Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.456
  • comments
    0
  • views
    382.574

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მეორე ცდით ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. ტელევიზიის ხელმძღვანელის არჩევამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა 5-დან ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ირინე ფუტკარაძემ. თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ვლადიმერ ტატიშვილს ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა მოქმედი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე. მაუწყებლის დი

საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცთან გამოჩნდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალები გამოჩნდნენ. სუსის ინფორმაციით, მათ "უკანონო ინსტალაცია აღმართეს". "უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს შემდეგ რაუნდზე", - ამბობენ უსაფრთხოების სამსახურში. გუშინ, 10 ნოემბერ

ფიფას ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ირანის ნაკრები არ უნდა დაუშვან მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ირანის ნაკრები არ უნდა დაუშვან, ცნობას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ბლატერი თვლის, რომ ისლამურ რესპუბლიკაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რომელიც მოჰყვა თავსაფრის არასწორად ტარებისთვის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილს, ირანის გუნდი უნდა ჩამოაშორონ ტურნირს. 11 ნოემბერს შვეიცარიულ ტაბლოიდ Blick-ს მოჰყავს ბლატერის სიტყვები. 86 წლის

მუშევანში RMG-ისთვის ოქროს მოპოვებაზე ნებართვის მიცემა გააპროტესტეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობის ნაწილმა RMG Gold-ის მიერ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტა. სოფლის სარიტუალო დარბაზში სხვადასხვა ასაკის ადგილობრივები შეიკრიბნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "დაიცავი სოფელი მუშევანი", "დაიცავით კანონი, დაიცავით ხალხი". აქციის მონაწილეების წუხან, რომ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების სამუშაოები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს როგორც მათ სოფელზე, სახლებზე, ასევე ნეგატიურად იმოქმედებს

უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ, - ინფორმაცის CNN-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფოტოებზე ჩანს უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ხერსონის შუმენსკის რაიონის მცხოვრებლებით არიან გარშემორტყმული. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მცხოვრებლები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და უკრაინის დროშები აღმართეს. ამასთან, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გულში იკრავს უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებმაც ქალაქში უკრა

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორი - ვადასტურებ, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე იოსებ მგელაძესთან ნამდვილად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები

ვადასტურებ, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე იოსებ მგელაძესთან ნამდვილად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამის შესახებ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორმა ზინიკო ქობალიამ გადაცემა „იმედი ლაივში“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც საუბარი იყო ადასტურებდა თუ არა ინფორმაციას იოსებ მგელაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარების შესახებ. საქმის პროკურორის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა იოსებ მგელაძის საცხოვრ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7179 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7179 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7179 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7261 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7114 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0796 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად

ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ კიდევ 45 სამხედრო დაიბრუნა

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 45 სამხედრო დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. “შედგა მორიგი ტყვეთა გაცვლა - მოვახერხეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 მებრძოლის გათავისუფლება. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ. ასევე მოვახერხეთ ჩვენი ორი გარდაცვლილი დამცველის ცხედრების დაბრუნება. ყველა უკრაინელს დავაბრუნებთ სახლში”, - წერს ერმ

მიხეილ დაუშვილი - ფასადური, „რეფორმების“ გატარებით, "ქართული ოცნება" საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე "ოცნების" კისერზე იქნება

ფასადური, ე.წ. რეფორმების გატარებით, "ქართული ოცნება" საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე სრულად "ოცნების" კისერზე იქნება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დეპუტატი დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით უნდა განიხილოს და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა არაერთხელ გვითხრა, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, შესაბამისად,

ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს ონლაინ რეჟიმშიც არ დაესწრება

ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტში ონლაინ ფორმატით მონაწილეობა არ იგეგმება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ამასთან, პესკოვის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ გაემგზავროს ინდონეზიაში სამიტში მონაწილეობის მისაღებად, განპირობებულია მისი განრიგით და რუსეთში ყოფნის აუცილებლობით. ”ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია მის განრიგთან, მისი რუსეთის ფედერაციაში ყოფნის აუცილებლობასთან”, - აღნიშნა პესკოვმა.  

ქედის ავტოტრანსპორტის დირექტორი ხელფასს თვეში 2-3 ჯერ ირიცხავდა - “ხომ შეიძლებოდა ამეყვანა 3 თანამშრომელი, მათზე გადამენაწილებინა ხელფასი და მე ამეღო ის ფული, ეს არ გავაკეთე“

“ხომ შეიძლებოდა ამეყვანა 3 თანამშრომელი, მათზე გადამენაწილებინა ხელფასი და მე ამეღო ის ფული. ეს არ გავაკეთე, სახელმწიფოს არ დავუმალე გადასახადი და ვირიცხავდი მე“ - გიორგი ბარამიძე ქედის ავტოტრანსპორტის დირექტორი ხელფასს თვეში 2-3 ჯერ ირიცხავდა 315172651_613495227179104_8136704947931774885_n.mp4

სოფო ხორგუანი მთავრობის ადმინისტრაციის უმოქმედობას ასაჩივრებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართავს

სოფო ხორგუანი მთავრობის ადმინისტრაციის უმოქმედობას ასაჩივრებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართავს. planeta.ge განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:   ბატონო ირაკლი,   გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, განცხადებით მივმართე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და ვაცნობე, რომ შეზღუდული მქონდა წვდომა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/GeorgianGovernment. ვინაიდან, ასეთი შეზღუდვისათვის არ არსე

