Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.344
  • comments
    0
  • views
    705.349

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

"მამა მია! მამა მია!" - რეაქცია ხვიჩას გოლზე [VIDEO]

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" "ატალანტას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.  მე-60 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეი" ჩინებული გოლით დააწინაურა, ბერგამოელთა კარი კი მეორედ 77-ე წუთზე ამირ რაჰმანიმ აიღო.  გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც "დიეგო არმანდო მარადონას" სახელობის მოედნიდანაა გადაღებული.      ავტორი  :გიორგი ღვინიაშვილი

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" დააწინაურა [VIDEO]

სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "ატალანტას" ეთამაშება.   მატჩის 58-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეი" დააწინაურა.       ავტორი  :გიორგი ღვინიაშვილი     kvara-451359.mp4

რომის პაპი - მზად ვარ კიევში წავიდე, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობით - ორივე ქვეყანაში წავალ ან არცერთში

რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, იგი კიევში კრემლის პოზიციის გამო არ ჩადის. ამის შესახებ მან არგენტინულ გამოცემა La Nacion-თან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მზადაა კიევში ჩავიდეს იმ პირობით, რომ ამ მოგზაურობის მეორე დანიშნულების პუნქტი მოსკოვი იქნება. თუმცა, კრემლი ასეთ ვიზიტზე თანახმა არაა. „მზად ვარ კიევში წავიდე. მინდა კიევში, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობითაც. ორივე ადგილში წავალ ან არცერთში”, - თქვა რომის პაპმა. ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ მოსკოვში ჩასვლა დღეისთვის შეუ

ვინ არის ქალი ევროკავშირის დროშით ხელში

ქალი, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, 47 წლის ნანა მალაშხიაა. პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, წყლის ჭავლთან ევროკავშირის დროშით მებრძოლი ქალის ფოტოებმა და კადრებმა მოიარა მსოფლიო მედიის გვერდები. ნანა ერთ-ერთ საჯარო უწყებაში მუშაობს. 7 მარტს, აქციაზე ქმართან და დასთან ერთად იყო. რატომ გავიდა ის აქციაზე და როგორ არ შეუშინდა წყლის ჭავლს, რომლისგან მიყენებულ დაზიანებებს ახლაც იშუშებს. ამ ყველაფერზე ნანამ "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა. "მე ვარ ქალი დროშით,

თეთრი სახლი: სალივანმა ზურაბიშვილს უთხრა, რომ საქართველო არ უნდა იქცეს სანქციებისთვის გვერდის ავლის გზად

თეთრი სახლის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა აუცილებლობა, რომ საქართველო „არ იქცეს [დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების] თავის არიდებისა და გვერდის ავლის გზად“. „მათ [ზურაბიშვილმა და სალივანმა] განიხილეს იმის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომ რუსეთმა სრულად შეიგრძნოს სანქციების ეკონომიკური ფასი, ექსპორტის კონტროლი და სხვა ეკონომიკური შეზღუდვე

რატი ბრეგაძე - ჯარის საკითხის პოლიტიზირება და ყოვლად მიუღებელი ეპითეტები არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი

მიმდინარე კამპანია, ჯარის საკითხის პოლიტიზირება და მითუმეტეს ყოვლად მიუღებელი ეპითეტები, რომლებსაც შეგნებულად არ გავიმეორებ, არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბრეგაძე აცხადებს, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სამხედრო საქმის საბაზისო ცოდნა აუცილებელია კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად. „საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია. საქ

ალექსანდრე ვინიკოვი - ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად

ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს. როგორც ვინიკოვი აღნიშნავს, საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობ

ჯუანშერ ბურჭულაძე - წვევამდელებთან დაკავშირებით არსებული არასწორი პრაქტიკა, რომელიც არ ემსახურება ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნის მიზანს, აღარ იქნება

ის არასწორი პრაქტიკა, რაც დღეს გვაქვს, როცა წვევამდელები გადიან სავალდებულო სამსახურს სხვადასხვა უწყებაში, აღარ იქნება და, რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რაც წარმოადგენს ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ შეიქმნა ისეთი პირობები, რომ გაცილებით მეტი მოთხოვნა იქნება სტუდენტების მხრიდან. „ჩვენ გავითვალისწინეთ უმაღლე

გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი - ბერლინში საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შემდეგ ძალიან წარმატებული ისტორია დაიწერა

ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტს, ნორბერტ ფეიბიგს შეხვდნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ITB 2023-ზე საქართველოს წარდგენა და განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინი

სალომე ზურაბიშვილისა და ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ თეთრი სახლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განიხილეს, რა დროსაც ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. „ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საქართველოს მხრიდან ევ

დიდ ბრიტანეთში მოგზაურებისთვის წინასწარი ავტორიზაცია სავალდებულო ხდება

დიდ ბრიტანეთში, უვიზო რეჟიმით მოსარგებლეების გარდა, წინასწარი ელექტრონული ავტორიზაცია (ETA) ყველა მოგზაურისთვის სავალდებული ხდება, რაც ათწლეულების განმავლობაში სასაზღვრო წესების ყველაზე დიდი ცვლილება იქნება ქვეყანაში. ცვლილება ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, იაპონიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეხებათ და ძალაში 2024 წლის ბოლოდან შევა. გამონაკლისი იქნებიან ბრიტანული და ირლანდიური პასპორტის მქონეები, ასევე ბრიტანეთში დაფუძნებულების სტატუსის მქონენ

