„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი, თარგმანი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე კომენტარისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„ოპოზიციის განცხადებები არის მათი კიდევ ერთი ლუსტრაცია, თუ როგორ ქმნიან არაფრისგან ფეიქნიუსს და ცდილობენ საზოგადოების მოწამვლას. როგორც ჩანს, მათ კანონპროექტის შინაარსში საერთოდ არ ჩაუხედ
26 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. „ჯვაროსნებს“ მხარდჭერის სიტყვით მიმართეს შოთა არველაძემ, იანის ანტეტოკუნმპომ, ზაზა ფაჩულიამ, ხვიჩა კვარაცხელიამ…
ხვიჩა კალათბურთის დიდი გულსემატკივარია, შესაბამისად გასაკვირუ სულაც არ იყო მთავარი საკალათბურთო ორგანიზაციის მისდამი მიმართვა: ფიბა-მ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა მიულოცა. კომენტერებში კი კვარაცხელიას მიმართა:
მსოფ
დღეს, 27 თებერვალს ჟენევაში იწყება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია, რომელიც თვეზე მეტხანს, 4 აპრილამდე იმუშავებს.
სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარება, ომის დანაშაულის სავარაუდო ფაქტები და მათი გამოძიება. სპეციალური კომისია საბჭოს წარუდგენს პირველ წერილობით ანგარიშს. უკრაინის შესახებ მოხსენებას წარმოადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც.
სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, გაეროში დიდ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ედუარდ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„გათავისუფლდეს ედუარდ მიხაილოვიჩ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან“, - ნათქვამია ზელენსკის განკარგულებაში, რომელიც 26 თებერვლით თარიღდება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ -უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურად 2022 წლის 15 მარტს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მცირე ხანში დანიშნა. მანამდე ის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებები აამოქმედა.
სანქციები სამ სფეროში დაწესდა და პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებები მის ოფოციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
პირველი განკარგულება ეხება სანქციებს რუსული სპორტული ინდუსტრიის ოთხი წარმომადგენლის - სპორტსმენისა და ოლიმპიური ჩემპიონის ელენა ისიმბაევას, მოცურავისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრ ალექსანდრე პოპოვის
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადაეცა. ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე სამხედრო დახმარების სრული სია გამოქვეყნდა. ახალი პაკეტი მოიცავს Biber-ის ტიპის 6 ხიდის გამდებ ტანკს, პირველადი სამედიცინო დახმარების 20 000 კომპლექტს, 8 ერთეულ Zetros სატვირთო მანქანას და ზამთრის შენიღბვის 10 ბადეს.
ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინის არმიისთვის GEPARD-ის 300 000 ვაზნის გადაცემას გეგმავს. უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტირების მეთოდებისა და
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.
პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
კანონის მოქმედ
ხშირია შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მოქალაქეებს ქუჩაში აჩერებენ, ეკითხებიან სახელსა და გვარს, სთხოვენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, უღებენ სურათს და ამოწმებენ, აქვთ თუ არა მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთი. გარკვეულ შემთხვევებში მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია თუ რა უფლებები აქვთ მათ სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის დროს, მაშინ, როდესაც მათ ქუჩაში აჩერებენ.
რადიო „მარნეულმა“ ინტერვიუ ჩაწერა შინაგან სამქეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ნათია მეზვრიშვილთან,
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფინალის დარი მატჩით დაასრულა. საქართველო-ისლანდიის თბილისურ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩი დასრულდა ისლანდიის გამარჯვებით – 80:77. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. პირველად ისტორიაში.
შეხვედრამდე ხშირად იყო ნახსენები სიტყვა „ისტორიული“, მართლაც, ჩვენი გუნდი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ახლოს მსოფლიო ჩ
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ კიევის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან.
მისი ვარაუდით, იგივე ეხება ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს განახორციელა.
„მიდრეკილი ვარ იმის თქმისკენ, რომ დიახ, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ამიტომ ის უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა მან ინტერვიუში და დასძინა:
”მაგრამ კიდევ ერთხელ: ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი”.
უკრაინის პ
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. შესაბამის განცხადებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ავრცელებს.
გაერო აღნიშნავს, რომ მსგა
უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს ორი თავდასხმა და გაანადგურეს მტრის ჯგუფი ბახმუტთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ცნობით, ლიკვიდირებულია ცხრა რუსი ოკუპანტი და დაჭრილია კიდევ ხუთი.
"დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ჩვენი მესაზღვრეების სიმაგრეები არტილერიითა და ტანკებით”, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა,
ოპოზიციას წინასწარ განსაზღვრული კლიშე აქვს, რომ ხელისუფლების ყველაზე ევროპულ გადაწყვეტილებას პრორუსული უწოდონ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებები შეაფასა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას აქვს მცდელობაა, რომ „რუსულ ორიენტირებაში დაადანაშაულოს ხელისუფლება“.
