Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.249
  • comments
    0
  • views
    699.375

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შსს - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა

ხაშურის მერი - დაბა სურამში, სადაც მეწყრული საშიშროების გამო, წუხელ 40 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, გეოლოგები მუშაობენ - წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა, მასა შეჩერებულია

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, თენგიზ ჩიტიაშვილის განცხადებით, დაბა სურამში, სადაც მეწყრული საშიშროების გამო, წუხელ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, გეოლოგები მუშაობენ. როგორც მერი განმარტავს, თუ რა პერიოდში შეძლებს მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ეს უცნობია, ვინაიდან ისინი გეოლოგების დასკვნას ელოდებიან და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. „წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა, არ განვრცობილა, ისევ ისეა ის მასა შეჩერებული, ახლა უკვე გეოლოგე

ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებიდან ერთი „იმედის“ ოპერატორი, ორი კი მფრინავია

სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. რაც შეეხება დანარჩენ ორ გარდაცვლილს, ისინი მფრინავები არიან. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექ

„საქართველოსთვის“ - სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენი მოსაზრება დაადასტურა, შესაბამისად, პრეზიდენტის შემოთავაზებულ პლატფორმაზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ

პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არ იღებს მონაწილეობას პრეზიდენტის შეთავაზებულ პლატფორმაში და აცხადებს, რომ მათი მოსაზრება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ განცხადებაში დაადასტურა. პარტია აცხადებს, რომ ვერ დაუშვებს, მიხეილ სააკაშვილის „პოლიტპატიმრობაზე სპეკულაცია კიდევ ერთხელ გამოიყენონ“ ქვეყნის ევროპული მომავლით სავაჭროდ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვისა და საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების საკითხის განხილვის წინ. ამა

ბექა ლილუაშვილი - „ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის საკითხს დაუკავშირა ქვეყნის განვითარების საკითხები, მათთან მომავალზე სასაუბროდ ვერ დავსხდებით, „ოცნებას“ კი არ ეყო პასუხისმგებლობა ეთქვა, რომ თუ ერთიანობის ქარტიაა, „აგერ ჩვენ“

ვინც გუშინ პირდაპირ აზიანებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, დღეს ვერ დავსხდებით და ვერ ვისაუბრებთ მომავალზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ჩიხური სიტუაციიდან გამოყვანის მიზნით „ერთობის პლატფორმა“ უნდა შეიქმნას. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანახა საზ

პარტია „საქართველოსთვის“ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივას არ შეუერთდება

პარტია „საქართველოსთვის“ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არ შეუერთდება. პარტიის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ამ პლატფორმაში მონაწილეობენ ადამიანები, რომელთათვისაც ევროინტეგრაციაც და არჩევნებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული. ამის მიუხედავად, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, მისი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს და მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზი

ვინ არ შეუერთდება პრეზიდენტის „ერთობის პლატფორმას“

პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის ინიციატივას მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ არ შეუერთდება. ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა დაწერა. მისი თქმით, პარტია იზიარებს პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებს, თუმცა არ ეთანხმება საერთო პლატფორმას ისეთ პარტიებთან, რომლებიც ევროპული მომავლის წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ასახელებენ. „გამარჯვების კოალიციაში“ ენმ-სთან ერთად მყოფმა გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ დიდი ერთობისთვის მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეი

მეწყრის გამო დასავლეთ საქართველოსკენ მატარებლების რეისები უქმდება

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მოლითში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ხვალ და დღეს დასავლეთ საქართველოსკენ და დასავლეთ საქართველოდან რეისები გაუქმდა. „უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში. უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები: თბილისი-

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. მედია წერს, რომ ბლინკენის დისკუსიების ფსონი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც გუშინ „ჰამასმა“ მძევლების გასათავისუფლებლად პარიზში შემუშავებულ შეთანხმებაზე პასუხი გამოაქვეყნა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურ პირებთან ის „ჰამასის“ კონტრშეთავაზებას განიხილავს. „კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ კვლავ მიგვაჩნია, რომ შეთანხმება შესაძლებელია და, მა

