Jump to content
Planeta.Ge

კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები უკვე ცნობილია


Cannes 2023-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია.

რიგით 76-ე კინოფესტივალი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის ჟიური, რომელსაც შვედი რეჟისორი, რუბენ ოსტლუნდი თავმჯდომარეობდა, მაროკოელი რეჟისორის, მერიამ ტუზანის, ფრანგი მსახიობი დენის მენოშეს, ბრიტანელ-ზამბიელი სცენარისტ და რეჟისორ რუნგანო ნიონის, ამერიკელი მსახიობების, ბრი ლარსონის და პოლ დანოს, ავღანელი ავტორის ატიკ რაჰიმის, არგენტინელი რეჟისორის, დამიენ სზიფრონის და ფრანგი რეჟისორის, ჯულია დუკარნაუს შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული.

ოქროს პალმის რტო გადაეცა ჟუსტინ ტრიეს ფილმს – „დაცემის ანატომია” („Anatomy of a Fall”).

publika.ge-349526506-918078252587813-623
(Photo by Patricia DE MELO MOREIRA / AFP)

გრან პრის მფლობელი გახდა ჯონათან გლეიზერის ფილმი – „The Zone of interest”.

publika.ge-349304665-183252771011770-266
Grand Prix winner : THE ZONE OF INTEREST de/by Jonathan GLAZER

ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა აკი კაურისმაკი ფილმისთვის Fallen Leaves.

publika.ge-349321765-615135427249671-375

საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი მიიღო TRAN ANH Hùng-მა ფილმისთვის LA PASSION DE DODIN BOUFFANT. საუკეთესო სცენარისთვის კი დაჯილდოვდა „მონსტრი“ – კორე-ედა ჰიროკაძუ.

საუკეთესო მსახიობების ჯილდო მიიღეს მერვე დიზდარმა (ნური ბილგე ჯეილანის KURU OTLAR USTUNE-ში) და კოჯი იაკუშომ (ვიმ ვენდერსის „იდეალური დღეები“).

publika.ge-349700292-1465371120944243-53
(Photo by Kristy Sparow/Getty Images)

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...