ნორვეგია უკრაინას დამატებით ორ NASAMS-ის სარაკეტო სისტემას გადასცემს

ნორვეგია უკრაინას დამატებით ორ NASAMS-ის სარაკეტო სისტემას გადასცემს და უკრაინელ სამხედროებს წვრთნებს ჩაუტარებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ნორვეგიელ კოლეგასთან, ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ჩემს ნორვეგიელ კოლეგას ბიორნ არილდ გრამს. მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვაა. კარგი სიახლე: NASAMS-ის ორი სისტემა დამატებით, პლუს უკრაინული პერსონალის გაწვრთნა“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერის“ გვერდზე. იპნ

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკავი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ინცინდენტი ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ კაფე-ბართან მოხდა. 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამ

დეპუტატის პოსტი იმის შესახებ, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო, აღარ იძებნება

უმრავლესობის დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გუშინ Facebook-ის საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო და მანაც შეცდომა დაუშვა. „ოცნების“ დეპუტატის პოსტი უკვე წაშლილია, ის მის ოფიციალურ გვერდზე აღარ იძებნება. თუმცა, რამდენიმე ონლაინგამოცემამ პოსტის შინაარსი მალევე გამოაქვეყნა. დავით სონღულაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსული კანონპროექტის მიღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რას წერდა დეპუტატი – წაშლამდე

Gen Z-ის თაობას პატივისცემას ვუდასტურებ - ხუნდაძე

ამბობს "ხალხის ძალისა" და გაუქმებული რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, დიმიტრი ხინდაძე "იმედის" ეთერში.

სპალეტი: - კვარამ გამოიყენა თავისი სიტყვის ძალა და ქართველს ხალხს გვერდით დაუდგა

იტალიური საფეხბურთო გუნდის, „ნაპოლის” მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ხვალისთვის გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას კვარაცხელიას სტატუსზეც ჰკითხეს, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მის სიტყვებს სპორტული ტელეკომპანია „სეტანტა” ავრცელებს. სპალეტის თქმით, კვარაცხელიას ეს ნაბიჯი უფრო მეტად იმსახურებს პატივისცემას ვიდრე გოლი რომ გაეტანა. მოგვიანებით ხელისუფლებას მხარდაჭერილი კანონპროექტის უკან წაღება მოუწია. პუბლიკა

ელეონორა არჩაია - არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას წაართვას ევროპული მომავალი

ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორ არჩაია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას უარყოფითად აფასებს. პოლიტიკოსის თქმით, იშვიათად დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვდგავართ თუ არა ისტორიის სწორ მხარეს. “არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას წაართვას ევროპული მომავალი. როგორც არ უნდა შენიღბონ კანონპროექტის ავტორებმა, რუსული კანონი სამუდამოდ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან, განსაკუთრებით მაშინ, რო

IDFI: 2022 წელს სამინისტროებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 24%-ით გააუარესეს - რომელია ყველაზე დახურული და ღია უწყებები

2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მათ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24 პროცენტული პუნქტით გაუარესდა და 58% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია - ამის შესახებ IDFI-ის ანგარიშში წერია. ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების რეიტინგის მიხედვით, სამინისტროების ღიაობის საშუალო მაჩვენებელი 15%-ია. მათ შორის ყველაზე დაბალი, 0%-იანი მაჩვენებელი აქვს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. რაც შეეხება ყველაზე ანგარ

სერგეი ლავროვი - დასავლეთს სურს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს

დასავლეთი ახალ სტრატეგიას ავითარებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი დაბლოკოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ახლა დასავლეთში ახალი ისტერიული ტალღა დაიწყო – ამბობენ, რუსეთი ამ პირობებშიც ზრდის საგარეო ვაჭრობას. ახლა დასავლეთში ახალ სტრატეგიას ამუშავებენ – დაბლოკონ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი არხი, ”- აღნიშნა ლავროვმა. მისი მტკიცებით, დასავლეთი სხვა ქვეყნებსაც აიძულებს, რუსეთის წინააღმდეგ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის

უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „რაც შეეხება [ნატოს] სამიტს ვილნიუსში. დაპატიჟებულები ვართ, მაგრამ სურვილი გვექნებოდა, რომ შესაბამისი წინ გადადგმული ნაბიჯები იყოს, გარდა იმ სტატუსისა, რომელიც ახლა გვაქვს ნატოსთან მიმართებაში”, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლობას უხდის ნატო-ს ყველა წე

ანა ბუჩუკურის ჩართვა Deutsche Welle -ზე (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს: "რამდენიმე წუთის წინ Deutsche Welle -ზე. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, საქართველოსთვის!", - წერს ანა ბუჩუკური.  332189072_158000687117434_4926562113538278110_n.mp4

NGO-ები აცხადებენ, რომ ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვეღარ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობის პერსპექტივას და ტოვებენ ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს. ისინი საერთო განცხადებას ავრცელებენ და განმარტავენ, 2015 წლიდან როგორი იყო მათი თანამშრომლობა პარლამენტთან და რა რეფორმები განხორციელდა პროექტის ფარგლებში. მათი თქმით, დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაობს. „რეფორმები

მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა - აქციაზე დაშავებულის მეუღლე

ზაზა ბირიაშვილი პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. მისმა მეუღლემ, მაია გორგოშიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია – მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მაია გორგოშიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად წავიდა 7 მარტს. 8 მარტს კი, გამთენიისას, როცა აქციის დარბევა დაიწყო მძიმედ დაშავდა. მისი თქმით, მისი მეუღლე მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში“ გადიოდა, დღეს კი

112-ში ტექნიკური ხარვეზის გამო, მოქალაქეებს ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ

მოქალაქეებს, ტექნიკური ხარვეზისა და 112-ში ზარების შეფერხებით შესვლის გამო, ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ავრცელებს. „ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206 598087761 577011139 577011174 591544384 591946840 591946870 591544375 ტექნიკური

თავდაცვის სამინისტრო - ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“ თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; „თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი კოდექ
×
×
  • შექმენი...