შსს-ს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 3 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, მიმდინარეობს 6 პირის ძებნა-შველის სამუშაოები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 3 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს 6 პირის საძიებო სამუშაოები. „იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგ

იმერეთის გუბერნატორი - ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და 4 სახლი მოიყოლა, ვეძებთ 6 ადამიანს - მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. მაშველები ამ დროისთვის 6 ადამიანს ეძებენ. როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, რომელმაც ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიქცია. „ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და პირველ რიგში, მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ფაქტია, რომ ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს თავს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პლატფორმაში (ვიდეო)

"ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს თავს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პლატფორმაში." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/865811621893522/

„ძალიან აწყობთ, მაგრამ ამაოდ" — ზურაბიშვილის თქმით, არც ერთი ძალის ლიდერი არ იქნება

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა – თქვა, რომ რჩება თანამდებობაზე, რჩება ფიცისა და კონსტიტუციის ერთგული. ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ვერაფერმა გატეხა“. ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ არ იქნება არცერთი პოლიტიკური ძალის წევრი, არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციურ ლიდერად. ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ არ აპირებს არავისთან შეჯიბრებას იმაში, თუ რა წვლილი მიუძღვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, მისივე თქმით, ეს საქართველოს მიღწევაა და „გარჩევების დრ

გახარიას პარტია პრეზიდენტის შეთავაზებულ ფორმატს არ შეუერთდება

გიორგი გახარიას თანაგუნდელი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს. ბუჩუკური აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგი, სწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებით და ფაქტობრივად დაემთხვა მათი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებს. დეპუტატის თქმით, „საქართველოსთვის“ გააგრძელებს პრეზიდენტის ინსტიტუციის მხარდაჭერას, სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას და მიიჩ

სიჭინავა - პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ, განსაკუთრებით იმ ხალხთან, ვინც ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდა (ვიდეო)

"ჩვენთვის საქართველოს ევროპული მომავალი არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენთვის თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროპაში. მაგრამ ეს ფორმატი გაუგებარია, ამიტომ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. განსაკუთრებით იმ ხალხთან ერთად არის გაუგებარი, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ."  ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართვე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელი, რომელიც ამ სფეროში მომუშავე 60-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, განცხადებას ავრცელებს და „ილო ბეროშვილის ღამის შოუს“ მოუწოდებს, შოუში გასული ვიდეოს გამო ბოდიში მოიხადოს შშმ პირთა წინაშე.  საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქსელის ამ განცხადებას „მთავარი არხი” გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ხუმრობა უკვე წაშლილია ვებ და სოციალური მედიის გვერდებიდან.

„უარესდება პაციენტთა უფლებრივი მდგომარეობა" | სამინისტრომ მეტადონის გატანება შეზღუდა

ჯანდაცვის სამინისტრომ ოპიოიდებით ჩანაცვლებით პროგრამებში ჩამანაცვლებელი პრეპარატის (მეტადონი, სუბოქსონი) გატანა უფრო შეზღუდა. 24 იანვრამდე არსებული რეგულირებით, ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის ჩანაცვლებითი პრეპარატის მიღება/გატანა შეეძლოთ. განხორციელებული ცვლილებით კი პაციენტისთვის მისაწოდებელი პროდუქტის ულუფა 1 დღის ოდენობამდე შემცირდა. ცვლილება აგრეთვე შეეხო განსაკუთრებულ

EU-მ გააუქმა გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილი, რომლებმაც ფერმერთა პროტესტები გამოიწვია

ევროკავშირი უარს იტყვის გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილზე, რომელთა გამოც ბლოკის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში, ბოლო ხანია, ფერმერების აქტიური პროტესტები მიმდინარეობს. Financial Times წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უქმდება სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების განახევრების გეგმა. პესტიციდები — ქიმიური ნაერთები, რომელსაც იყენებენ მცენარეთა მავნებლების, მარცვლეული კულტურების, მერქნის, ბამბის, შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, აგრე

