Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.346
  • comments
    0
  • views
    706.528

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

წვევამდელებისთვის სამხედრო სამსახურის ვადა შემცირდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. კოდექსის თანახმად, იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერე

ვინ არის კაცი, რომელმაც ოსლოში რუსი დიპლომატები საჰაერო განგაშის სიგნალით გააღვიძა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე 73 წლის ნორვეგიელმა კაცმა შეთილ ქრანმა პროტესტის ორიგინალური ფორმა მოიფიქრა და ოსლოში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ძილი საჰაერო განგაშის სიგნალებით დაუფრთხო. როგორც ნორვეგიული გამოცემა Nettavisen წერს, ნორვეგიის მოქალაქემ გვიან ღამით პორტატული სპიკერით ხელში იმ საცხოვრებელ კომპლექსს მიაშურა, სადაც რუსეთის ელჩი და საელჩოს პერსონალი ცხოვრობს: „მინდოდა ისინი გამომეღვიძებინა როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მათ თვალი უნდა გაუსწორო

დეპუტატ ხელაშვილს მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია მიმართავს

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს მიმართავს და მოუწოდებს ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ. „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მიმართავს მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს, ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობაშიც, წლების მანძილზ

„გვჯერა, არ დაუჭერთ მხარს ამ კანონს" - თალაკვაძეს ყოფილი კოლეგები მიმართავენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს ყოფილი კოლეგები ღია წერილით მიმართავენ. ისინი მოუწოდებენ თალაკვაძეს, რომ მხარი არ დაუჭიროს რუსულ კანონს და შეეწინააღმდეგოს მის მიღებას საქართველოში. გთავაზობთ განცხადებას: „ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია, თუმცა, ამ წლების განმავლობაში, ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძელით მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განმტკიცება, როგორიცაა – თავისუფალი მედია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო ეფექტური თვითმმართველობა და

რას ნიშნავს პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტი „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ და რატომ არის საჭირო ამ კანონპროექტის მიღება (ვიდეო)

რას ნიშნავს პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტი „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ და რატომ არის საჭირო ამ კანონპროექტის მიღება   forgeo.mp4

სოფო ხორგუანი - სახელმწიფომ, გიული ალასანიას გადასცა ქონება - ჩვენი, ყველას საერთო საკუთრება უკანონოდ და მაქვს უფლება, ამ აქტების არარად აღიარება მოვითხოვო (ვიდეო)

„სახელმწიფომ პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას, გადასცა ქონება, ჩვენი ყველას საერთო საკუთრება, უკანონოდ. მაქვს უფლება, ამ აქტების არარად აღიარება მოვითხოვო”, - სოფო ხორგუანი გადაცემაში - "თავისუფალი სივრცე " 10000000_643563034156142_3932109117549494329_n.mp4

მიხეილ ყაველაშვილი - თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ, ასეთი ევროპა მე არ მინდა

თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ, ასეთი ევროპა მე არ მინდა, არ მინდა ასეთი მოქალაქეები, რომლებიც თვალდახუჭული ყველაფერს ენდობიან - მე მჯერა იმ ევროპის, რომელიც ამ ჩვენ პრინციპებს სწორად გაიგებს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. ყაველაშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში ევროპული ღირებულებებია ის, რასაც ისინი აკეთებენ. „თუ ასეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ და ევროპა რასაც გვეტყვის, ის აპრიორი სამა

კახა კალაძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - მივესალმები, იმიტომ, რომ აქ საუბარია გამჭვირვალობაზე, არაფერი არის პრობლემა - თუ აშშ-ში კარგად მუშაობს, საქართველოში რატომ იქნება ცუდი, ამ არგუმენტებს ვერ ვისმენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პარტია „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მიესალმება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არის მცდელობა, რომ ეს კანონპროექტი "შეფუთონ", როგორც რუსული. „მე მივესალმები აღნიშნულ კანონპროექტს იმიტომ, რომ აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, არაფერი არის პრობლემა. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სადაც ასეთი კანონპროექტი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში

პარტიამ „საქართველოსთვის“ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დაარეგისტრირა „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტი

პარტიამ „საქართველოსთვის“ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დაარეგისტრირა „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლების კანონპროექტებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობას აწესებს საქართველოს ერთადერთი მტრის - რუსეთის გავლენების წინააღმდეგ საქართველოში.     კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში რუსეთის ფარული გავლენების წყაროების, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების და მათი განმახორ

საგზაო სამუშაოების გამო, ლარსის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

ვერაზე, ლარსის ქუჩაზე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება. ნაწილობრივი შეზღუდვა პირველი აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის.

„ცრუ დილემა“ – პაპუაშვილი რუსული კანონის გამო EU-ს კანდიდატის სტატუსის დაკარგვაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ცრუ დილემას” უწოდებს იმას, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება, შესაძლოა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაკარგვის საფუძველი გახდეს. ამის შესახებ მან დღეს, პირველ მარტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ელჩების ინიციატივით პარლამენტში გაიმართა და სწორედ აღნიშნულ კანონპროექტს შეეხებოდა. საუბარია კანონპროექტზე, რომლის მსგავსი კანონიც რუსეთში 2012 წელს მიიღ

საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი სარკინიგზო ავარიის შემდეგ გადადგა

საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი გადადგა სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ. „ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა [გადადგომა] და მინიმალური პატივისცემის ჟესტი იმ ადამიანების ხსოვნისადმი, რომლებიც ასე უსამართლოდ დაიღუპნენ“, — განაცხადა კარამანლისმა და დასძინა, რომ პასუხისმგებლობას იღებს საბერძნეთის სახელმწიფოსა და პოლიტიკური სისტემის დიდი ხნის შეცდომებზე. „ფაქტია, რომ ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ საბერძნეთის რკინიგზა 21-ე საუკუნის სტანდარტებთან შეუთავსებელ მ

დღეს, 2 მარტს საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა

1947 წლის 2 მარტს საქართველოს ეროვნული გმირი, გურამ გაბესკირია დაიბადა. ეთნიკური აფხაზი გაბესკირია 1992 წელს სოხუმის მერი გახდა და 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში. 1993 წლის 27 სექტემბერს, იმ დღეს როდესაც ქალაქი სოხუმი რუსებმა და აფხაზებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან (ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, მამია ალასანია და სხვები) ერთად,

გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე

74 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი, ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე. ინფორმაციას სეფერთელაძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. თამაზ სეფერთელაძემ ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, მალხაზ თავართქილაძესა და დავით აბესაძესთან ერთად, ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“. სწავლის დასრულების შემდეგ, 1972 წლიდან თამაზ სეფერთელაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამშენებლო სფეროში. 1991 წელს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, 19

დაინახეს, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით ქვეყანა დიდი ალბათობით მიიღებს სტატუსს, კანონპროექტით პროცესს აფეთქებენ - გახარია

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ აგენტების შესახებ უმრავლესობის დეპუტატების კანონპროექტის ინიციირებას ერთი ახსნა აქვს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. „როდესაც საქართველოს მთავრობამ დაინახა და მიხვდა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი უბრალოდ ააფეთქონ. მე არ ვიცი, ამას რა უნდა დავარქვათ. ამას სხვა ახსნა არ აქვს.. არც დროს, როდესაც ეს კეთდე

ჯანდაცვის მინისტრი - დღესაც მივდივართ აფთიაქებში და გვეუბნებიან, რომ თურქულ წამლებზე დეფიციტია, ჩვენ ამას სხვადასხვა წყაროებით ვამოწმებთ და რეალურად დეფიციტი არ არის

დღეს ქვეყანაში არის თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების საკმარისი რაოდენობა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქებმა, თურქული მედიკამენტების ფასი კვლავ დაწიეს და საწყის ნიშნულს დაუბრუნეს, ზოგიერთ აფთიაქში, ახლა ხელოვნური დეფიციტია შექმნილი. „დღესაც მივდივართ აფთიაქებში და გვეუბნებიან, რომ დეფიციტია. ჩვენ ამას სხვადასხვა წყაროებით ვამოწმებთ და რეალურად დეფიციტი არ არის. ქვეყანაში, საკმარისი რაოდე

„აგენტებზე“ კანონმა შეიძლება უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაცია გამოიწვიოს - ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ასოციაციის განცხადებით, კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიცირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით. „როდესაც ფართო საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსე

პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს

პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით

„არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს“ - სათემო ორგანიზაციები ქვემო ქართლის მაჟორიტარებს

ქვემო ქართლში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და აქტივისტები რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს – გოგი მეშველიანს, ზაურ დარგალს და ირაკლი შატაკიშვილს წერილით მიმართავენ. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად: განცხადებას ხელს აწერენ: ოლნისის ქალთა სათემო რადიო WW – მარიკო წიქორიძე ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge – მანონ ბოკუჩავა სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია – ინგა პაიჭაძე პროფესიო

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც გორგოძემ აღნიშნა, 2023 წლის საგამოცდო პროცესში ჩართვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლა. მისივე განმარტებით, ეს შესაძლებლობა ამჟამად აბიტურიენტებს, მაგისტრანტობისა და

ადმინისტრაცია - სამწუხაროდ მივიჩნევთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული - ძნელი გასაგებია უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის განხილვების გარეთ დატოვება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული.ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინსიტრაციის განცხადებაში. განცხადების თანახმად, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის განხილვების გარეთ დატოვება. „განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან

ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ და სთხოვენ, წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას. მიმართვას ნიკოლოზ სამხარაძის 40-მდე ყოფილი სტუდენტი აწერს ხელს. უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც „ნეტგაზეთს“ თავად ხელმომწერებმა მიაწოდეს: წერილს ხელს აწერენ სტუდენტები: აბრამაშვილი ვანო — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015; 2016-2018 გაბიძაშვილი ირ

შალვა პაპუაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს

კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს - არც გუშინდელ და არც დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა არ ყოფილა შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამჭვირვალობას, პირიქით, აქ არის ურთიერთგაგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის სტიგმატიზება ხდება.

მარკ კლეიტონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული - ეს არ შეიძლება იყოს სწორი

გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღე გაეროს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციის იმპლემენტაციისთვის საქართველოს მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების ღონისძიებაზე ვისაუბრე. მოხარული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობას საქართველოს მთავრობასთ

კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე - ვინც ხმას მისცემს ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი

ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მწერალთა სახლში “რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის” გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. დიპლომატის თქმით, საქართველოს გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტების „არცერთი ვერსია არ სჭირდება“. “აქ რეალური კითხვაა - რა არის საქართველოს ინტერესებში? ნათელია, რომ ს
×
×
  • შექმენი...