Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.346
  • comments
    0
  • views
    705.568

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს კანონი ე.წ. „აგენტების“ შესახებ

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირალობის შესახებ“. განცხადებაში, რომელსაც 100-ზე მეტი ექიმი აწერს ხელს, ვკითხულობთ, რომ „აგენტების“ შესახებ კანონის მიღება შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებს პროცესს, მოაქცევს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ იზოლაციაში, ჩაახშობს თავისუფალი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების ხმას: „ჩვენ, როგორც

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი “შემაშფოთებელია” და აღნიშნულ კანონს შეუძლია დიდი ხნით შეცვალოს ქართული დემოკრატიის სახე. RSF აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ძალიან ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონს, რომელიც 2017 წლიდან სპეციალურად მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენება. განცხადე

ანა ბუჩუკური - თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს დაუჭერს მხარს, გაიაზროს რომ ინდივიდუალურად იღებენ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე - მათ ისტორიული სასჯელი ელით

თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს დაუჭერს მხარს, გაიაზროს რომ ინდივიდუალურად იღებენ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე. მათ ისტორიული სასჯელი ელით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვინც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარს დაუჭერს რუსულ საქმეში მიიღებს მონაწილეობას. „დღეს, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს, ანტიქართული საქმეა. თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს

გიორგი გახარია - დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს

„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უნდა აუხსნას, „რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით“. ამის შესახებ განცხადებას გახარია „ტვიტერზე“ აქვეყნებს. „დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და აუხსნას მოსახლეობას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს! დროა, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს. საქართველო ევროპაა“, - წერს გახარია.

სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

სტუდენტური მოძრაობა „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ აქციას აანონსებენ. ისინი დღეს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიდო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში იკრიბებიან, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტთან მთავარ აქციას შეუერთდებიან. „კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა, რომელიც 9 მარტს უნდა გამართულიყო, მოულოდნელად დაიწყო დღეს. ეს ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა მოსახლეობის მოტყუებით, შეუქცევადი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, რადგან რუსული კანონის სწრაფად მიღების საშუალებას იძლევა. კან

მიხაელ როთი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - ეს არის მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის - პარლამენტო, ნუ გადაკვეთ წითელ ხაზს

ბრიყვო, ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში შემოთავაზებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონით, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ რუთი „ტვიტერზე“ წერს. გერმანელი დეპუტატი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, კანონი არ მიიღოს. „ეს არის თავდასხმა დემოკრატიასა და თავისუფლებაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის, პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის თანმიმდევრული ევროპული არჩევანისთვის. ძვირფასო საქართველოს პარლა

გაჯავრდი და განაწყენდი, ხმამყივარი შეიქენი - ბესიკ ხარანაულის „შეძახილი"

ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული ფეისბუქის გვერდზე ლექსს აქვეყნებს. პარლამენტი რუსული კანონპროექტების განხილვას, 9 მარტის ნაცვლად, დღესვე იწყებს. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, ასევე სხვა მოქალაქეები საზოგადოებას პარლამენტთან მისვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებენ. პუბლიკა

ბექა ლილუაშვილი - მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ კონსტიტუციის მიღმა ცნოს მთლიანად ეს პროცესი

დღეს ჩაატარეს კიდევ ერთი პოლიტიკური თაღლითობა, პროცედურული თაღლითობა და ისე, რომ შესვენებაც კი არ გამოაცხადეს, ხუთშაბათის დღის წესრიგიდან საკითხის განხილვა გადმოიტანეს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებული მთელი ეს პროცესი, კონსტიტუციის და საქართველოს კონსტიტუციური მიზნების მიღმაა. „გზა ამ ყველაფერთან ბრძოლის ყველა ფრონტზე უნდა წარიმართოს, ბუნებრივია, მათ შორის, ჩვენ მთლიანად

კახაბერ ქემოკლიძე - მოვისმინე ბ-ნი ღარიბაშვილის ფსევდოპატრიოტული, ღრმა პოპულიზმით გაჯერებული დემაგოგია

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ: "მოვისმინე ბ-ნი ღარიბაშვილის ფსევდოპატრიოტული, ღრმა პოპულიზმით გაჯერებული დემაგოგია. აი რატომ ვფიქრობ ასე (გრძელი პოსტია)?! რა გვითხრა დღეს ბ-ნმა ღარიბაშვილმა ბერლინიდან: - კანონის („უცხო ქვეყნის აგენტების“) ორი ვერსია არის შეტა

