთხი ათეული წელი გაატარა, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა სხვა პირის დანაშაულზე მიუთითა. ინფორმაციას  BBC  ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, მორის ჰასტინგსი 1983 წელს კალიფორნიაში რობერტა უაიდერმაიერის მკვლელობისთვისა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ის შტატების ციხეში სასჯელს 38 წელზე მეტხანს იხდიდა. თუმცა, დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა მიუთითა სხვა პირის დანაშაულზე, რომელიც ციხეში 2020 წელს გარდ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში ბრიტანეთს ადანაშაულებს. „ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ბრიტანეთშიც. ლონდონი რუსეთს „ეპიკური მასშტაბის ტყუილშ

ნედ პრაისი - 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს, ის არ არის სანდო პარტნიორი

2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა, სომხეთ აზერბაიჯანთან დაკავშირებით, ამზადებს თუ არა ამერიკა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს და თუ ასეა, რით განსხვავდება ის პუტინის სამშვიდობო ვერსიისგან, როგორია მათი მოლოდინები სოჭის შეხ

უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 52 დამცველი დააბრუნა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან“

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 52 უკრაინელი სახლში დაბრუნდა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა. "ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. განვახორციელეთ ტყვეების მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 52 ჩვენი ადამიანის - ოფიცრების, მედიკოსების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების გათავისუფლება. მათ შორის - უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი, ორი "აზოველის" ჩათვლით, საზღვაო ძალების

სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს

სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახლახო დამცველის აპარატი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსე

2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ახლა მკაცრი საერთაშორისო რეაქციაა საჭირო. როგორც გაეროს, ისევე სხვა დონეებზეც, მათ შორის “დიდი ოცეულის” დონეზე. როგორ შეიძლება რუსეთი G20-ში სხვა სახელმწიფოებს შორის იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის? ეს ნონსენსია. “დიდ ოცეულში” რუსეთის ადგილი არ არის”, - გან

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. მომხდარზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 23 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.

რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა

რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ე.წ." მარცვლეულის გარიგებაში ", რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტს ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. რუსეთის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სევასტოპოლში რუსულ სამხედრო გემებზე შაბათს დრონებით განხორციელებულ თავდასხმას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავს დაესხნენ გემებს, რომლებიც "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ. რუს

გენერალი ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც ლიმანის დაცემის გამო კრიტიკა დაატყდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის ჯარების დაჯგუფება "ცენტრს" მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ამის შესახებ იტყობინება სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "გროზნო", RBC და Moscow Times-ი თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს. ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ლაპინი დაადანაშაულა ქალაქ ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევასა და ქალაქზე კონტროლის დაკარგვაში. "სირცხვილი ის კი არ არის, რომ

სეულში, ჰელოუინის დღესასწაულის დროს მომხდარ ჭ####ტაში 120 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭ####ტის შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 100 დაშავდა. ამის შესახებ The Korea Herald-ი იტყობინება. დაზარალებულები იტჰევონის რაიონში მდებარე სასტუმრო "ჰამილტონის" მახლობლად ვიწრო ქუჩაზე შეკრებილ ხალხის მასიდან იყვნენ. როგორც Associated Press-ი წერს დაზარალებულთა დასახმარებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი მაშველია ჩართული. სეულის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს საზღვართან დააკავეს ოთხი დაღესტნელი და, რომლებიც ოჯახში ძალადობას გამოექცნენ

რუსს მესაზღვრეებს უკვე ხუთ საათზე მეტია, რაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე დაკავებული ჰყავთ და საქართველოში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მცხოვრებ ოთხ დას. ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევები, ამინატ გაზიმაგომედოვა და ფატიმატ მაგომედოვა დააკავეს საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას. გოგონები აგვისტოში ოჯახში ძალადობას გამოექცნენ. მესაზღვრეები ამბობენ, რომ მათ წასაყვანად ნათესავები მოდიან. ამის შესახებ მათ შეატყობინეს კრიზისულ ჯგუფ IC SOS-ი, რომელიც გოგოებს დახმარებ

„დოიჩე ველე“ - ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“, ევროკავშირის იუსტიციის კომისარის, დიდიე რეინდერსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ამ დრომდე გაყინულია 90 ადამიანის აქტივები, 17 მილიარდ ევროზე მეტი შვიდ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის 2,2 მილიარდი გერმანიაშია“, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციების რვა პაკეტი დაუწესა. უკრაინელი პოლიტიკოსებ

ანდრეი ერმაკი - რუსეთის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა დამნაშავეების აგონიაა - მათი დრო დასასრულს უახლოვდება

