ორგანიზაცია Freedom House-ი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და საქართველოს ხელისუფლებას მათი გადახედვისკენ მოუწოდებს.
„ვიმეორებთ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას, რომ თუკი პარლამენტი მიიღებს საქართველოს ორ კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ, ამას საშინელი ეფექტი ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადასინჯოს ეს კანონპროექტები“, - აღნიშნულია Freedom House-
უკრაინა აუცილებლად მიიღებს თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს დასავლელი პარტნიორებისგან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას 2-3 ტიპის თვითმფრინავებს მიაწოდებენ, რომელთაგან ერთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარი გახდება.
„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელია უკეთესი უკრაინისთვის. ჩვენი აეროდრომებისთვის, ჩვენი ინჟინრებისთვის, ტექნიკური მომსახურებისთვის", - განმარტა მინისტრმა.
მისი თქმით, ამჟამად უკრაინას აქვს დ
უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსების კუთვნილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, Mi-24 ტიპის ვერტმფრენი და შვიდი დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულიძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს, გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის მოიერიშე თვითმფრინავი Су-25, ვერტმფრენი Mi-24 და შვიდი დრონი“, - ნათქვამია
ბოლო 7 წელში სავალდებულო სამხედრო სამსახური მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321 შემთხვევაში გადავადდა, საიდანაც ყველაზე ბევრი, 36 319 გადავადება „გირჩი - ბიბლიური თავისუფლების“ წევრობის გამოა.
„ინტერპრესნიუსისთვის“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, 2016-2022 წლებში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 შემთხვევაში გადავადდა, ხოლო 24 717 ადამიანი გაწვევისგან გათავისუფლ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, ვაშინგტონში შეშფოთებულები არიან „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით. ნედ პრაისის თქმით, ის, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე.
„ამ კანონის შესახებ გასული დღეების განმავლობაში არაერთხელ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ ჩვენი თანმიმდევრული შეშფოთება. კანონი ჯერ გადის პროცედურებს საქართველოს სისტემაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხ
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას შემოთავაზებულ კანონებზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე. ამის შესახებ სამანტა პაუერი „ტვიტერზე“ წერს.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.
ისინი ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ.
განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის გარშემო არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი შესაძლო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციი
პატივცემულო კომისარო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ჯგუფის მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის წერილს, რომელიც საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.
როგორც შალვა პაპუაშვილი წერილში ა
ვაშინგტონი მოუწოდებს ბიზნესს, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, – ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის სამმა დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.
იუსტიციის, ვაჭრობისა და ფინანსების დეპარტამენტი აფრთხილებენ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ სანქციების დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სამართლებრივი დევნა ან სხვა დამატებითი ზომების გატარება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კერძო კომპანიებმა უნდა იცოდნენ სხვადასხვა ტაქტიკის შესახებ, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს რ
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივამა მიშელ ვიონმა აღნიშნა, რომ საქართველო აპლოდისმენტებს იმსახურებს ასეთი ხარისხისთვის.
„ჩვენი შეფასებით ყველაფერი მაღალ დონეზეა, ძალიან მოხიბლულები ვართ ღონისძიების დონით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, თუ საქმის ორგანიზება. ძალიან კმაყოფილები არიან, როგორც თავად ათლეტები, ისე მათი მწვრთნელებიც. ამ დრომ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში აცხადებს, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტის შედეგი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება იქნება, რაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციას შორის პირველია.
ირაკლი კობახიძის აზრით, პოლარიზაციას ბუნდოვანება განაპირობებს, რომელიც მისივე შეფასებით, ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ აღმოიფხვრება:
„საბოლოო ჯამში, რომ შევხედოთ შედეგს ამ კანონპროექტის, თუნდაც იმ დისკუსიის, რომელიც იმართება, მე მგონია, რომ ეს კანონპრო
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ.
როგორც კანონპროექტის ავტორებმა და დეპუტატებმა აღნიშნეს, პირველ მოსმენით კანონპროექტები პრინციპებს დონეზე უჭერენ მხარი, შინაარსობრივი განხილვა კი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ მოხდება.
