Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.677
  • comments
    0
  • views
    810.813

Contributors to this blog

About this blog

Read more  

Entries in this blog

ქუჩაში ნიღბიანი პირები თავს დამესხნენ - „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ხელმძღვანელი

პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ხელმძღვანელმა, არტურ მირზოიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქუჩაში 3 ნიღბიანი პირი თავს დაესხა. მირზოიანი მომხდარს თავის საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, 23 აპრილს „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობას გეგმავს. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დათოს ისრაელში გულზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება - ტურაშვილის შვილი

მწერალ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი შვილი, ანაკო ტურაშვილი facebook-პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის.

რამდენ ხანს იმოქმედებს და რა იქნება ETIAS საფასური, რომლის გარეშეც მომავალი წლიდან ევროკავშირში ვერ იმოგზაურებთ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიცვლება მომავალი წლიდან ევროკავშირში მგზავრობის მსურველთათვის. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზ

უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 185 730 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 680 ბოლო ერთ დღეში

რუსეთმა უკრაინაში 185 730 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 680 ბოლო ერთ დღეში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე განადგურებულია 4 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა და 4 დრონი. უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს მტრის 4 საბრძოლო დაჯავშნილი მანქანა, 4 ანტისაჰაერო სისტემა, საავტომობილო ტექნიკის 5 და სპეციალური ტექნიკის 3 ერთეული. მათივე ცნობით, ჯამში, ომის დაწ

პროკურორი - მალხაზ პაქსაშვილის წინააღმდეგ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მისი მონაწილეობა ტერორისტულ საქმიანობასა და საბრძოლო მოქმედებებში - არსებობს ვიდეომასალაც

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. როგორც პროკურორმა მაია სილაგაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე მალხაზ პაქსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. „სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ბრალდებულის სახით დაკავ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული „იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. მიღებული კანონის ნორმების თანახმად, უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკის დამზადება, გავრცელება და საჯაროდ გამოყენება იკრძალება. რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკას მიეკუთვნებიან: იმ პირთა ძეგლები, რომლებიც ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდნენ რუსეთის ხელისუფლებისა და მ

BBC-ის გამოძიების შემდეგ “ფორმულას” ტოვებს ტელეწამყვანი აკა ზარქუა

ჟურნალისტმა აკა ზარქუამ, რომელიც “ფორმულას” გადაცემის “მრგვალი მაგიდა” თანაწამყვანი იყო, ტელეკომპანია დატოვა. თავის გადაწყვეტილებას ის ხსნის ტელეარხის თანადამფუძნებლის, დავით კეზერაშვილი გარშემო განვითარებული პროცესებით. ბრიტანული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ფორმულას” თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია “ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან”, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარ

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა ინგოროყვას ქუჩის გადაკეტვა სცადეს — აქცია გრძელდება

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტს 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებენ მანამ, სანამ მათ მოთხოვნებს პრემიერ-მინისტრი არ უპასუხებს. მათ ინგოროყვას ქუჩის გადაკეტვაც სცადეს. მშობლების მთავარი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი. გასული ღამე რამდენიმე ადამიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა. მშობლები ამჟამადაც შენობასთან არიან შეკრებილნი, პლაკატებით “აქონდროპლაზია არ არი

საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

2023 წლის 21 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში მხარეები აღიარებენ საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც დეკანოზი წერს, ინფორმაცია, თითქოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, არასწორია. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„ბიბლუსი“ აპრილის თვეში უამრავ ადამიანს მოულოდნელ სიურპრიზს უმზადებს - შეუერთდი კამპანიას „აჩუქე წიგნი“

„ვუერთდები კამპანიას #აჩუქეწიგნი“ – ამ ჰეშთეგითა და „ბიბლუსის“ მიერ შექმნილი ფოტოს სოციალურ ქსელში დადებით თქვენ გახდებით იმ კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც უკვე წლებია, საქართველოში წიგნიერების ამაღლებასა და წიგნის ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ წლებია, აპრილში წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავენ, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადსხვა ღონისძიება ტარდება. კამპანიის ფარგლებში წელს „ბიბლუს

სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებ

პარტია "საქართველოსთვის" - მოვუწოდებთ თბილისის მერიას, გადახედოს ნაგვის ურნების შესაძენად გამოცხადებულ 10 მილიონი ლარის ტენდერის პირობებს, გაანახევროს თანხა და 5 მილიონი ლარით დააფინანსოს იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა

პარტია "საქართველოსთვის" აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ: "მოვუწოდებთ თბილისის მერიას, გადახედოს ნაგვის ურნების შესაძენად გამოცხადებულ 10 მილიონი ლარის ტენდერის პირობებს, გაანახევროს თანხა და 5 მილიონი ლარით დააფინანსოს იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა -  სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრთან გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ადამიანი და მისი გასა

სუს-ი - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ტერიტორია სწრაფად დატოვეს. „ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან დ

ლოიდ ოსტინი - პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების შედეგი არ არის, პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების მიზეზია

პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების შედეგი არ არის, პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების მიზეზია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში „რამშტაინის” ფორმატში ჩატარებული სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პუტინმა უხეში შეცდომები დაუშვა გაანგარიშებაში, როდესაც ერთი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა. “მას ეგონა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევდა, მაგრამ უკრაინა მისი პარტნიორების დახმარებით მყარად დგას. პუტინს ეგონა, რომ ჩვენი ერთობა გაიხლიჩე

მიხეილ დაუშვილი - კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ

კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის. მისი თქმით, პირველ რიგში ოპოზიციამ 50 ხმის მობილიზება უნდა გააგრძელოს. „კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფო

"მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე, ახლაც მეტირება და ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ" - სულხან მოლაშვილის მამა

მე არა­ვი­თა­რი კი­თხვა არ მაქვს მო­სა­მარ­თლე მა­ნუ­ჩარ კა­პა­ნა­ძეს­თან - პირ­და­პირ ვდებ ბრალს, რომ ჩემი შვი­ლი მან მოკ­ლა, - ამის შე­სა­ხებ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მა­მამ, თა­მაზ მო­ლაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და. მან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მო­სა­მარ­თლის, მა­ნუ­ჩარ კა­პა­ნა­ძის უვა­დოდ და­ნიშ­ვნა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი შვი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არამ­ხო­ლოდ კა­პა­ნა­ძის

გიორგი გახარია - საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს გილოცავთ რამადან ბაირამის დღესასწაულს!

საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს გილოცავთ რამადან ბაირამის დღესასწაულს!, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,  განსაკუთრებული და გამორჩეულია მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რაც საბოლოოდ მუსლიმებს და მართლმადიდებელ ქართველებს ერთად მოგვაპოვებინებს დიდ წარმატებას, თავისუფლებას, ეკონომიკურ სიძლიერეს და ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და

შალვა კერესელიძე - ნუ დაგენანებათ მთაში ფულის დახარჯვა, თორემ, ასეთი მიდგომით, მალე მთაში ახალგაზრდები აღარ ეყოლება ქვეყანას (ვიდეო)

ნუ დაგენანებათ მთაში ფულის დახარჯვა, თორემ, ასეთი მიდგომით, მალე მთაში ახალგაზრდები აღარ ეყოლება ქვეყანას, - ამის შესახებ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ მაღალმთიან დასახლებებში ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ. "მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული კი არ იყოს, მხოლოდ სუბსიდიებსა და

მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმს ახორციელებენ სასამართლოზე, ამას აღვიქვამთ სახელმწიფო სუვერენიტეტზე ზეწოლად, რასაც არ გავატანინებთ

ოპოზიციას ურჩევნია, რეგლამენტი წაიკითხოს. დღეს რასაც ლაპარაკობდნენ, იმის იქითაც უამრავი ბერკეტია, რომ მავნებლობა არ გაატანინო ოპოზიციას. რეგლამენტის ერთი ჩანაწერი მავნებლობას როცა ემსახურება, მეორე ჩანაწერი უნდა გამოიყენო ამ მავნებლობის აღსაკვეთად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კენჭისყრის გასამართად რეგისტრაციის გავლაზე უარის გადაწყვეტილება მოსა

დიმიტრი გვრიტიშვილი - ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უსაფუძვლოა, ვხედავთ მიზანს, რომ სისტემიდან მოხდეს იმ მოსამართლეების განდევნა, რომლებიც ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს

ჩვენი მოსაზრებით, ეს ერთგვარი სპეცოპერაცია, რაც განხორციელდა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, წარმოადგენს წლების განმავლობაში წარმოებული ორკესტრირებული, ცილისმწამებლური კამპანიის ერთგვარ შეჯამებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა. როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში თუ საელჩო ერიდებოდა წინა პლანზე გამოსვლას და ამ პროცესის, კამპანიის სათავეში ჩადგომას, დღეს აღარ ერიდება.

„დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას“ – საგამოძიებო კომისია მესამე ცდაზეც ვერ შეიქმნა

„ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი კვლავ შეუშალა. სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. მიზეზი კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ისინი კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობენ და ამიტომ, საჭირო ქვორუმი 76 დეპუტატით არ გროვდება. როგორც  რეგისტრაციის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

პარტია "საქართველოსთვის"  წევრები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს მხარდაჭერას უცხადებენ

პარტია "საქართველოსთვის"  წევრები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს მხარდაჭერას უცხადებენ.     ცნობისთვის, მშობლები საერთაშორისოდ აღიარებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანს და მათი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას მოითხოვენ.  

იენს სტოლტენბერგი - უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ალიანსშია, ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება

უკრაინის მომავალში ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტზე იქნება განხილული. „უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია. ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების აუ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ

1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებასა და სო
×
×
  • შექმენი...