რუსეთის ფედერაციის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა დამნაშავეების აგონიაა, რომელთა დროც დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს. “რუსული შანტაჟის პრიმიტულობა ყველაფერში. ბირთვული შანტაჟი, ენერგეტიკული, სასურსათო… “ბინძურ ბომბზე” გამოგონებები, რომლებზეც მთელი მსოფლიო იცინის. გამოგონილი ტერაქტები საკუთარ ობიექტებზე… ყველაფერი ძალიან მარტივი და პროგნოზირებადია. დამნაშავეების აგონიაა, მათ არ შეუძლიათ გაიგონ, რომ

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც რამზან კადიროვი არაკომპეტენტურს უწოდებდა, თანამდებობიდან გადააყენეს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ Moscow Times რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ. კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის “ჩაბარებისთვის” და ე.წ. დონ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს

ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა. „დღეს მტერთან ანგარიშს აბარებენ მობილიზაციის თითქოს და დასრულების შესახებ. თითქოს ფრონტზე ახალი ტალღის გაშვების საჭიროება არ აქვთ. ჩვენ წინა ხაზზე სრულიად სხვა რამეს ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენს პოზიციებზე ზეწოლას ცდილობს მობილიზაციის გამოყენებით, მაგრამ ი

რუსთავში, დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო- დახმარების ბრიგადამ ისინი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს სხეულზე დაჟეჟილობები და ფეხის მოტეხილობა ჰქონდა, შემდგომი გამოკვლევისა და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმ

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში 300-მდე ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმების შედეგად, დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, 60-მდე დაჭრილი კი გორლოვკას სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამენკ

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი თემი - ნიკოპოლი, მარგანეცი და მიროვსკოე დაბომბეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ წერს. “ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზარალდა, დაშავებულია 39 წლის მამაკაცი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - წერს რეზნიჩენკო. მისივე ინფორმაციით, ქალაქში 8 მრავალსართულიანი და კერძო სახლები, რამდენიმე მაღაზია, ავეჯის ქარხანა, სასტუმრო, ავტობუსის გაჩერება, გაზსადენი და ელექტრო ქსელები

„აზოვის“ მებრძოლი - როდესაც „აზოვსტალში“ ვიყავით, სიკვდილის აღარ გვეშინოდა - როდესაც გამოვდიოდით, ეს იყო შოკი, არ გვჯეროდა, რომ იქიდან გამოვიდოდით

ომი არა მხოლოდ მარიუპოლში, მთელს ფრონტზე მიდიოდა, კიევთან იყო ჯარი და თუკი დედაქალაქი დაეცემოდა, მაშინ არავითარი ტერიტორია აღარ დაგვრჩებოდა - ჩვენ მივიზიდეთ საკუთარ თავზე მტრის 14 000-იანი შენაერთი. 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შესაძლებლობის და ტექნიკის მქონე შენაერთი შევბოჭეთ და არ მივეცით ადგილიდან დაძვრის საშუალება,- ამის შესახებ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა „აზოვის“ პოლკის მებრძოლმა ანატოლი ეგოროვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. აზოვის მებრძოლ

თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს" ტოვებს

საქართველოს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" რიგების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის მიზეზად ასახელებს პარტიის დისტანცირებას მხრიდან საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებისგან, რომელიც შეეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ 12-პუნქტიან პირობას. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია "რესპუ

მედია ნენსი პელოსის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ახალ დეტალებს ავრცელებს

მედია აშშ-ის წარმომადგენელთა სპიკერის ნენსი პელოსის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ახალ დეტალებს ავრცელებს. ამერიკული მედია მომხდარის დეტალებს ავრცელებს. მათი ცნობით, დამნაშავე ჩაქუჩით იყო შეიარაღებული და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ეძებდა. ამერიკული მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი ყვიროდა „სად არის ნენსი?!“. შემდეგ ის შეეცადა, პელოსის მეუღლე გაეკოჭა და თქვა, რომ ის „ნენსის დაელოება“. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის სახლში უცნობი პირი დღეს შეიჭრა და

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სასტიკი შეტაკებების შესახებ იუწყებიან

დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის 28 ოქტომბერს კვლავ მოხდა შეტაკება ირანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ზაჰედანში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება არეულობა. ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა იფეთქა მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 16 სექტემბერს გარდაიცვალა 22 წლის მაჰსა ამინი, რომელიც მორალის პოლიციამ ვითომ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააპატიმრა. ოთხი კვირის წინ ზაჰედანში შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ოსლოში დაფუძნებული ჯგუფი Iran Human Rights-მა
×
×
  • შექმენი...