გაერთიანებულ სამეფოში არალეგალურად თუ ჩამოხვალთ, დარჩენის შესაძლებლობა არ გექნებათ,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„არავის შეეპაროს ეჭვი, რომ თუ არალეგალურად მოდიხართ, თქვენ დარჩენის საშუალება არ გექნებათ“, – განაცხადა რიში სუნაკმა.
სუნაკის ეს განცხადება წინ უსწრებს ახალი კანონპროექტის წარდგენას, რომელიც ლა მანშის გავლით ევროპიდან დიდ ბრიტანეთში მიმავალი მიგრანტების პრობლემის გადაჭრას უნდა მოემსახუროს.
"ამერიკის ბარის ასოციაციის" იურისტი მეთიუ სანდერსონი, რომელიც შეერთებულ შტატებში "ფარას" რეფორმირებაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია, ამერიკული კანონის არსს და მიზნებს განმარტავს. ის ამბობს, რომ რუსული კანონისგან განსხვავებით, 85 წლის განმავლობაში ამერიკაში "ფარა" სამოქალაქო საზოგადოების არცერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული. სანდერსონი ამბობს, რომ კანონის ტექსტი რეალური ასლი რომც იყოს, თუ საერთო სურათის და ისტორიის გათვალისწინება არ მოხდება, ის სხვა ქვეყანაში ვერ ი
ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე „ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს და რომელიც საქართველოს მოქალაქეებს „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად“ გამოაცხადებს, ხელს შეუშლის მეცნიერების განვითარებას.
„საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ ინიციირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ყოველმხრივ საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის. ამ დღეებში ბევრი გამოვიდა, ვინც სერიოზულად ფიქრობს საქართველოს წინსვლასა და კეთილდღეობაზე, და ღიად გამოთქვა თავისი უარყო
რუსული ძალების მიერ, ამ დროისთვის, სულ მცირე 13 000 უკრაინელი ბავშვის რუსეთში დეპორტაცია მოხდა.
ამის შესახებ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას უკრაინელმა დეპუტატმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განაცხადა.
„ეს არის გენოციდის ნაწილი, რომელსაც რუსები უკრაინელი ერის წინააღმდეგ ახორციელებენ“, - განაცხადა კლიმპუშ-ცინცაძემ.
უკრაინელი დეპუტატის თქმით, ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი ერთი კვირით ე.წ საზაფხულო ბანაკებში ან საარდადეგო ბანაკებში წაიყვანეს, შემდეგ კი აღარ დაბრუნებულან.
ამასთან, კლიმპუშ-ცინ
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აანალიზებს ამერიკულ კანონს უცხოური გავლენის შესახებ და ასევე განმარტავს, არის თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტები ამერიკული კანონის მსგავსი და რა შემთხვევაში იმუშავებს ის ქართულ პრაქტიკაში.
„ძალიან საინტერესო ფაქტებს მოვიყვან, რაც ამ რეესტრის დათვალირებისას ვნახე.
რეესტში ამ ეტაპზე მხოლოდ 736 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული
მათი უდიდესი უმეტესობა (ალბათ 90 პროცენტი) კომერციული
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლები რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ უკიდურესად შეწუხებულნი არიან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.
„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ოფიციალური ანკარა ბევრს მუშაობს გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გასაგრძელებლად.
მედიის ცნობით, შეთანხმება გასული წლის ნოემბერში გაგრძელდა და მისი ვადა ამა წლის 18 მარტს იწურება.
„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებისთვის და შემდგომი გაგრძელებისთვის“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ დოჰაში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, თურქეთის საგარეო მინისტრმა განაცხად
ზაფხულიდან ჰააგაში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ლვოვში გამართული ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრის მიზანი კრემლის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაა.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და შეერთებული შტატ
“არ მინდა მოსკოვი!” – ასე ეხმაურება მწერალი ალეკო შუღლაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
“ქართული ოცნება” აპირებს მიიღოს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგი, რაც როგორც ევროკავშირის არაერთი განცხადებიდან დასტურდება, წინააღმდეგობაში მოვა კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12-პუნქტიან პირობასთან
ალეკო შუღლაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ: ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს კურსი საერთოდ აცდენილია ჩემს სურვილებს.
ასეთ
კარდიოლოგიის, რითმოლოგიის და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის გამგეობის წევრი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი ეხმაურება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს.
“მე ექიმი ვარ და თუ დღეს პაციენტების ნდობას ვიმსახურებ და შემიძლია მათ ხარისხიანი, დასავლური სტანდარტების მკურნალობა შევთავაზო, იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე ჩემი პროფესიული განათლება ევროპაში ჯერ გულის მსოფლიო ფედერაციამ, ხოლო შემდეგ ევროპის გულის რიტმის ასოციაცი
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა, ამის შესახებ IDFI-ს ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს კომერციულ ბანკებში ანგარიში გახსნა რუსეთის 109.9 ათასმა მოქალაქემ.
ამასთან, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 2.87 მლრდ ლარის დეპოზიტები. ეს რიცხვი კი ომამდე პერიოდში 4-ჯერ ნაკლები იყო.
ავტორი:
თაია არდოტელი
„ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს ჩვენ მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონის პროექტის განხილვა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადეს.
„პარტია „საქართველოსთვის" წევრებმა, პარლამენტის დამოუკიდებელ წევრ თეონა აქუბარდიასთან ერთად, 2 მარტს, დავარეგისტრირეთ და ბიუროზე გავიტანეთ „ოცნების“ რუსული კანონპროექტების ალტერნატიული პროექტი
გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
საუბარია გერმანულ მანქანათმშენებელ კონცერნ Rheinmetall-ზე. კონცერნის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის თქმით, კონცერნი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში ქარხანა ააშენოს, რომელიც წელიწადში 400 Panther-ის ტიპის საბრძოლო ტანკს გამოუშვებს.
მისივე თქმით, ქარხნის მშენებლობა 200 მილიონი ევრო დაჯდება, ხოლო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადვილადაა შესაძლებელი ანტის
„საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს“ – ამ სახელწოდებით მორიგი პეტიცია ვრცელდება რუსული კანონის წინააღმდეგ.
პეტიციაში ნათქვამუა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები უკიდურესად შეწუხებულნი არიან„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.
„მიგვაჩნია რა, რომ რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაშ
სათეატრო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს პეტიციით ეხმაურებიან.
პეტიციას ხელს 129 ადამიანი აწერს, მათ შორის, ხელმომწერებში რობერტ სტურუას სახელი და გვარიცაა.
შესწორება: მასალაში ნათქვამი იყო, რომ პეტიციას ხელს აწერს რობერტ სტურუა, რადგან მისი სახელი და გვარი ხელმომწერებს შორის ნამდვილად არის. „პუბლიკა“ შეეცადა გადამოწმებას ხელმოწერა ნამდვილად ეკუთვნის თუ არა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მარტს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
6 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს გაერო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტზე 6 მარტს იმსჯელებს. ამ შემთხვევაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტებზე წამყვანი კომიტეტია.
ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით მოხდება, რის შემდეგაც მსჯელობა პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. კომიტეტი განიხილავს როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, ასევე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.
„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვა გა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს.
„მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარსდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კენჭისყრა შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს.
სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა გასულ კვირას წარადგინა. ოპოზიციის ნაწილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში, სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლ
თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა.
სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
დამნაშავე პოლიციას სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულის
უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„გმადლობთ თქვენი ლიდერობისთვის ამ საშინელი ომის პირველივე დღეებიდან უკრაინის მხარდაჭერი
პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ შალვა პაპუაშვილს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ანრი ოხანაშვილს
როგორც თქვენთვის ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება პარტამენტის წევრის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და კონსტიტუციით განსაზღვრული ამ უფლების უზრუნველყოფის პროცედურები და მექანიზმები საქართველოს პარლამენტის რეგლა
ხელისუფლება ამბობს, რომ ისეთ კანონს არ მიიღებს, რომელიც ევროკავშირის გზას დააზიანებს, ეს ტყუილია. ოპოზიციის ქმედებებიც დავინახე და ჩემთვის არც ეს არის მისაღები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რეაქცია ამ კანონპროექტის მიღების პროცესზე. ხელისუფლებამ განხილვა პატარა დარბაზში მიზანმიმართულად გადაიტანა. გუშინ ვნახეთ სახელმწიფო ინსტიტუტების, პარლამენტის ჩაკეტვა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ამერიკული ვარიანტი საკმაოდ ხისტი და მძიმეა, ხოლო ქართული ვარიანტი ლიბერალურია და მხოლოდ გამჭვირვალობას მოითხოვს.
მისივე თქმით, ის არ მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული კანონები აქვთ.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მისთვის ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიციონერების დამოკიდებულება გაუგებარია.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ოპოზიციონერების დამოკიდებულება და პანიკა ახალ კანონპროე