ბიძინა გეგიძე - ევროპა უალტერნატივოა

ევროპა უალტერნატივოა,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ბიძინა გეგიძემ განაცხადა. აღნიშნულით ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების განხილვას გამოეხმაურა. „1995 წელს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ამირჩიეს. ამ დროიდან, ქართული რაგბი ევროპაში დაფუძნდა საფრანგეთის პარტნიორობით! შედეგი სახეზეა“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე. იპნ

ქართული რაგბის ქომაგები: დავით კაჭარავა დღეს იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება

ქართული რაგბის ქომაგები ეხმაურებიან პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვას და ამბობენ, რომ გულსატკენია, რაც ახლა ხდება. ქომაგების ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს კონკრეტული ადრესატი ჰყავს - დეპუტატი დავით კაჭარავა. "დღეს დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება. ჩვენ გვეამაყებოდა და ვქომაგობდით, როცა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა", - წერენ რაგბის გულშემატკივრები.

მიხეილ დაუშვილი - მიგვაჩნია, რომ იურიდიულ კომიტეტზე ე.წ. აგენტებთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვა დარღვევებით განხორციელდა

მიგვაჩნია, რომ დარღვევებით განხორციელდა იურიდიულ კომიტეტზე აგენტებთან დაკავშირებული ორი კანონპროექტის განხილვა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ხდება ძირითად კანონპროექტებთან ერთად ალტერნატიული კანონპროექტის დაინიცირება, წამყვანი კომიტეტი იხილავს ორივე კანონპროექტს. „იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი კანონპროექტების განხილვა დასრულდა წამყვან კომიტეტზე და ბიურომ ჩვენი ალტერნატიული კა

შეწყვიტეთ განხილვა — ჩუგოშვილი, ხულორდავა და სხვა ყოფილი დეპუტატები

თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ლევან გოგიჩაიშვილი და მე-9 მოწვევის პარლამენტარების ნაწილი განცხადებას ავრცელებს რუსულ კანონზე, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვაა. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: ხელმომწერები: თედო ჯაფარიძე – საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016 წწ.); თამარ ჩუგოშვილი – IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (

პარლამენტი რუსული კანონპროექტების განხილვას, 9 მარტის ნაცვლად, დღესვე იწყებს

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შალვა პაპუაშვილს შესთავაზა, რომ უმჯობესია დღესვე დაიწყონ „უცხოული გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვა. მმართველი პარტიამ გუშინ განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტების განხილვას პლენარულ სხდომაზე 9 მარტს დაიწყებდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შემოთავაზება მისაღებია და კარგი იქნება დღესვე დაიწყონ განხილვა დროის მოგების მიზნით. ამ გადაწყვეტილებ

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე. „ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა პაპუაშვილმა

ყაველაშვილის თქმით, მზექალა შანიძე და შოთა არველაძე “ამჩატდნენ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ენათმეცნიერი მზექალა შანიძე და ფეხბურთელი შოთა არველაძე “ამჩატდნენ”. ასე გამოეხმაურა ყაველაშვილი შანიძისა და არველაძის მიერ რუსული კანონპროექტის კრიტიკას. საუბარია კანონპროექტზე, რომლის ერთ-ერთი ავტორი ყაველაშვილიცაა. ყაველაშვილს ჟურნალისტებმა რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით შოთა არველაძის, საფეხბურთო კლუბების — “დინამოსა” და “გაგრას” — განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს. “აქ დაასახალეს კლუბები, ზოგიერთი საზოგადო

საერთაშორისო NGO-ებმა ითავეს ჩვენი დამწვარი სახლების აღდგენა — ლია ჩლაჩიძე

სოფელ ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელი ლია ჩლაჩიძე, რომელსაც 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად სახლი დაეწვა,  “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონის ანალოგს აკრიტიკებს. ჩლაჩიძე “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს, რომ 2008 წლის ომით დაზარალებულები სწორედ უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააბინავეს. “ომის შემდეგ გაპარტახებულ და გადამწვარ ერგნეთზე იმდროინდელმა ხელისუფლებამ ხელები დაიბანა ,ღია ცის ქვეშ დაგვტოვა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებ

მდინარაძე მედიის ფინანსების გაუმჭვირვალეობაზე საუბრობს, სხვას ამბობს კანონი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, გაზაფხულზე ომის პროპაგანდის გაძლიერება იგეგმება, რასაც გაორმაგებული ფინანსები სჭირდება. მდინარაძე ამბობს, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებას სინამდვილეში გამჭვირვალობის ვალდებულების გამო ეწინააღმდეგებიან და არა „აგენტის“ იარლიყის შიშით. მდინარაძე დასავლეთის დაფინანსებაზე კრიტიკოსების აქცენტს პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს, ამბობს რა, რომ ექსტრემისტული მოძრაობები ყველა მხრიდან ფინა

“ამ კანონს მე არ დავემორჩილები… ჩამსვან ციხეში” – ბიძინა გუჯაბიძე

„კანონი სადაურია ვერ გეტყვით, რუსულია თუ ამერიკული. დიდი აზრი მაგას არ აქვს, რადგან არის კატასტროფა. საშინელებაა, საბჭოთა კავშირში მიბრუნება, ალბათ ეს თუ მიიღეს, ასევე გააგრძელებენ შემდეგ ნაბიჯებს, მაუზერებით სირბილს… ტროიკა და დანოსები…“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ალპინისტმა ბიძინა გუჯაბიძემ. ბიძინა გუჯაბიძის თქმით, ქვეყანას ახლა მსგავსი კანონი არაფერში სჭირდება. „მაგიჟებს, მაცოფებს, რომ არიან ადამიანები, ალბათ ჩვენს ირგვლივაც ჩემი ახლობლებიც, რომლებიც ამას შეიძლება მხარს უჭერდნენ. კატ

„იმედის“ ჟურნალისტი რუსული კანონპროექტების ინიციატორებს აკრიტიკებს

სამთავრობო მედიის, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე პარლამენტში წარდგენილ რუსული კანონპროექტის ავტორებს აკრიტიკებს.

„სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ თსუ-ის რექტორს და აკადემიურ საბჭოს მიმართავენ

„სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც თსუ-ის რექტორს ჯაბა სამუშიას და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიმართავენ საჯაროდ გამოხატონ პოზიცია „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის შესახებ. სტუდენტები იმედს გამოთქვამენ, რომ მათ მიერ წამოჭრილი საკითხი დადგება აკადემიური და საფაკულტეტო საბჭოების დღის წესრიგში.

დმტირო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მოუწოდებს, უკრაინელი სამხედრო ტყვის დახვრეტის ფაქტი გამოიძიოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მოუწოდებს, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის გარემოებები გამოიძიოს. "საშინელი ვიდეო, სადაც ჩანს უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ მან თქვა : "დიდება უკრაინას". კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ომი არის გენოციდი. აუცილებელია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარინ ხანმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ საზა

ეუთო/ოდირი შეაფასებს "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და საქართველოს პარლამენტში ინიციირებული ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა - ინფორმაციას თავად ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. 7 მარტს, ტვიტერის ოფიციალურ არხზე ეუთო/ოდირმა საჯაროდ დაწერა, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად საქართველოში შექმნილი კანონპროექტების შესწავლა დაიწყო

ირაკლი კობახიძე უმრავლესობას - მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ ოპოზიციის შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები, რომლის მიზანი ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების ჩაგდებაა

გთხოვთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ ოპოზიციის შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები, რომლის მიზანი ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების ჩაგდებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი მრავლად იქნება ამ ერთი საათის განმავლობაში. „ვხედავთ, რომ დიდი ალბათობით და გარანტიით გაგრძელდება შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური გამოსვლები, შეი

თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - გთავაზობთ, ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი დააყენოთ პლენარულ სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში ვუჩივლებთ

გთავაზობთ, ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი, სადაც რუსეთის გავლენის შემცირებაზეა აქცენტი და არა დასავლეთის მტრად გამოცხადებაზე, დააყენოთ პლენარულ სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სრული შესაძლებლობა გვექნება პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში გიჩივლოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს განუცხადა. პარლამენტის წევრის თქმით, როდესაც აღნიშნულზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, ის აუცი
×
×
  • შექმენი...