"ეს ადასტურებს ჩვენი ოპოზიციის დამოკიდებულებას საკითხებისადმი, როდესაც
9 წლის წინ რუსული აგრესია ყირიმში დაიწყო. ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში დააბრუნებენ.
“ეს ჩვენი მიწაა. ჩვენი ხალხი. ჩვენი ისტორია. ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ.
„კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგან
რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 148 130 ჯარისკაცი უკვე დაკარგა, მათ შორის 660 ბოლო დღის განმავლობაში.
შესაბამის განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს.
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 26 თებერვლამდე, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები მოიცავს ასევე 3381 ტანკს (+6 გასულ დღეს), 6615 ჯავშანტექნიკას (+6), 2380 საარტილერიო სისტემას (+7), 475 მრავალჯერადი გასროლის რაკეტას. 247 - საზენიტო საბრძოლო სისტემა, 299 - თვითმფრინავი, 288 - შვეულმფრენი,
მედიის ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ავარიის შედეგად.
27 პირის ცხედარი კალაბრიის რეგიონში, სტეკატო დი კუტროს სანაპიროზე იპოვეს.
“მიგრანტებს შორის რამდენიმე დაღუპულია და დაახლოებით 40 გადარჩენილი“, - დაწერა იტალიის მეხანძრე-მაშველების ეროვნულმა დეპარტამენტმა.
საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ის ცნობით, გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და დაახლოებით 50 პირის გადარჩენა მოხერხდა.
გემი, რომელსაც სავ
ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 35 წლამდე კაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2 წლის შვილზე იძალადა. მცირეწლოვანმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე მრავლობითი დაზიანებები. ჰქონდა მოტეხილობებიც. ამის გამო ბავშვი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და ამ დრომდე რჩება. ჩვენი მოთხოვნა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა. პატიმრობას ვითხოვდით იმიტომ, რომ არსებობდა სა
კვიპროსში გამართულ ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
64 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ მუკბანიანმა, ვერცხლი - გიორგი ნასყიდაშვილმა. 71 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ლურსმანაშვილმა, ბრინჯაო - მინდია ლილუაშვილმა. 79 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ომარ ნიაზაშვილმა. 88 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა მიშიკო ნოზაძემ, ვერცხლი - შმაგ
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში 184 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გამოძიება 600-ზე მეტი პირის მიმართ მიმდინარეობს, როგორც სამშენებლო კომპანიებისა და კონტრაქტორების, ასევე უძრავი ქონების მფლობელთა მიმართაც.
6 თებერვლის სტიქიამ 16 000-ზე მეტი შენობა დაანგრია ან მნიშვნელოვნად დააზიანა, რასაც მხოლოდ თურქეთში 45 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციური პარტიები კი პრეზიდენტის ადმი
მტერთან დაპირისპირებაში უკრაინელებისა და უკრაინელი პოლიტიკოსების ერთიანობა ჩვენი უდიდესი ღირებულებაა, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტო პეტრო პოროშენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“ყველა უკრაინელი დაიღალა ომისგან, ხოლო დაღლილობისგან - ემოციებია და ისინი უნდა ვაკონტროლოთ ყველამ, მათ შორის მეც. ხანდახან ბევრი რამის თქმა გინდა, მითუმეტეს, როდესაც გაქვს სათქმელი. მაგრამ ყოველ უკრაინელ პოლიტიკოსს და სახელმწიფო მოღვაწეს დღეს - მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს. ეს არის - პუტინი და მთელი მისი "რ
ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ და არ მიცხოვრია. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე წვდომა მქონდა და სირცხვილია, ახლა რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი მთელს საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ „ტვ პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერისთვის" გაგზავნილ წერილში განაცხადა.
როგორც ის აცხადებს, ბანკის ძარცვის შესახებ ტელევიზორიდან გაიგო და თუ საკუთარ უდანაშაულ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ „ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი და ძალა თავისუფლებაა, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას!“.
პოლონელებს და ლიეტუველებს ჩვენნაირი დიქტატურა სურთ, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთისა და ლიეტუვის ხალხის სურვილები მათი მთავრობების ქმედებებს არ ემთხვევა.
„როდესაც პოლონელები და ლიეტუველები ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენს დიქტატურას შეხედეს და თქვეს: „ჩვენც გვინდა ეს“. მაგრამ ლიეტუვისა და პოლონეთის ხალხის სურვილები მათი მთავრობების სურვილებსა და ქმედებებს არ ემთხვევა, მაგრამ ხალხი გაერკვევა. პოლონელები ხ
თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში, 50 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 44 218 ადამიანი, სირიაში – 5 914.