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში | სრულად

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ წარდგა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ პრეზიდენტის სიტყვას სრულად:

რუსეთის დაბომბვას ხარკოვის ოლქში 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

მაშველებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ზოლოჩოვში, ნანგრევებში, ორი თვის ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 6 თებერვლის ღამეს რუსულმა ჯარმა სოფელი ორი C-300 ტიპის რაკეტით დაბომბა, რის შედეგადაც დაზიანდა შვიდი სახლი, 19 სამოქალაქო ობიექტი, ორი ადმინისტრაციული შენობა და ხუთი ავტომობილი. ნანგრევების ქვეშ ასევე მოყვა სამი ახალგაზრდა ქალი. მათ შორისაა დაღუპული ჩვილის დედა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხარკოვის სამხედრო ადმინი

ბრიტანეთის მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა, წერს „ბი-ბი-სი“ ბუკინგემის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით. განცხადებაში არ არის აღნიშნული, რისი სიმსივნე აქვს მეფეს. ოფიციალური ცნობებით, მკურნალობა ჩარლზმა ორშაბათს დაიწყო და გარკვეული პერიოდი საჯაროდ არ გამოჩნდება. მეტი დეტალი მეფის მდგომარეობაზე არ ვრცელდება. ცნობილია, რომ აქამდე იგი პროსტატის მკურნალობას გადიოდა, თუმცა სიმსივნე აღნიშნულს არ უკავშირდება. „მეფე პოზიტიურადაა განწყობილი და ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება მ

ხულოსა და ქედაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთ-ერთი უბნის ინსპექტორია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხულოსა და ქედაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის შსს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული პირი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძეა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ზვავის ჩამოწოლისას საკუთარ სახლში იმყოფებოდა. „შინაგან ს

პრეზიდენტი - საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას - ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!

საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას! - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დასკვნით სიტყვაში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით „იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს?!“ როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ერთადერთი მომავალი არის ევროპაში გაწევრიანება. „იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმ

სტამბოლში, სასამართლოს შენობაზე შეიარაღებული თავდასხმის მცდელობისას 6 ადამიანი დაიჭრა, ლიკვიდირებულია 2 თავდამსხმელი

სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოსთან სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი დაიჭრა, - ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი ერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი - ქალი და მამაკაცი. შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სასამართლოს შენობის შესასვლელთან, დაცვის პუნქტზე განახორციელეს. ერლიკაიას ინფორმაციით, თავდამსხმელები რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარ

ბექა ლილუაშვილი - ივანიშვილის შემობრუნება წყალში ჩაეყარა "ოცნებას", თვეზე მეტია ვერ ბედავს ვერც ივანიშვილი და ვერც მისი რომელიმე თოჯინა დებატებში დაჯდომას (ვიდეო)

"ივანიშვილის შემობრუნება წყალში ჩაეყარა "ოცნებას", თვეზე მეტია ვერ ბედავს ვერც ივანიშვილი და ვერც მისი რომელიმე თოჯინა დებატებში დაჯდომას, პასუხის გაცემის რესურსიც კი არ აქვთ. ვნახეთ, რა ცლილების შეტანის შესაძლებლობა აქვს ივანიშვილს როგორც მთავრობაში, ასევე პროგრამაში, ნულოვანის. ყველას მოვუწოდებ, თქვენ საქმეს მიხედეთ, ჩვენ ჩვენი გეგმის მიხედვით მივდივართ. თუ არა და გეყოთ გამბედაობა, გამოდით და დაუჭირეთ მხარი ჩვენს ინიციატივას ბარიერის გაზრდასთან დაკავშირებით, იქ გამოჩნდება ყველაფერი, ვ
×
×
  • შექმენი...