რუსმა ოკუპანტებმა ვინიცაზე იერიში მიიტანეს - ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური

რუსმა ოკუპანტებმა ვინიცას ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ვინიცას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი ბორზოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. "11 ნოემბერი განგაშით დაიწყო. ისევ განხორციელდა დარტყმა ვინიცას ოლქის ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე", - წერს ბორზოვი. მისი თქმით, ადგილზე მო

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211, „დემოკრატებმა“ კი 198 მანდატი მოიპოვეს

აშშ-ში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 198 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებს“ 49, „დემოკრატებს“ კი 48 მანდატი აქვთ. „დემოკრატებს“ სენატში უმრავლესობის მოსაპ

ვოლოდიმირ ზელენსკი - შესაძლოა, პუტინი ასაკის გამო ცხოვრებით დაიღალა, თუმცა ომით ნამდვილად არა დაღლილა

შესაძლოა, პუტინი ასაკის გამო ცხოვრებით დაიღალა, თუმცა ომით ნამდვილად არა დაღლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინას მოლაპარაკებების კარები არასდროს დაუხურავს, თუმცა პუტინს ომის დასრულება არ სურს. „რუსებს არ სურთ ომის დასრულება. ასე რომ, ვიდრე ვინმე იგრძნობს ომით გადაღლილობას, ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის მეთაური არ დაღლილა ომით. ის შესაძლოა გადაიღალა ცხოვრებით მ

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს

რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ცნობით, რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაღუპულია ორი ადამიანი, კიდევ ორი დაშავებულია. ასევე, გვიან ღამით, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ერთდროულად რამდენიმე უკრაინულ ქალაქში. აფეთქებები მოხდა ვინიცაში. ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხ

აშშ-მა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა

აშშ-ი რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს. ამგვარად, ვაშინგტონმა ჩამოართვა რუსეთს სტატუსი, რომელიც ქვეყანას 20 წლის წინ გადაეცა. იგი აძლევდა საშუალებას რუსეთს, თავი აერიდებინა სავაჭრო პროდუქციაზე მოქმედი ანტიდემპინგური ტარიფებისთვის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ერევა ეკონომიკის მუშაობაში, რაც მოქმედებს ფასწარმოქმნასა და რუსი მწარმოებლების დანახარჯების სტრუქტურაზე. „რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის სტატუს

ალექსეი რეზნიკოვი - რუსეთს ხერსონიდან ჯარის გასაყვანად სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთს ხერსონიდან ჯარის გასაყვანად სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება. ამის შესახებ ალექსეი რეზნიკოვმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გამოცხადებული უკან დახევის მიუხედავად, რუსეთს ხერსონის ოლქში ამჟამად 40 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები რჩებიან როგორც ქალაქ ხერსონში, ასევე მის გარშემო და მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთი გააძლიერებს პოზ

ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებენ

ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, გადასცეს რუსეთის საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ რეგიო

სალომე ზურაბიშვილი იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი პარიზში, იუნესკო-ს სათაო ოფისში, იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხები. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტ

კვარაცხელია განაცხადშია - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მაროკოსთან მატჩისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროების, ქალაქ შარჯაში, 17 ნოემბერს შედგება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული. შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – 21 წლამდე ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი,

უკრაინის მედიის ცნობით, რუსებმა ხერსონის დატოვებამდე საქვაბეები, გადამცემი ანძები და ტელეცენტრი ააფეთქეს

„უკრაინსკაია პრავდა“ გამოცემების „მოსტის“ და „იმის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის არმიამ, რომელიც უკრაინის ქალაქ ხერსონს ტოვებს, სანამ უკან დაიხევდეს, ქალაქის განადგურება დაიწყეს: ააფეთქეს საქვაბეები და საოლქო ენერგოსისტემის ობიექტი, ასევე სატელევიზიო ცენტრი. ქალაქი ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის გარეშე დარჩა. "მოსტი" და „იმი“ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ რუსებმა ააფეთქეს სატელევიზიო ცენტრი, რომელიც სატელევიზიო ანძასთან მდებარეობს. თავად ან

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ფისკალური მედეგობის განვითარებისთვის 100-მილიონიანი სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) პოლიტიკაზე დაფუძნებული 100-მილიონის ოდენობის სესხი საქართველოს ფისკალური მენეჯმენტის, კაპიტალის ბაზრებისა და საპენსიო სისტემის რეფორმების ხელშესაწყობად დაამტკიცა. „აზიის განვითარების ბანკის“ ცნობით, ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მეორე ქვეპროგრამა, 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის შედეგებზე დაფუძნებით განხორციელდება. „აზიის განვითარების ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანაახმად, პირველი ქვეპროგრამა კოვიდ-19-ის პანდემი

ჯოზეფ ბორელი - დავიწყეთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებს შორის კიბერ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე - ვეხმარებით უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას

ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც წარმოიშვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და შექმნას კიბერ თავდაცვის საკოორდინაციო ცენტრი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირის სამხედრო მობილობისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ეხებოდა. „კიბერგარემო ახალი სტრატეგიული სივრცეა. ეს არის გეო-სტრატეგიული კონკურენციის ადგილი, რ

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა. “დღეს აშშ უკრაინისადმი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელშიც საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი სისტემები შევა, ისეთები, როგორიცაა Hawk საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები, ასევე Stinger-ის რაკეტებით აღჭურვილი Avenger-ის სისტემები”, - აღნიშნა სალივან
×
×
  • შექმენი...