მთავრობის სხდომის პარალელურად აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა პრემიერის განცხადება, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს მათთვის საჭირო მედიკამენტის დაფინანება, გააკრიტიკეს. მშობლები ამბობენ, რომ აგრძელებენ პროტესტს თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე და მოითხოვენ პრემიერთან შეხვედრას.
ერთ-ერთი მშობლის თქმით, არასწორი იყო პრემიერის ის განმარტებაც, თითქოს სხვა ქვეყნები თავს იკავებენ ამ მედიკამენტის გამოყენებისგან. მისი თქმით, მათ შორის, აშშ-მა
ფრაქცია "სენაკი საქართველოსთვის" ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტში გრძელდება სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, რომლის მიზანია საჯარო ფინანსების მართვის საქმეში მოქალაქეთა ჩართულობისა და განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით, მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.
"შენ შეგიძლია დაწერო პროექტი, მიაწოდო იდეა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას და შეცვალო გარემო შენს ირგვლივ!", - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სენაკის
ბურთი საქართველოს მოედანზეა, აქამდე გათამაშება არ მომხდარა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.
ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რეფორმები წარადგინოს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობ
ევროკავშირი რუსეთის გავლით გარკვეული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას აპირებს. ინფორმაციას Bloomberg ევროკავშირის შიდა დოკუმენტსა და საკითხის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, პოლონეთი, ესტონეთი და ლატვია ევროკავშირს მოუწოდებენ, აკრძალოს რუსეთის გავლით საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტი, რომელიც შესაძლოა, თავდაცვის, საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიებში იქნას გამოყენებული ან რუსეთს წარმოების სიმძლავრეების გაფართოებაში დაეხმაროს. ამასთან, არსებობს ინიციატივა, სანქციები დაუწესდეს იმ ტა
პარლამენტმა შექმნა საგამოძიებო კომისიები, როგორც მექანიზმი, რომ გამოიკვლიოს ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, ის საკითხები, რომელიც გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას მოითხოვს. რაც ქართველ ხალხს საშუალებას აძლევს, უფრო ინფორმირებული იყოს და მეტად გამჭვირვალე გახადოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით კომენტირებისას გან
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, არ იციან, რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ „ოპონენტების განცხადებით, სამუშაოები მერიას ზაფხულში უნდა დაეწყო“.
კალაძის თქმით, „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე“.
„კარგი, ვთქვათ, დავიწყეთ ზაფხულში. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი ხომ გადაიწევ
მოსკოვის მახლობლად ასაფეთქებლით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი [იგივე დრონი] იპოვეს, იუწყება რუსული სამთავრობო მედია.
როგორც „ტასსი“ წერს, დრონი 23 აპრილს ბოგოროდსკოეს ოლქში იპოვეს (დაახლოებით 10 კილომეტრი მოსკოვიდან) და ამჟამად ტარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დრონის გამშვებს და მისი დანიშნულების საბოლოო წერტილს.
„ბაზას” ინფორმაციით, დრონი ადგილობრივმა მცხოვრებელმა იპოვა, თუმცა იფიქრა, რომ ეს „ვიღაცის სათამაშოა“ და მებაღეთა ჩათში ფოტო გააგზავნა. სწორედ ამ ჩათის ერთ-ერთმა მონაწ
ვაპირებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოზეც ვისაუბროთ. გვექნება შეხვედრა, განხილვა. ვისაუბრებთ შეერთების პერსპექტივაზე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გვახსოვდეს, რომ მას აქვს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები, რადგან მისი ტერ
„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.
სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციის ინიციატივა პოლიტიკურად ცხელი თემის შექმნას ისახავს მიზნად და არა კონკრეტულ საკითხზე ჭეშმარიტების დადგენას.
მისივე განცხადებით, მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს არსებობს რაღაც გარემოებები, რის გამოც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილია, დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებულია.
„პარლამენტში საგამ
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს მათთან აქციაზე მისვლას.
როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, მას პოლიტიკოსები უკავშირდებიან და მშობლების აქციაზე მისვლას სთხოვენ, თუმცა ის „პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მისვლას არ აპირებს".
„ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე. რაც შეეხება მშობლებს - მშობლებთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობ
ეს სასწავლო ვიზიტები ნამდვილად პოპულარული და წარმატებულია, ვინაიდან ის ერთად კრებს მოსამართლეებს აშშ-დან, საქართველოდან და აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას ოთხ ქართველ მოსამართლესთან დაკავშირებით, რომლებიც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, „აშშ-ს პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული, ასევე ვისაც შეუძლია სარგებელი მიი
ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტარიელ ირემაძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე კანონი 4 ქალაქში ამოქმედდება - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში; სანქციები კი შემდეგნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 2023 წლის ივნისიდან გეგმავს
პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს შეისწავლის.
