Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს - როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმოწერილ რომელიმე პარტიას, ხმას ვაძლევთ ევროპულ მომავალს


თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები რეალურად რეფერენდუმი იქნება, სადაც უნდა ვუპასუხოთ კიტხვას: „გვინდა თუ არა ევროპა“?

„საჭიროა სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით ეს რას ნიშნავს: ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. იმის მერე,რაც ხელს მოაწერენ ერთობლივ ქარტიას, პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება. ეს უკვე მე არ მეხება.

დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ ძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, თავისი პროგრამა, თავისი მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ არა ის, ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას. სწორედ ამიტომ ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმოწერილ რომელიმე პარტიას, რეალურად ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას, ე.ი. ევროპულ მომავალს“, - განახადა სალომე ზურაბიშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...