„დასკვნით ნაწილში ჩვენ აუცილებლად შევიტანოთ საკითხი, რომ კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობის და ანგარიშგების პრინციპს. ასევე, დასკვნაში შევიტანოთ,
„პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემის ჟურნალისტები ავრცელებენ.
ჟურნალისტების თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის დაცვის სამსახურმა შენობაში მყოფ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობის დატოვების შესაძლებლობა მისცა, პარლამენტიდან გამოვიდნენ, სად მიმდინარე აქციაზეც პოლიცია მოქალაქეებს აკავებდა. სწორედ ამ დროს დააკავეს „პუბლიკის“ რედაქტორიც:
„უბრალოდ ეცნენ, ჩატენეს მანქანაში, არ ვიცით სად წაიყვანეს… ეს არის ზუ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირია დაკავებული.
უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებული.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ გაემართა, სადაც მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმებოდა.
აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოური გა
„მწერალთა სახლს“ დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება”, – ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ.
ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში! - ასე ეხმაურება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია.
როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახლა პარლამენტში ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია.
„ივანიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ახლა პარლამენტში ის ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია, ჩვენი თავისუფლება და ჩვენს შვილებს წაართვას ევროპ
ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
„საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება.
ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსა
საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არაფერია იმაზე დიდი საფრთხის შემცველი, რასაც წარმოადგენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
ბურჯანაძის თქმით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, ბორელი როცა ამბობს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მივიღოთ. გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, თუ ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე აქვს განაცხადი გაკეთებული, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
საქართველოს პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე სავარაუდოდ, დააკავა.
ხმაური ადგილზე მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ გაემართა, სადაც მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმებოდა.
აქცის მონაწილეები პარალმენტის ორივე შესავლეთან იმყოფებიან და სკანდირებენ „რუსებო! მონებო!“.
INTERPRESSNEWS
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კერძოდ, დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია ბურჯანაძის განცხადებამ, სადაც მან კანონპროექტებს რუსული უწოდა.
„ხალხის ძალის“ წევრმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დიმიტრი ხუნდაძემ ბურჯანაძეს მიმართა, კანონპროექტიდან დაუსახელოს ერთი წინადადება მაინც, რომელიც რ
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო.
პირველ საკითხად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, რომლის წარდგენასაც მომხსენებელი „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ცდილობს, თუმცა მას სიტყვით გამოსვლას ოპოზიციონერი დეპუტატები სხვადასხვა შეძახილით აწყვეტინებენ.
კომიტეტის დარბაზში სხდომის დაწყებამდე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატებს შორის როგ
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია „გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტებზე განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის განცხადებით, ამ კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას. მათივე განცხადებით, კანონპროექტების განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს იმიჯს.
„ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“
პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრებს მიმართავენ სიტყვებით „პუტინისტებო“, „მონებო“.
ისინი პროტესტს მაგიდაზე ხელების დარტყმით გამოხატავენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“.
პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს ფიზიკური შეხლა-შემოხლაა.
ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ. პარლამენტში მისული მოქალაქეები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვენ და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. მათ სცადეს, რომ მანდატურის სამსახურის კორდონი ძალის გამოყენებით გაერღვიათ.
აღსანიშნავია, რომ ორი კომ
ამ კანონის მიზნებით, ინგლისური ტერმინი, სადაც „აგენტი" ფიგურირებს, არ ნიშნავს ძირში ნეგატივს, არც ჯაშუშობას, არც ცუდ საქმიანობას, არც კარგს, ნეიტრალურია - ეს სიტყვათა შეთანხმება, არ ნიშნავს რომ ხარ აგენტი, ანუ აგენტი ჯაშუშის გაგებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ე. წ. აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ ეს არის პრობლემა, ამაზე მსჯელობა საკომიტეტო განხილვების დროს არის შესაძლებელი.
„კ