შესაბამისი დადგენილების პროექტის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და პარტიის წევრმა დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, პარტია უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სარჩელს წარადგენს, რათა ხელისუფლებამ რეგლამენტში არსებული ჩანაწერის
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. მათ უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იქნენ გადაყვანილი და ხორციელდება მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ და აანონსებენ, არაფერი კავშირი არ აქვს რაიმეს გამოძიებასთან, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა, უფრო მეტი ჩირქი მოსცხოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას.
„იმ სისტემას, რომელსაც ხელშესახები შედეგები აქვს. ჩვენ თუ ბოლო ათ წელს გავაანალიზებთ, შევადარებთ წინა ხელისუფლების მართლმსაჯულების სისტემის შედეგებს და დღევანდელს, მათ შ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული.
მისივე თქმით, ოპოზიციონერ კოლეგები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარულ ფულს მისგან დღემდე იღებენ.
„ოპოზიცია რაზე წუხს, არ ვიცი, რა ადარდებთ, რატომ არ ვიძიებთ ამ საქმეს? ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებები, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ზომას მიმართავენ, რომ შესაბამისი სა
სასკოლო ინფრასტრუქტურაში რა წამს იქნება შესაბამისი კვების ინფრასტრუქტურა განვითარებული და უკვე გარკვეულ სკოლებში არის, ჩვენ პარალელურად ვიწყებთ მსჯელობას და ფიქრს იმ სისტემაზე, როგორ დავფაროთ ყველა სკოლაში საბავშვო კვება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სასადილოების მოწყობას უკავშირდება.
„რა თქმა უნდა, გა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ვიზიტით ჩაფრინდა.
რუსეთი წელს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, შესაბამისად საბჭოს სხდომას ლავროვი უხელმზღვანელებს.
როგორც CNN განმარტავს, რუსეთი საბჭოს მხოლოდ და მხოლოდ პროცედურის გამო უხელმძღვანელებს. წესდების თანახმად, საბჭოს თავმჯდომარეობა წევრ ქვეყნებს შორის რიგითობით ნაწილდება.
თუმცა, ამ ცნობას არ ჩაუვლია კრიტიკის გარეშე, მათ შორის, უკრაინის მხრიდან. ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, უკრაინის საგარეო საქმეთ
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექნის თემით ოპოზიციას სურს, ის წარმატებული პროცესი გადაფაროს, რაც მმართველი გუნდის თაოსნობით 12 რეკომენდაციის თვალსაზრისით ხორციელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დამოუკიდებელი სასამართლოს დისკრედიტაციის უფლებას არავის მისცემენ.
„დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ძალიან მყარი და მტკიცე პოზიცია გვაქვს, რაც, პირველ რიგში, გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს სასამართლოს დამოუკი
ისტორიაში პირველად, ლიეტუვა რუსეთის ელექტროქსელიდან სატესტო რეჟიმში მთლიანად გაითიშა, – ამის შესახებ ლიეტუვური მედია წერს. როგორც მედია იუწყება, ლიეტუვა რუსეთის ელექტროქსელიდან გათიშვას და ელექტრომომარაგების სისტემის იზოლირებულ მუშაობას ამოწმებდა.
მედიის ცნობით, ტესტირება 10 საათს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ლიეტუვას ელექტროენერგიას ადგილობრივი ელექტროსადგურები აწვდიდნენ, ასევე ელექტროენერგიის მიწოდება ხდებოდა პოლონეთიდან და შვედეთიდან.
„ლიეტუვა სიამაყით აცხადებს, რომ ჩვენ
აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ აზერბაიჯანის მიერ სადავო რეგიონის, მთიანი ყარაბაღის ერთადერთ სახმელეთო გზაზე საგუშაგოს დაარსებით და ამბობს, რომ ეს ხელს უშლის რეგიონში მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
„აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანზე საგუშაგო შექმნა. ეს ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-მა მოუწოდა მხარეებს, გ
უკრაინას არ შეუძლია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან მისმა ხელში ჩაგდებამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას რუსეთს კრამატორსკსა და სლავიანსკში წინსვლისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ბახმუტზე, რადგან ეს გამოიწვევს საომარი მოქმედებების ფრონტის გაფართოებას და რუსეთის ჯარს შესაძლებლობას მისცემს, დაიპყროს ჩვენი მიწების უფრო დიდი ნაწილი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმი
კატეგორიულად უარვყოფთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ლაჩინი-ხანქენდის გზის სასტარტო პუნქტზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის მოწყობის შესახებ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა და მიუღებელია. სომხური მხარის მსგავსი განცხადებები, გარდა იმისა, რომ არ უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, აზე
საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას, მისი საკონსტიტუციო უფლებაა შეიწყალოს ის, ვისი შეწყალებაც სურს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც მას დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, უნდა შეიწყალოს თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ელჩმა უპასუხა, რომ ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი მედ
მოსამართლეების პროფესიონალიზმი, სრული დამოუკიდებლობა და მყარი, ჯანსაღი სასამართლო სისტემა 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველყოფისთვის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომელიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს.
„ჩვენ ქართულ მხარესთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად