Jump to content
Planeta.Ge

ბლაგვი საგნით მიყენებული 39 დაზიანება - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე თავდაყირა დგება


ბლაგვი საგნით მიყენებული 39 დაზიანება და ასფიქსია, რომელიც გაგუდვამ გამოიწვია.
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე თავდაყირა დგება. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი შედეგები ცნობილია.

სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ გარდაცვლილი არასრულწლოვანის სხეულზე 39 სხვადასხვა სახის დაზიანება აღწერა. როგორც ირკვევა, 12 წლის მოზარდს დაზიანებები ჯერ ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი მოგუდეს.

ოჯახი და ადვოკატები ახლა კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ხელმეორედ ჩატარებას, გამოძიებისგან კი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

"ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე. დაზიანებები მრავლობითია, თითქმის მთელს სხეულზეა. არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომელიც არის სიცოცხლისდროუინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის მიყენებული. რაიმე მკრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული დაზიანებები .საჭიროა გამოძიების წინაშე დაისვას ძალიან კრიტიკული კითხვები და დაინიშნოს კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც გასცემს პასუხს კითხვას, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება პატარა გოგონამ". - ამბობს ადვოკატი. 

ცნობისთვის, მოზარდს სულ 5 ექსპერტიზა ჩაუტარდა და ჯერ მხოლოდ სამედიცინო დასკვნის ნაწილია ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი 17 მარტს ნახეს. მას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. 




tvpirveli.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...